ლობიანი

ლობიანი ყველამ ვიცით რაცაა, მაგრამ უმეტესად იმას, რასაც ლობიანს უწოდებენ, არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ლობიანთან.

რაჭაში, ნამდვილ რაჭულ ლობიანს ასე აკეთებენ

სპეციალურ ლობიოს (საბაჭულე, საპარკე) გარეცხავენ და დაადგამენ მოსახარშად. რომ წამოდუღდება, გადმოდგამენ, გაწურავენ და მოაყრიან საჭმელ სოდას. გაგრილდება და დაიწყებენ გაქმუშვნას (ე.ი. კანის გაცლას). აიღებენ მუჭით და ერთმანეთზე ხახუნით ეცლება კანი. გაქმუშნილ ლობიოს ისევ გარეცხავენ კარგად და გააგრძელებენ ხარშვას. წყალს დაასხამენ იმდენს, რომ ადუღების შემდეგ კიდეც ამოიზილოს. მოხარშულ ლობიოს შეურევენ ცხიმს (კარაქი, ერბო, ღორის ქონი) გაუკეთებენ გემოზე მარილს და ლობიო ჩასართავად მზადაა.

ცომი

სპეციალურ ჭურჭელში ინახება საფუარის ძირი, გამოცხობის წინ ადრე ჩააგებენ საფუარს ე.ი. საფუარის ძირზე დაასხამენ თბილ წყალს და გახსნიან ფქვილს ისე, რომ მოსქო მასა იქნეს. დადგამენ შედარებით თბილ ადგილზე. ამოვა საფუარი და მოქნიან ცომს გობზე. დაუმატებენ მარილს. ცომის ამოსვლის შემდეგ შეიძლება გამოცხობა ლობიანის , ხაჭაპურის, პურის, ქადის და რაც გვსურს.

ამას დავამატებდი მარტო იმას, რომ კანის გაცლა ხდება ნაცრით. ხოლო ღორის ქონს რაც შეეხება, მუცლის ნაწილი უკეთესია როგორც ხედავთ საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება ჭირდება ლობიანის გაკეთებას და საკმაოდ შრომატევადი საქმეცაა

About diaokh

21 years old
This entry was posted in ქართული სამზარეულო. Bookmark the permalink.

One Response to ლობიანი

  1. diaokh says:

    სურათები გადაღებულია რაჭაში 2010 წლის ზაფხულში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s