დიაოხი

დიაოხი (ასევე დაიაენი, ტაოხი) – ქართველ ტომთა ძველაღმოსავლური ტიპის სახელმწიფოებრივი გაერთიანება.

სამხრეთით მის საზღვრებში დღევანდელი ქ. არზრუმის მიდამოებიც შედიოდა, ჩრდილოეთით ჯავახეთი ესაზღვრებოდა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მისი გავლენა შავ ზღვამდე აღწევდა.

დიაოხის სამეფო არსებობდა ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში, მას ასურულ წარწერებში დიაენი, ხოლო ურარტულ წყაროებში დიაოხი ეწოდებოდა. უფრო გვიან ძველი ბერძნები ამ ადგილების მაცხოვრებლებს ტაოხებს ეძახდნენ. ეს სახელი შემორჩა ერთ-ერთ აქაურ ძველ ქართულ პროვინციას – ტაოს. დიაოხის დედაქალაქად იხსენიება ზუა. დიაოხის მეფეებიდან ცნობილია:
სიენი – დაახლ. ძვ. წ. 1120 – ძვ. წ. 1100 წწ.
ასია – დაახლ. ძვ. წ. 850 – ძვ. წ. 825 წწ.
უტუფურსი – დაახლ. ძვ. წ. 810 – ძვ. წ. 770 წწ.

სიენი და ასია ებრძოდნენ ასურეთის მეფეებს: ტიგლათფილესერ I-სა და სალმანასარ III-ს, ხოლო უტუფურსი ურარტუს მეფეებს მენუასა და არგიშთი I-ს. ძვ. წ. 755 წლისათვის ურარტუს მიერ დასუსტებული დიაოხი შეიერთა კოლხას სამეფომ. ძვ. წ. VII საუკუნის I ნახევრიდან VI საუკუნის 90-იან წლებამდე არსებობდა დიაოხის ტრადიციათა მემკვიდრე სპერის სამეფო.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია. Bookmark the permalink.

One Response to დიაოხი

  1. diaokh says:

    უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ივანე ჯავახიშვილის “ქართველი ერის ისტორია”, წიგნი პირველი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s