შაორის წყალსაცავი

შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ2. წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ3. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ). ქვაბული აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით, სადაც კარგადაა განვითარებული კარსტული პროცესები. ქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია. შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა.

შაორზე მობინადრე თევზებია: კობრი, საზანი, თეთრი ამური, ხრამული, კარასი, რებეცი…

About diaokh

21 years old
This entry was posted in თევზაობა. Bookmark the permalink.

5 Responses to შაორის წყალსაცავი

  1. diaokh says:

    ულამაზესი ადგილია.

  2. tornike says:

    gambuzia gamogrchat

  3. diaokh says:

    გამბუზიაც არის შაორზე? შემთხვევით ეგ ის ხომ არაა ბალახების შესაჭმელად რომ გაუშვეს სპეციალურად?

  4. tornikek says:

    gambuziac ari ki ,rodis gaushves an rato gaugebaria ..cheliaghelis tbazec ar iyo saertod da erti 5-6clis ukan gachnda nel nela da agviria monasteri vinc cheliaghelis tbaze tevzaobda ,,magrad gaafucha chera da arc balaxi uchamia ,,priqit momravlda ……..sazizgari tevzia ,,erti es gamagebinet tu icit vinmem me minaxavs ro saznis da kobris lifsitas ashinebs da ar ushvebs nemskavtan mara is tu icit ,chams tu ara qvirits>?

  5. diaokh says:

    არ ვიცი, აზრზე არა ვარ, გამბუზია კი გამიგია მარა რა თევზია საერთოდ არ ვიცი. ისე შაორსაც და ჭელიაღელეს ტბასაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მეთევზეობის თვალსაზრისით და თუ მიხედავენ კარგი იქნება, თუმცა პირველ რიგში ხალხი უნდა მოუფრთხილდეს და ბადეებით და ოხრობებით არ უნდა მოსპოს თევზი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s