ჰერეთი

ჰერეთი აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. წყაროებში პირველად V საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. (X)-XIV საუკუნეების წყაროების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი ხანის შიგნიკახეთისა და გაღმამხრის ტერიტორიას (მდ. ალაზნის ველი) საინგილოს ჩათვლით. XII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული — ჰერეთის საერისთავო, რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. XI საუკუნის ზოგიერთი წყაროს მიხედვით , ჰერეთი მოიცავდა კამბეჩოვანსაც და სუჯეთსაც (ე. ი. გარდა მდ. ალაზნის ველისა, მდ. ივრის შუა და ქვემო დინების ზეგანს), თუმცა წყაროსეული ცნობა უფრო ძველ რეალობას ასახავს და ეფარდება ვახტანგ I გორგასალის (V ს.) მიერ შექმნილ ადრინდელი პერიოდის ჰერეთის საერისთავიოს ტერიტორიას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით სახელწოდება „ჰერეთი“ აგრეთვე კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV საუკუნიდან ტერმინი „ჰერეთი“ აღარ იხმარება და მას ენაცვლება ტერმინი „კახეთი“.

**************************************

საინგილოში ქართველებს კულტურის ერთადერთ ცენტრს ართმევენ

ამ დღეებში პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა კომიტეტის დახურული სხდომა გაიმართა. მთავარი განსახილველი თემა საინგილოში, კახის ქართული კულტურის ცენტრის დაწვა გახდა. შეხვედრას საკითხით დაინტერესებული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კახის ქართული კულტურის ცენტრს ცეცხლი ოქტომბრის პირველ რიცხვებში წაეკიდა. დილის ოთხ საათზე საეჭვოდ გაჩენილ ხანძარს ვერაფერი მოუხერხეს და ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ხანძარი ქართულ მოსახლეობაში თავიდანვე დიდ ეჭვებს იწვევდა.
ეჭვები გააძლიერა იმანაც, რომ კახის აზერბაიჯანული ადმინისტრაცია კულტურის ცენტრის აღდგენას და ქართველებისთვის დაბრუნებას აღარ აპირებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ცენტრის ადგილს სხვა დანიშნულების ახალი ნაგებობა დაიკავებს. კახის ქართველებს ამის სანაცვლოდ სთავაზობენ ისედაც მიტოვებული ძველი, გაპარტახებული კლუბის შენობას, სადაც სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არცერთი სკამი და მაგიდა არ დგას.

აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობას კახის ადგილობრივ ადმინისტრაციას აკისრებს და ამით ხელებსაც იბანს. ხოლო ადმინისტრაციას საინგილოს ქართველების კანონიერი მოთხოვნები ყურადღების ღირსადაც კი არ მიაჩნია. მათი ამგვარი დამოკიდებულება თბილისში ”არამეგობრულ ჟესტად’’ ფასდება.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელების კულტურულ თვითმყოფადობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. აქ ფუნქციონირებს აზერბაიჯანული კულტურის ცენტრები, თეატრი, კლუბები, ბიბლიოთეკები, სკოლები და ა. შ. ბოლო ათწლეულებში ქვემო ქართლში მეჩეთები და სხვა რელიგიური დაწესებულებები აშენდა. ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცირე პრობლემა თბილისის და ბაქოს კონსტრუქციული განხილვის საგანი ხდება.

ამ დროს საინგილოში ქართული კულტურის ერთადერთ ცენტრს ხანძარი უჩნდება, რის შედეგადაც მას საერთოდ ართმევენ იქაურ ქართველებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ზაქათალის და ბელაქნის გამაჰმადიანებულ ინგილოებს ქართველებად საერთოდ არ აღიარებს და მათი სრული ასიმილაციისკენ ისწრაფვის. ამ ფონზე კახში ქართული კულტურის ცენტრის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
კახის კულტურის ცენტრი 2001 წლის მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრებმა დააფუძნეს. საზეიმო გახსნისას ითქვა, რომ ამ კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ყოველთვის ქართული ჰანგების ხმა უნდა ისმოდეს. სამწუხაროდ იმ დროიდან მოყოლებული აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კულტურის ცენტრის თანამშრომლების არცერთი საშტატო ერთეული არ დაამტკიცა. მათ ხელფასს არავინ უხდიდა. მუშაობა შიშველ ენთუზიაზმზე მიდიოდა.

კულტურის ცენტრის დირექტორი გივი ნადირაშვილი და თანამშრომელი მალხაზ ნუროშვილი ინგილო მოსწავლეებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლიდნენ. ცენტრში ქართული ცეკვის ფორმები და ჩოხებიც ჰქონდათ. თუმცა ცენტრს არანაირი დაფინანსება არ ჰქონია და მხოლოდ მშობლიური კულტურის სიყვარული ამოძრავებდათ.

ცენტრის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისულებას შორის თავიდანვე არსებობდა დაპირისპირება ცენტრის შენობასთან დაკავშირებით. რანდენიმე წლის წინ ადმინისტრაციამ კულტურის ცენტრის ორი ოთახი სოფელ კახინგილოს საკრებულოს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ოთხ ოქტომბერს გამთენიისას დაახლოებით ხუთ საათზე ცნობილი გახდა, რომ კულტურის ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. ამის შესახებ ახლომახლო მცხოვრებმა ქართველებმა ერთმანეთს შეატყობინეს.

შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო მივიდა, თუმცა ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა თუ არ მოხერხდა ეს დღემდე გარკვეული არ არის. იქვე მყოფი პირები ჰყვებიან, რომ მეხანძრეები აქრობდნენ არა ცეცხლის კერებს, არამედ უკვე დამწვარ კედლებზე წყალს ასხამდნენ.
რაც შეეხება ხანძრის დაწყებას, ის სწორედ იმ ორ ოთახში გაჩნდა, სადაც ბოლო პერიოდში საკრებულოს ოთახები იყო განთავსებული. შედეგად, დაიწვა კახინგილოს საკრებულოში არსებული მოსახლეობის მიწის აქტები, გადასახადების ქვითრები და ა.შ. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ამან შესაძლოა ქართულ მოსახლეობას თავისივე მიწის საკუთრების დამტკიცების თვალსაზრისით, კიდევ შეუქმნას პრობლემები.

ერთ–ერთი გავრცელებული ვერსიით, ქართული კულტურის ცენტრის დაწვით კახის გამგეობა იყო დაინტერესებული. ცნობილი იყო, რომ მათ შენობის განადგურება, ხელში ჩაგდება და საცხოვრებელი სახლის აშენება უნდოდათ. მეორე ვერსიაა, რომ ხანძრით შეიძლება მესამე ძალა იყოს დაინტერესებული. ვინაიდან არსებობოს მცდელობები, რომ ხელოვნურად დაიძაბოს საქართველოსა და აზერბაიჯანის დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობები.
რაც შეეხება კულტურის ცენტრის აღდგენას, როგორც უკვე მოგახსენეთ კახის აზერბაიჯანული ადმინისტრაცია შენობის აღდგენას და ქართველების დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის დასტურია კიდევ ერთი ფაქტი. ხანძრის გაჩენიდან მოკლე ხანში, იქ ადგილზე კახის პოლიციის უფროსის მოადგილე მივიდა და ქართულენოვანი აბრის ჩამოხსნა მოინდომა. სწორედ იმ აბრის, რომელზეც ეწერა, რომ იქ ქართული კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა.

როდესაც მას იქაურმა ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ის წავიდა და შემთხვევის ადგილზე რაიონის კულტურის სამსახურის უფროსი მოიყვანა. მან უკვე მთლიანად ჩამოხსნა ეს აბრა და წაიღო. ადგილობრივმა ქართველებმა ჰკითხეს, თავის ადგილზე ყოფილიყო, რას გიშლიდათო. მან კი უპასუხა – ჩვენ არ გვინდა სხვებმა გაიგონ, რომ აქ ქართული კულტურის ცენტრი არსებობდა და დაიწვაო.
თუმცა რა უნდოდათ მათ რეალურად, ეს მოვლენების მოკლე ხანში განვითარებამ აჩვენა. კახის ქართველები კულტურის ცენტრის ჩამორთმევით უკიდურესად აღშფოთებულნი და შეურაცხყოფილნი არიან. ისინი ამ საკითხში თბილისის მხრიდან თანადგომას მოითხოვენ.
თბილისის პასუხი ჯერჯერობით ის არის, რომ პარლამენტის კომიტეტში მასმედიის წარმომადგენლებისთვის დახურული სხდომა გაიმართა, თუმცა ცხადია სირაქლემას პოზა ამ საკითხში სასურველ შედეგს არ მოიტანს. დახურული სხდომიდან გამოჟონილი ინფორმაციით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც კახში ჩავა, შექმნილ რეალობას ადგილზე გაანალიზებს და სათანადო დასკვებსაც გააკეთებს.

საქართველოს და აზერბაიჯანის მეგობრობა ცალმხრივი წესით არ უნდა ვითარდებოდეს. რამდენად კარგად ესმით ეს კახში და ბაქოში, ამას კახის ქართული კულტურის ცენტრის მომავალი გვიჩვენებს. ”პრესა.გე’’ იმედოვნებს, რომ საინგილოს ქართველებს ისეთივე კონსტიტუციით გარანტირებული კულტურულ–საგანმანათლებლო უფლებები ექნებათ, როგორც ეს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აქვთ.

ყველას კეთილი მეზობელი ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ? და როდემდე უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება სხვისი გუნდრუკის მკმეველი ყოველთვის?! რა უბედურებაა ეს, რა ხდება?!
ბავშვს ქართულ სახელს თუ დავარქმევთ, დაბადების მოწმობას არ მოგვცემენ!!!
“ნავთობისა და გაზის მაგისტრალებმა არ უნდა დაგვავიწყოს ჰერების პრობლემები”

ჩვენ არაერთხელ გავაცანით ქართველ საზოგადოებას ჰერების, ე.წ. ინგილოების პრობლემები, მათი სატკივარი არაერთხელ შევჩივლეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი დროდადრო სტუმრობს კიდეც მეზობელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეულ საქართველოს უძველეს მხარეს; ჩვენს თანამემამულე ჰერებსაც შეხვედრიან, სხვადასხვა სახის დახმარებაც გაუწევიათ. ბავშვებს სასკოლო სახელმძღვანელოებიც ჩაუტანეს, რასაც ინციდენტებიც მოჰყვა. ჩვენი დელეგაციები საქართველოს საზღვარზეც არ იქნებოდნენ გადმოსული, საინგილოს აზერბაიჯანელმა ჩინოსნებმა ქართული წიგნების განადგურება რომ დაიწყეს. სულ ბოლოს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის სტუმრობისას განმეორებულა იგივე… ჰერებს უფრო და უფრო უჭირთ მათი საწინააღმდეგო აზერბაიჯანული პოლიტიკის ატანა, რომელიც თურმე დღითი დღე მკაცრდება. არასამთავრობო ორგანიზაციის “ინტეგრაციის ცენტრი საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ქართველებისთვის” წარმომადგენელმა დალი მხეიძემ “კვირის პალიტრას” ჰერების წერილი გადმოსცა. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათი უფლებების დასაცავად უფრო რადიკალური ზომები უნდა მიიღოს (სტილი დაცულია): “ჰერეთის ისტორიულად მკვიდრი ქართველი მოსახლეობა სავალალო მდგომარეობაშია. ოცდამეერთე საუკუნეში, რომელიც დემოკრატიის და ადამიანთა უფლებების დაცვის საუკუნედ არის გამოცხადებული, სასტიკად ირღვევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველთა უფლებები. ჰერეთის რიგ რაიონებში ჩვენს ხალხს იძულებით შეაცვლევინეს ქართული გვარები, არა აქვთ უფლება, შვილს დაარქვან ქართული სახელი, ეკრძალებათ წინაპართა რელიგიის მიღება. ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში იკეტება ქართული სკოლები, მაშინ, როდესაც საქართველოში საუკეთესო მიწებზე მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ყველანაირი საყოფაცხოვრებო და საგანმანათლებლო პირობა აქვთ შექმნილი. შვილებს აზერბაიჯანულ სკოლებში ასწავლიან, ინარჩუნებენ აზერბაიჯანულ გვარ-სახელებს და არავინ სთხოვთ მათ ქართულად გადაკეთებას. ყოველგვარი აკრძალვის გარეშე აღიარებენ ისლამს. სწორედ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების თხოვნით აშენდა 220 ახალი მეჩეთი. საინგილოში კი ახალ ეკლესიას ვინ აგვაშენებინებს, მაშინ, როდესაც ძველი ქართული ეკლესიები სარესტავრაციოა და მათი გადარჩენის უფლებასაც კი არ გვაძლევენ. მეტიც, ყალბდება საქართველოს ისტორია. აზერბაიჯანელი ისტორიკოსების აზრით, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია თურმე ალბანური წარმოშობისაა. როგორც ჩანს, აზერბაიჯანელებმა გადაწყვიტეს, ქართული ეკლესიებისა და კულტურული ძეგლების მითვისებაში ტოლი არ დაუდონ სომხებს. სომხები ხომ დიდი ხანია ცდილობენ სადახლოსა და მესხეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიების მითვისებას. ჰერეთის ტერიტორიაზე არ იყიდება ქართული ჟურნალ-გაზეთები. ჰერები საქართველოში სტუმრობის დროს ყიდულობენ ქართულ პრესას და თითქმის კონსპირაციულად გადააქვთ საზღვარზე, ვითომ სხვადასხვა ნივთის შესახვევი ქაღალდი. სოფლებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ, არ ფუნქციონირებს კინო, თეატრი, არ არსებობს მუსიკალური და ქორეოგრაფიული სასწავლებლები. თითზე ჩამოსათვლელი ბიბლიოთეკები არ მარაგდება ახალი ქართული წიგნებით. ჰერ მოსახლეობას არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში და თანამდებობებზე დასაქმების შანსი. ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ მოხდეს ქართველი მოსახლეობის გონებრივი დეგრადაცია და შედეგად მათი მენტალიტეტის შეცვლაც, როცა უკვე იოლი გახდება ჰერს უარი ათქმევინონ ქართველობაზე. საუკუნეების განმავლობაში ამ მოვლენას ქართველები “გათათრებას” ვუწოდებდით. ვინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნეში იმავე პრობლემის წინაშე დავდგებოდით. გამუდმებით გვაწუხებს კითხვა, იციან თუ არა ჰერეთის პრობლემები ბაქოში, აზერბაიჯანის დედაქალაქში, თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ რეგიონში დატრიალებული განუკითხაობაა? იცის თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომ თუ ჰერი მშობლები ახალდაბადებულ ბავშვს დაარქმევენ ქართულ სახელს, სახელმწიფო ჩინოვნიკები ჩვილს დაბადების მოწმობას არ მისცემენ. იქნებ ამ წერილით საქართველოდან მაინც მივაწვდინოთ ხმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. რა ხანია ვითხოვთ, რომ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან გაკეთდეს დაფა, რომელზეც აღნიშნული იქნება, რომ ეს არის უძველესი ჰერების მიერ აშენებული ეკლესია და სალოცავი. ამას წინათ ბაქოში სტუმრობდა საქართველოს პირველი ქალბატონი სანდრა რულოვსი. მან ჰერ ბავშვებს ქართული წიგნები ჩაუტანა. ჰერეთში არის რამდენიმე ქართული სკოლა. რაიონში, ძირითადად, ეგრეთ წოდებული ორგანყოფილებიანი სკოლებია (ქართულ-აზერბაიჯანული), სადაც ჰერი ბავშვები სწავლობენ. ორგანყოფილებიან სკოლებში ქართული წიგნები არ დარიგებულა – რატომღაც წიგნების ჩამოტანა მავანთათვის შეუძლებელი აღმოჩნდა. მხოლოდ წიგნების დაურიგებლობას ვინ ჩივის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში, სოფელ მოსულში, ალიაბადსა და ითითალაში ორგანყოფილებიან სკოლებში ქართველების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართული განყოფილებები იკეტება. ჰერეთში მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ. შესაძლოა, ქართველების მიმართ ასეთი დამოკიდებულება იმის გამოძახილია, რომ აზერბაიჯანელები შიშობენ, იგივე პრობლემები არ შეექმნათ ჰერეთში. არადა, ამ ორი რეგიონის შედარება უაზრობაა. ჰერი თავის ისტორიულ ტერიტორიაზე იმყოფება, აქაურობის მკვიდრი მოსახლეები არიან. იქნებ იმიტომაც მიმართავენ აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები ანტიდემოკრატიულ, თუ კომუნისტურ პოლიტიკას, რომ სისასტიკით აიძულონ ჰერებს ისტორიული სამშობლოდან გადასახლება. ცოტა ხნის წინ ალიევის სახელობის სკვერი გაიხსნა თბილისში. საქართველოს მთავრობა ყველანაირად ცდილობს, მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს აზერბაიჯანთან. როდემდე შეიძლება ამ ორი ერის მეგობრობა მხოლოდ ქართველების ხარჯზე? ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ჯვარი უკვე მერამდენედ ჩამოხსნეს აზერბაიჯანელებმა, რითაც შეურაცხყვეს არა მარტო ჰერები, ყველა ქართველი მართლმადიდებელი. იქნებ ბაქოდანაც შეგნებულად არ პასუხობენ სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა და ქართული სამთავრობო სტრუქტურების კითხვებსაც ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ორივე სახელმწიფოსთვის მომგებიანია ნავთობის, გაზის, მაგისტრალებისა და გზების მშენებლობისა და სხვა ეკონომიკური გარიგებების შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ხელშეკრულებები, მაგრამ ამან არ უნდა დაგვავიწყოს ჰერების პრობლემები. მოვითხოვთ შეწყდეს განუკითხაობა, ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური საქციელი ჰერების მიმართ. უსამშობლო კომუნისტებმა ლაზიკა, სოჭი, ჰერეთი, სადახლო კომუნისტურ აფერაში, ე.წ. საბჭოეთის აღმშენებლობაში გაცვალეს. ჩვენ, ქართველებს, ზნეობრივი და მორალური უფლება არ გვაქვს, რომ საქართველოს ნატანჯი და მრავალგზის აოხრებული კუთხე აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების ანტიდემოკრატიული ქმედებისგან არ დავიცვათ. შეაჩერეთ ჰერეთის გათათრება!!! დღეს 21-ე საუკუნეა, დემოკრატიული საუკუნე. ტერმინი ინგილო აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ დაერქვათ ჰერებს და ნიშნავს გადარჯულებულს, ანუ რჯულშეცვლილს, დაპყრობილს, დამონებულს. ეს სახელწოდება ჰერებისათვის ძალიან შეურაცხმყოფელია, რაც უნდა გაითვალისწინონ აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა და საგაზეთო პუბლიკაციებში დამამცირებელი სახელი “ინგილო” შეცვალონ ნამდვილი სახელით – “ჰერი”, ისტორიული ჰერეთის შესასვლელს კი უნდა ამშვენებდეს წარწერა – “ჰერეთი.”
ეკა ლომიძე

(წყარო:http://saingilo.ucoz.com)

************
ლეკების მოპყრობა ინგილო ხალხის მიერ

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარსულში საქართველო ჯეროვან ყურადღება ვერ აქცევდა საინგილოს, რის შედეგადაც ლეკი ბეგები და მოლები თვითნებდებოდნენ და ქართველები უკიდურეს მონურ პირობებში ჰქონდათ ჩაყენებული. ინგილოთა სავალალო მდგომარეობამ ააკვნესა თავისი ხალხის დიდი მოჭირნახულე ინგილო დიმიტრი ჯანაშვილი რომელიც წერდა: “მაგრამ ვაი მათ ქართველობას (ლაპარაკია იმ დროინდელ ქრისტიან ინგილო ქართველებზე—გ.ჩ.), ისინი მოწყვეტილი არიან საქართველოსაგან. დაობლებული, პატრონი აღარ ჰყავთ, თვისტომნი ქართველებიც მონათესავე ხალხად არ იცნობენ, ლეკებს ეძახიან. იმათ სწყინთ ასეთ წოდება, მაგრამ

ქართველები გულგრილად ეპყრობიან მათ პროტესტს, რადგან არ გაეგებათ რას ნიშნავს მიმხრობა, შეთვისება, ზურგის გამაგრება ეროვნებისა”.

ეჰჰ ნეტავ ყველამ იცოდეს ეს სიტყვები და ამავდროულად ყველა კარგად აცნობიერებდეს მათ და შეისისხლხორცებდეს:

“ვისაც უკეთესი ბედი აქვს ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავის ზურგით უნდა ზიდოს.”

“ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს”

ჯემალ ქარჩხაძის სიტყვებია… გული მტკივა

მეფე ვახტანგ გორგასალის V-საუკუნეში საინგილოს ტერიტორიაზე

საინგილოს ტერიტორია რომ ისტორიულად სააქართველოს ეკუთვნოდა და იგი მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული, ეს დასტურდება ქართულ , რუსულ, ევროპულ და თვით აზერბაიჯნულ ენაზეც არსებულ მრვალ ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული.ძვ.წ. I საუკუნიდან ახლანდელი საინგილოს ტერიტორიაზე ქართველები და მათი მონათესავე ჰერები ცხოვრობდნენ, ხოლო IV-V საუკუნიდან მოყოლებული საკუთრივ საქრთველოს ტერიტორია საინგილოსაც მოიცავდა.
XI საუკუნის ბოლოს პეტერბურგში დაბეჭდილ ”ენციკლოპედიურ ლექსიკონში
” რომლიც გამოსცეს ფ. ბროკჰაუზმა და ა.ეფრონმა ვკითულობთ – “ზაქთლის ოლქის ოდესღაც შეადგენდა ჰერეთის ნაწილს, დასახლებული იყო ქართველებით…..
ამ ნაშრომიდანაც ნათლად ჩანს, რომ საინგილო (ზაქათლის ოლქი) წარმოადგენდა ჰერეთის ნაწილს, “რომელიც დასახლებული იყო ქართველებით” და რომ იგი ლეკებმა დაიპყრეს XIII –XIII საუკუნეებში.
შემდეგ სხვა დოკუმენტებში ვკითხულობთ: “საქართველოს დაუძინებელმა მტერმა შაჰ-აბასმა 1587 წელს კახეთის მეფეს ალექსანდრეს ჩამოართვა კაკ-ელისენი, წინანდელი მოურავი ვახვახიშვილი გაამაჰმადიანა, სახელად უწოდა ალიბეგი და ეს ალიბეგი დაადგინა აქ სულთნად.ამიტომ მას ეწოდა აგრეთვე ალისულთანი.
საკუთრივ ქართველები დაყოფილნი იყვნენ რიგ ტერიტორიულ ჯგუფებად, რის გამოც დღემდე შემონახულია ზოგიერთი ეთნოგრაფიული სხვაობა. მათგან უმთავრესი ჯგუფებია: ქართლელები, კახელები, ინგილოები, ხევსურები, ფშავლები, თუშები, იმერლები, გურულები, აჭარლები, (მეგრელები, ლაზები, სვანები-გ.ჩ), მესხები. ამ ჯგუფებს შორის განსხვავება, გამომდინარე ადრინდელი ტომობრივი და პოლიტიკური დაყოფით, თანდათანობით წაიშალა და ამჟამად რეალური მნიშვნელობა არა აქვს.
რამდენიმე სიტყვა კიდევ ერთმნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე: 1920 წლის 6 მაისს რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასა და მაშინდელ საქრთველოს მთავრობას შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. საბჭოთა რუსეთის მთვრობამ საქრთველო სცნო ამგვარ საზღვრებში: “საქრთველოს საზღვრებში შედიან გუბერნიები: თბილისის და ქუთაისის, ოლქები: ბათუმის, ზაქათლისა და სოხუმის შავი ზღვის გუბერნიის ნაწილი”

ქ.ნუსხალ (შექის) ჩრდილოეთით, 6 კმ. მოშორებით, მდებარეობს გიშის ტაძარი, გიშის-ქურმუხის ყოფილი რეზიდენცია; გიშის საეპისკოპოსო საქრთველოს მეფე ვახტანგ გორგასალს V საუკუნეში გაუხსნია. “აღნიშნული გროგოლიძეთა სამფლობელო ქვეყანა ციხე გიშისთ ქართული ჰერეთის უკიდურეს აღმოსავლეთით ნაწილი იყო…მეფე არჩილმა რომელიც VIII საუკუნეში ააგო ციხეები კახეთ-ჰერეთი ადმინისტრაციულად მოაწყო. ნუსხაში (ახლანდელ შექის) დასახდნენ ქართველები რომლებიც შემდგომში შექლებად წოდებულნი. ამ დრომდე ნუსხის მიდამოებში მცხოვრებელბი წარმართულ რელიგიას მისდედნენ, აღჩილ მეფემ გააქრისტიანა.

საინგილოს ტერიტორიის ფართობი უდრიდა 189 000 კვ. კმ-ს, სადაც 5 მილიონი კაცი ცხოვრობდა. ქართველთა ეკონომიური და კულტურულ გაძლიერებას მოჰყვა ქალაქების, სოფლების და კულტურის შესანიშნავი ძეგლების მნიშვნელობა, რომლის ნაშთები ამჟამად საინგილოში მრავლად გხვდება.ამ პერიოდში, საერთაშორის, კულტურისა და ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ შესანიშნავ ცენტრს ბელაქანს წარმოადგენდა. მიუხედავად მომღოლების ბატონობისა, XII ს. დასაარულს ქართველებმა საეკლესიომოღვაწემ პიმენ სალოსმა ქრისტიანობა გაავრცელა დაღესტანში, “ნათესავი ლეკთა წარმომავლობისაგან მოაქცივნა” –გააქრისტიანა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოდან დაღესტანში ქრისტიანობის გარდა, ვრცელდებოდა ქართული ენა, კულტურა, დამწერლობა და ლიტერეტურა.

* * *

About diaokh

21 years old
This entry was posted in მხარეები, საქართველო, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s