არქეოლოგიური დათარიღება

ისტორიულ მოვლენათა ქრონოლოგიის დადგენა არქეოლ. მონაცემების მიხედვით. არსებობს ა. დ. ორი სისტემა: აბსოლუტური და შედარებითი. აბსოლ. ქრონოლოგია განსაზღვრავს ამა თუ იმ მოვლენის თარიღს მოქმედი კალენდრის მიხედვით, შედარებითი ქრონოლოგია კი მხოლოდ მოვლენების თანამიმდევრობას ასახავს. შედარებით თარიღებს ადგენენ სტრატიგრაფიული (იხ. სტრატიგრაფია არქეოლოგიაში) და ტიპოლოგიური მეთოდებით. არქეოლ. ძეგლებზე კულტ. ფენათა განლაგებაზე დაკვირვება შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს მოვლენათა ქრონოლოგიური თანამიმდევრობა. ერთმანეთზე დაფენილ კულტურულ ფენათაგან უფრო ძველია ის, რომელიც ღრმადაა მოქცეული. ტიპოლ. მეთოდი ემყარება დროთა განმავლობაში ნივთების ტიპის, მათი დამზადების ტექნიკისა და ა. შ. ცვლას. შედარებითი ქრონოლოგიიდან აბსოლუტურზე გადასვლა შესაძლებელია, თუ დაუთარიღებელ არქეოლ. მასალასთან ერთად აღმოჩნდება ისეთი , რ-თა დამზადების დრო ცნობილია სხვა წყაროებიდან, ან რ-ებიც თვით შეიცავენ თარიღს (მონეტები, წარწერები და სხვ.)

საკუთრივ ა. დ.-ის მეთოდების გარდა, არქეოლოგიაში ფართოდ იყენებენ მეთოდებს, რ-ებიც ემყარება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევებს. ასეთებია: რადიოკარბონული (არქეოლ. ძეგლების დათარიღება ორგ. წარმოშობის ნაშთებში რადიოაქტიური ნახშირბადის რაოდენობის მიხედვით), პალეომაგნიტური (დათარიღება გამომწვარი თიხის ნაწარმში ნარჩენი მაგნეტიზმის მიხედვით, იხ. არქეომაგნეტიზმი), დენდროქრონოლოგიური (დათარიღება განათხარი ხეების წლიური წრეების მიხედვით), ყვავილთა მტვრის ანალიზის, ქიმ. და სხვ. მეთოდები. (ქსე).

წყარო: kambisene.org

About diaokh

21 years old
This entry was posted in არქეოლოგია. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s