რაჭის ერისთავები

რაჭის ერისთავები

წერილობითი წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღვაშთა საგვარეულოდან. იგი დაიღუპა შირიმნის ბრძოლაში 1021 წელს.

X-XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ, მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია მინდაციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.

X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავო დაყოფილი იყო ცალკეულ ხევებად, რომლებიც ერთ ან რამდენიმე სოფელს აერთიანებდნენ. ხევში გლეხებთან ერთად ხევის აზნაურებიც შედიოდნენ. თითოეულ ხევს ჰქონდა თავისი სამლოცველი, რომლის მთავარ დღეობაზე მთელი ხევის მოსახლეობა იყრიდა თავს. X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლი ააგეს (პატარა ონის, მთის წმ. გიორგის, კრიხის საყდრები, ნიკორწმინდის ტაძარი და სხვა).

კახაბერისძეთა დინასტია
რატი ბაღუაში (ადრ. მე-11 საუკ.)
კახაბერ I (გ. 1088)
ნიანია (1088-1120)

1120-1175 – უცნობი მთავრები
კახაბერ II (1175-1210)

1210-1245 – უცნობი მთავრები
კახაბერ III (1245-1278)

ჭარელიძეთა დინასტია
აღბუღა (14??-14??)
გიორგი I (14??-14??)
ცაცი (14??-14??)
ქველი (14??-14??)
გიორგი II (14??-14??)

ჩხეტიძეთა დინასტია
იონა (1465-1485)
კახაბერ IV (1485-1510)
ბედიანი (1510-1534)
შოშიტა I (1534-1565)
პაპუნა I (1651-1661)
შოშიტა II (1661-1684)
პაპუნა II (1684-1696)
შოშიტა III (1696-1731)
გრიგოლი (1731-1741)
ვახტანგ (1741-1749)
როსტომ (1749 – 1769)
ანტონ (1784, პირველი მთავრობა)
გიორგი III (1784-1787)
ანტონ (1787-1789, მეორე მთავრობა)

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, მხარეები, საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s