არქეოლოგიური განძი


არქეოლოგიური განძი ეწოდება რაიმე მიზეზით დამალულ, უპირატესად მიწაში დაფლულ ნივთებს, რომლებიც თავისი დროისათვის მატერიალურ ფასეულობას წარმოადგენდნენ, ჩვენთვის კი, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული წყაროს მნიშვნელობა აქვთ. განძს უმეტესად მოსალოდნელი საშიშროების წინ მალავდნენ. ზოგჯერ ხერხდება ზოგიერთი არქეოლოგიური განძის დაკავშირება წერილობითი წყაროებით ცნობილ ისტორიულ მოვლენებთან. მაგ., დმანისის განძის დაფლვა უკავშირდება მონღოლთა მიერ ქ. დმანისის აღებას. უძველესი არქეოლოგიური განძი ახალი ქვის ხანას (ნეოლითს) განეკუთვნება.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიური განძებიდან ჯერჯერობით უძველესია შუა ბრინჯაოს ხანის ურეკის განძი (ძვ. წ. XVIII-XVI სს.). არქეოლოგიურ განძთა სიმრავლით განსაკუთრებით ცნობილია კოლხური კულტურა (ძვ. წ. XIV-VII სს.). მელითონეთა სახელოსნოებთან ხშირად აღმოჩნდება და გამოსაყენებლად მეტწილად უვარგისი სპილენძისა და ბრინჯაოს იარაღ–სამკაული, რომელიც ხელმეორედ გადადნობისათვის იყო განკუთვნილი. ასეთ არქეოლოგიურ განძს მდნობელთა განძს უწოდებენ.

არქეოლოგიური გათხრების თავისებური და ფართოდ გავრცელებული სახეობაა მონეტათა განძები. განძებს, რომლებიც მონეტებთან ერთად ლითონის სხვა ნივთებსაც შეიცავს, ჩვეულებრივ შერეულ განძს უწოდებენ. ლითონის ფულის ყოველი განძი ძვირფასი ისტორიული წყაროა ამა თუ იმ ქვეყნის სამონეტო მიმოქცევისა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობათა შესასწავლად. საქართველოს ტერიტორიაზე ლითონის ფულის განძები ხშირად ჩნდება ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან, როდესაც საქართველოში დაიწყო სამონეტო მიმოქცევა და მოიჭრა პირველი მონეტა – კოლხური თეთრი. სპეციალურ ლიტერატურაში არქეოლოგიური განძის სახელით ზოგჯერ სრულიად სხვა სახის ძეგლები მოიხსენიება, მაგ., ე. წ. ახალგორის განძი სინამდვილეში მდიდრული სამარხის ინვენტარია და არა არქეოლოგიური განძი. თითოეული არქეოლოგიური განძი მნიშვნელოვანი ისტორიული ღირებულების არქეოლოგიური ძეგლია. ამიტომ ყოველი მოქალაქე ვალდებულია შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური განძი სახელმწიფო მუზეუმს ჩააბაროს, რისთვისაც იგი მიიღებს საგანგებო გასამრჯელოს ფულად ჯილდოს.

About diaokh

21 years old
This entry was posted in არქეოლოგია. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s