რაჭული ღვინო

“ხვანჭკარა”

“ხვანჭკარა” – ნატურალურად ტკბილი წითელი ღვინოა, რომელიც მზადდება ალექსანდროულის და მუჯურეთულის უნიკალური ჯიშის ყურძნისაგან. ეს ჯიშები გაშენებულია დას. საქართველოს, კერძოდ რაჭის რეგიონში. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან ღვინო ცნობილი იყო “ყიფიანის ღვინო”-ს სახელწოდებით, ატარებდა რა პირველი ჩამომსხმელის დიმიტრი ყიფიანის სახელს. ჯერ კიდევ 1900 წ. ბათუმის პირველ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მიიღო მედალი წარწერით “სანაქებო”, მაგრამ პირველი დიდი აღიარება 1907 წ. ბელგიის საერთაშორისო გამოფენაზე მიღებული “გრან-პრი” იყო. 1930 წლიდან “ყიფიანის ღვინო”-ს ეწოდა “ხვანჭკარა” და დღემდე ამ სახელს ატარებს.

“ხვანჭკარა”-ს ახასიათებს კარგად განვითარებული ჯიშური ბუკეტი, ხავერდოვანი გემო ჟოლოს ტონებით. მზა ღვინო შეიცავს 11.3% სპირტს, 47.0 გ.დმ3 შაქარს და 6.3 გ/ლ ტიტრულ მჟავიანობას მაღალი საგემოვნო თვისებებისთვის საერთაშორისო კონკურსებზე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, კერძოდ 1996 წლიდან შ.პ.ს.”რაჭული ღვინო”-ს მიერ წარმოებულმა “ხვანჭკარა”-მ საერთაშორისო გამოფენებზე დაიმსახურა 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი, ხოლო 2000 წლის ქ. სოჭის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი და “გრან-პრი”. სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ “ყიფიანის ღვინო”-ს მიერ საუკუნის დასაწყისში მიღებული 2 “გრან-პრი”, საუკუნის ბოლოს შ.პ.ს “რაჭული ღვინო”-ს “გრან-პრი”-მ დააგვირგვინა .

“ბარაკონი”

“ბარაკონი” – ბუნებრივად ნახევრად მშრალი წითელი ღვინოა. მზადდება ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო ღია ლალისფერია და ახასიათებს იის დახვეწილი გემო, რაც განსაზღვრავს ღვინის მაღალ ხარისხს. ღვინო გამოდის 1981 წლიდან და შეიცავს 12.0% სპირტს, 23 გდმ3 შაქარს და 6.8 გ/ლ. ტიტრულ მჟავიანობას. 1996 წლიდან შ.პ.ს. “რაჭული ღვინო”-ს მიერ წარმოებულმა ღვინომ “ბარაკონი” საერთაშორისო კონკურსებზე აიღო 1 ოქროს, 1 ვერცხლის მედალი და საპატიო დიპლომი.

“ალექსანდროული” – მშრალი წითელი ღვინო, რომელიც მზადდება ალექსანდროულის უნიკალური ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო ღია ლალისფერია და ახასიათებს მკაფიო ჯიშური ბუკეტი იის დახვეწილი არომატით. ღვინო აღდგენილ იქნა შ.პ.ს. “რაჭული ღვინო”-ს მიერ 1999წ და საერთაშორისო კონკურსებზე მიღებულია აქვს 2 ოქროს მედალი. მზა ღვინო შეიცავს 12.1% სპირტს, 6.9 გ/ლ ტიტრულ მჟავიანობას.

About diaokh

21 years old
This entry was posted in მერვინეობა-მევენახეობა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s