დვალეთი

 

 

ამ თემის შექმნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ დვალეთი ერთ ერთი ძირძველი ქართული მხარეა, რომელიც დღეს წართმეულია, საქართველოს აღარ ეკუთვნის. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ბევრ ქართველს დვალეთი არც კი გაუგონია!!! უცოდინრობა კი, მითუმეტეს ასეთი ფორმის უცოდინრობა, უდიდესი დანაშაულია და ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ!  დვალეთი

დვალეთი ისტორიული მხარე შუა საუუნეების საქართველოში, ტერიტორიულად მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის. ვახუშტი ბაგრატიონს (XVIII ს.) მოხსენიებული აქვს დვალეთის ხევები: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსი მაღრანდვალეთი. ქართული საისტორიო ტრადიციით ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ. წ. IV – ძვ. წ. III სს.) დროიდან შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში.VI საუკუნის შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა-გადასასვლელები. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო “გზა დვალეთისა”. საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დვალეთის ხეობების გამაგრებას ჩრდილოეთიდან. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) შემდეგ დვალეთში სახლდებოდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა. დვალეთის მკვიდრი მოსახლეობა (დვალები) კი, თავის მხრივ მასობრივად გადმოდიოდა კავკასიონის სამხრეთ კალთებზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XV ს.) შემდეგაც დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში მისი მოურავი იყო გიორგი სააკაძე. დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი.დვალეთის მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ჩვენამდე მოაღწია: მდინარეების არდონისა და ფიაგდონის სათავეებში აგებულმა სიმაგრეებმა – კასრის-კარმა და ხილკამ; ზროგოსა და მამისონის ხეობებში ქრისტიანული ტაძრების ნანგრევებმა და სხვა.

ვისაც მეტის გაგება უნდა, შეუძლია გაეცნოს შემდეგ მასალას ჯუმბერ კაკულიას ავტორობით. ნაშრომი ძალიან საინტერესოა საქართველოს ისტორიით დაინტერესებული პირებისათვის.
http://www.amsi.ge/istoria/div/dvaleTi.pdf

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, მხარეები, საქართველო, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. Bookmark the permalink.

7 Responses to დვალეთი

  1. diaokh says:

    ჩვენი, ქართველების მთავარი პრობლემა ისაა, რომ წარმოდგენაც არ გვაქ საკუთარ სამშობლოზე!!! გავახილოთ თვალები!!!

  2. gujo says:

    ბოლოს დარჩენილი დვალები,თრუსოში გაანადგურა და გადაასახლა ზურაბ ერისთავმა შიოლა ღუდუშაურის ხელშეწყობით! და მათი ადგილი უწილადეს იმ ოსებს,რომლებმაც ხევის და თრუსოს აოხრებაში მიიღეს მონაწილეობა!

  3. Bimo says:

    დვალეთი იურიდიულად საქართველოს ტერიტორიაა,რადგან 1991 წლის რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა 1918 წლის 26 მაისისთვის არსებულ საზღვრებში

  4. MobiPay2011 says:

    ჩვენი პრობლემა ჩვენსავე დეზორგანიზაციასა და სულმოკლეობაშია. მადლობა დათო ამ თემის წამოწევაში.

  5. MobiPay2011 says:

    ჩვენი პრობლემა ჩვენსავე დეზორგანიზაციასა და სულმოკლეობაშია. დათო ამ თემის წამოწევაში.

  6. ჩვენი პრობლემა ჩვენსავე დეზორგანიზაციასა და სულმოკლეობაშია. მადლობა ამ თემის წამოწევისთვის.

  7. datiko48 says:

    Dvaletidan modis Qartuli gvari Dvali,sheidzleba bevrma ar icodes es dges rom is aris Qartuli miwa-wyali,imitom rom ganatlebis donea dacemuli,samwuxarod

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s