ნიკორწმინდა

 

ნიკორწმინდის ტაძარი. აგებულია 1010-1014 წლებში (მეფე ბაგრატ მესამის დროს).

About diaokh

21 years old
This entry was posted in ეკლესია-მონასტრები. Bookmark the permalink.

5 Responses to ნიკორწმინდა

  1. diaokh says:

    სურათები გადაღებულია 2010 წელს, აგვისტოში.

    • ნინო ურუშაძე says:

      შესანიშნავი ხელი გაქვს ფოტოგრაფიაში.
      არ ვარ ფოტოხელოვანი, მაგრამ კარგს და საუკეთესოს ვერჩევ😉
      პ.ს. ბებიაჩემი, ჭანტურიას ქალი , გაიმერლებული მეგრელი ნიკორწმინდაში მოძღვარ ჩიკვაიძეს მოუნათლავს (სამწუხაროდ სახელი მოძღვრის არ ვიცი🙂

  2. diaokh says:

    braziliuri serialivit aris eg😀😀😀 kargia, fotograifashi kide vnaxot, imedia gamova rame🙂🙂

  3. lokokina says:

    ქებათა ქება ნიკორწმინდას

    მაქვს მკერდს მიდებული
    ქნარი, როგორც მინდა.
    ჩემთვის დიდებული
    სხივი გამობრწყინდა.
    მკვიდრად ააშენა,
    ვინაც ააშენა
    და ცით დაამშვენა
    დიდი ნიკორწმინდა.

    გზნებით დამკარგავი
    გრძნეულ ჩუქურთმებით,
    ქარგით დამქარგავი
    ნაზი შუქურთმებით,
    ნეტა ვინ აზიდა,
    ან როგორ აზიდა,
    რა ხელმა აზიდა
    მაღლა ნიკორწმინდა!

    რა განძი გვქონია,
    რა მხნე, რა მდიდარი,
    ჟღერს ქვის ჰარმონია –
    დარობს რამდი დარი.
    კარგად გამოჰკვეთა,
    ვინაც გამოჰკვეთა,
    სიბრძნით გამოჰკვეთა
    მძლავრი ნიკორწმინდა.

    აქ რომ თაღებია,
    სვეტთა შეკონება,
    ისე ნაგებია,
    სიზმრის გეგონება.
    ნეტა ვინ ააგო,
    რა ნიჭმა ააგო,
    რა მადლმა ააგო
    სვეტი – ნიკორწმინდა!

    ვგრძნობ, ვით დიადია
    თორმეტი სარკმელი,
    ხაზებში ანთია
    ცეცხლი მისარქმელი:
    ნეტა ვინ აანთო,
    რომ გრძნობით აანთო
    და წლებს გადაანდო
    ნათლად ნიკორწმინდა!

    ხვეულთ დიადება
    ვხედავ – რა უხვია,
    დრომ მას დიადემა
    კრძალვით შეუხვია.
    ნეტა ვინ მოჰქარგა,
    და როცა მოჰქარგა,
    შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
    გზნება – ნიკორწმინდა!

    მკვეთრი და მოქნილი
    ხაზთა დასრულება
    არის ამოდქმნილი
    ნატვრის ასრულება.
    ეს ის სიმკვეთრეა,
    ეს ის სიმდიდრეა,
    რაითაც მკვიდრია
    ძეგლი – ნიკორწმინდა!

    შენის სულმნათისად
    ასვლა ეროვანი:
    ყელი გუმბათისა
    მაღალღეროვანი,
    ცამდის აღერილი,
    ნებით აღერილი,
    სათნოდ აღერილი,
    გშვენის, ნიკორწმინდა!

    მზერა ქართულია
    სივრცის დაუნჯებით,
    თვალი გართულია
    ფრთიან ფასკუნჯებით:
    ფრთები, ფრთები გინდა,
    კიდევ ფრთები გვინდა,
    გინდა დაეუფლო
    სივრცეს ნიკორწმინდა!

    შენ ფრთამოღუღუნეს
    ჟამთა სიმაღლეზე,
    ჩვენი საუკუნე
    გიცავს, უახლესი.
    მძლავრი ხელოვნება,
    ხალხის ხელოვნება –
    ბრწყინავს საქართველოს
    ქებად ნიკორწმინდა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s