ზოგადად ფილოსოსიაზე

ფილოსოფია არის მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეების და შეხედულებების სისტემა სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე. მისი კვლევის საგანია სამყაროსთან ადამიანის შემეცნებითი, სოციალურ-პოლიტიკური, ღირებულებითი, ეთიკური და ესთეტიკური ურთიერთობები.

ფილოსოფიის დარგები:
ეთიკა – ესთეტიკა – გნოსეოლოგია – ლოგიკა – ონტოლოგია – აქსიოლოგია – ადამიანის ფილოსოფია – კულტურის ფილოსოფია – ისტორიის ფილოსოფია – სოციალური ფილოსოფია – ბუნების ფილოსოფია.

სიტყვა “ფილოსოფია” ძველბერძნული წარმოშობისაა და იგი ორი სიტყვისგან შედგება: “ფილეო” ( სიყვარული) და “სოფოს” (სიბრძნე), რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს “სიბრძნის სიყვარულს”, ფილოსოფოსი კი – “სიბრძნის მოყვარულს”

 

გადმოცემის თანახმად, ეს სიტყვა (“ფილოსოფია”) პირველად იხმარა პითაგორამ ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში. ტირანის კითხვაზე: ვინ ხარ შენ?, პითაგორას უპასუხია: ფილოსოფოსიო. მეცნიერულ სიტყვათხმარებაში კი იგი ძველი ბერძნული ფილოსოფიის წარმომადგენელმა პლატონმა შემოიტანა.

იყო დრო, როცა ფილოსოფიის გარდა არცერთი მეცნიერება არ არსებობდა. იმ პერიოდში ფილოსოფია ყველაფერს სწავლობდა – ბუნებასაც, საზოგადოებასაც, და ადამიანსაც. შემდეგ მოხდა თანდათანობით ფილოსოფიისაგან მეცნიერული ცოდნის გამოყოფა და ეს არისტოტელედან დაიწყო.

თუმცა ფილოსოფიას მაინც დარჩა საკვლევი საგანი და ეს საგანი მთელი სინამდვილეა, სამყარო, ოღონდ მთლიანობაში. ამიტომაც, მეცნიერული კანონებისაგან განსხვავებით, ფილოსოფიის კანონები უზოგადესი კანონებია.

ამრიგად, ფილოსოფია არის მეცნიერება სამყაროს უზოგადესი კანონების შესახებ, ან სხვაგვარად, ფილოსოფია არის მეცნიერება ბუნების, საზოგადოებისა და აზროვნების უზოგადესი კანონების შესახებ.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ფილოსოფია. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s