ისტორიული მესხეთი

ისტორიული მესხეთის ტერიტორია (სპერი, ერუშეთი, ტაო, არტაანი, კოლა, ლაზეთი, ჭანეთი, თორი, ტაო, კლარჯეთი) ცენტრალიზებული ფეოდალური საქართველოს ერთ მესამედს შეადგენდა, რაც დაახლოებით 34 200 კვ.კმ-ია. აქედან დღეისათვის მხოლოდ 9 400 კვ.კმ_ია საქართველოს შემადგენლობაში მოქცეული, ხოლო დიდი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია.

ბანა.

ისტორიული მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლი) ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკური წყაროებში (სტრაბონი, ძვ. წ. 64/63 — ახ. წ. 23/24)  ეს ტერიტორია მოიხსენიება “მოსხიკეს” (მოსხური ქვეყანა, მესხების მხარე) სახელწოდებით.

აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული წყაროები “მესხეთს” არ ახსენებენ და ამ მხარის სახელწოდებად X-XVI სს-ში ზემო ქართლი იხმარებოდა. მის პარალელურად არსებობდა ტერმინები შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ზემო ქართლი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა) და ჭოროხის აუზს მთლიანად (აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი). იგი სამხრეთიდან მდინარეების, ევფრატისა და არაქსისაგან იფარგლებოდა ე. წ. მოსხური მთებით.

ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ქართველები — მესხები. აქედან მოდის მხარის სახელწოდებაც.  საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი (ტომთა გაერთიანებები), კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთაოები, ქართველთა სამეფო, ანუ ტაო-კლარჯეთის სამთავრო, სამცხე-საათაბაგო, ახალციხის საფაშო.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, მხარეები, საქართველო, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. Bookmark the permalink.

4 Responses to ისტორიული მესხეთი

  1. ana says:

    zalian sainteresoa

  2. :D says:

    dzalian magaria avtor gaixare 10 mivige

  3. es informacia unda gadaviwero:d

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s