სინგაპურიზაცია

დღეს ხშირად ვისმენთ, რომ საქართველო უნდა დაემსგავსოს სინგაპურს. მაინც რას ნიშნავს ეს ყბადაღებული „სინგაპურიზაცია“?

სინგაპურს მართავს ავტოკრატული რეჟიმი 1965 წლიდან, რომელიც ტოტალიტარული მეთოდებით უზრუნველყოფს უცხოელ ინვესტორთა ინტერესების დაცვას ადგილობრივი ეთნოსის გენეტიკური და კულტურული გადაგვარების პირობებში. კერძოდ, სინგაპურში ადგილობრივი მალაელების ხვედრითი წილი მთლიან მოსახლეობაში სულ რაღაც 45 წელიწადში 14 პროცენტამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყანაში მოქმედებს 5 სახელმწიფო ენა ეთნიკური ჯგუფების ხვედრითი წილის მიხედვით, მათ შორის, სახელმწიფო ენადაა გამოცხადებული ინგლისური ენაც. უფრო მეტიც, ინგლისური ენა დანერგილია სკოლამდელ და სასკოლო სისტემებში. სინგაპურის სკოლებში ინგლისურ ენაზე ისწავლება ქვეყნის ისტორია, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები. შედეგად, სინგაპურში ჩამოყალიბდა ახალი მალაურ–ინგლისური სასაუბრო დიალექტი, რომელმაც, პრაქტიკულად, ხმარებიდან განდევნა მალაური ენა და ე.წ. „მანგლიშის“ მალაურ–ინგლისური დიალექტი იქცა ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ნაწილად.

აღსანიშნავია, რომ სინგაპურული გამოცდილების მიხედვით, საქართველოში შესაძლოა, სახელმწიფო ენებად გამოცხადდეს ინგლისური, სომხური და აზერბაიჯანული, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენის შემდეგ „მოღალატეთა ხროვამ“ ძირძველ ზემო ქართლი–ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ოსურ ენას მიანიჭა რეგიონალური ენის სტატუსი. სწორედ ამავე მიზანს ემსახურება 10 000 ე.წ. ინგლისური მასწავლებლის „იმპორტი“ საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი ახალგაზრდების კულტურული, ენობრივი, გენეტიკური და სარწმუნოებრივი გადაგვარება ქართველობიდან კოსმოპოლიტ არსებებამდე ეკონომიკური კეთილდღეობაზე სპეკულაციებით.

რაც შეეხება ეკონომიკას, ყველაზე ნიშანდობლივი ფაქტი გახლასვთ ის, რომ სინგაპური საერთოდ არ აწარმოებს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციას და თვით სასმელი წყლის იმპორტს ახდენს, ანუ ქვეყნის მთავარ ფუნქციას ტრანზიტი და უცხოური ტექნოლოგიების აწყობა–დაფასოება წარმოადგენს.

სინგაპურიზაციის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის სპეკულირებით მოხდეს უცხოელ ინვესტორთა ინტერესების დაცვა ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი განსახვავევების სრული წაშლის გზით.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ე.წ. სინგაპურული პროექტის განხორციელების შემთხვევაში არსებობს საშიშროება, რომ ქართულმა ეთნოსმა დაკარგოს ენა, მამული, სარწმუნოება და გენეტიკური თავისთავადობა.

ასე, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნული ერთობა“ დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს სინგაპურიზაციას და გმობს ქვეყანაში 10 000 ე.წ. ინგლისური მასწავლებლის ჩამოყვანას.

წყარო: http://erovnuli-ertoba.net

About diaokh

21 years old
This entry was posted in საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s