მიხეილ საბინინი

მიხეილ საბინინის შესახებ ვფიქრობ ბევრმა არ იცის. მის შესახებ არც მე ვიცოდი სანამ საპატრიარქოს არხზე არ გავიდა ბიოგრაფიული შინაარსის ფილმი, რამაც ღრმა შთაბეჭდილება დამიტოვა.

მიხეილ საბინინი (1845-1900)  იყო ქართველი (წარმოშობით რუსი) მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ისტორიკოსი და მკვლევარი, საეკლესიო მოღვაწე, ხატმწერი. მამამისი, პავლე საბინინი იყო, დედა კი ეკატერინე მირზაშვილი. მიხეილი დაიბადა საქართველოში და როგორც ჩანს აღიზარდა ქართულ ტრადიციებზე, რამაც განაპირობა მისი უსაზღვრო სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ.
XIX საუკუნის 60-იან წლებიდან 1868 წლამდე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, შემდეგ კი – პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. პეტერბურგში ყოფნისას ბერად აღიკვეცა და მეორე სახელად აირჩია გობრონი (იხ. მიქაელ გობრონი).
დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს არ ეცოდინება, რომ სწორედ საბინინს ეკუთვნის ცნობილი ხატი “ივერიის დიდება”. ხატის კომპოზიცია შემდეგია: ცენტრში ანგელოზს აღუმართავს სასწაულთმოქმედი სვეტი, რომლის ზემოთაც გამოსახულია მაცხოვარი ორმაგი კურთხევით, ქვევით – მწოლიარე სიდონია უფლის კვართთან ერთად, მარჯვნივ და მარცხნივ – შარავანდედით მოსილი ქართველი მეფეები და წმინდანები.
საბინინს აქვს შრომები ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ. 1871 წელს რუსულად გამოაქვეყნა „ქართული ეკლესიის წმინდანების ცხოვრებათა სრული აღწერილობა“, ხოლო 1877 წელს, ასევე რუსულად, „ქართული ეკლესიის ისტორია“.
მიხეილს ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. ქართველებს ეჭვი შეჰქონდათ მასში რუსული გვარის გამო და “რუსების აგენტს” ეძახდნენ, რუსები კი ქართველების მხარდაჭერაში “ამხელდნენ”.
გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, დაკრძალულია წმინდა დანიელის მონასტერში, მოსკოვში. მისი საფლავის კვალი დღეს მთლიანად გამქრალია.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, მისაბაძი გმირები, რელიგია, საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s