თორი


სლესა, ანუ მოქცევის ციხე.

თორის შესახებ ფართოდ არ არის ცნობილი, არადა როგორც ჩანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას, რადგან ქართველთა ლაშქრის მოწინავე ნაწილს, როგორც მახსოვს, სწორედ თორელები შეადგენდნენ.  და საერთოდ, ქართველების მთავარი პრობლემა დღეს ისაა, რომ საკუთარ სამშობლოზე ბევრ ჩვენგანს წარმოდგენაც კი არ აქვს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კუთხე-კუნჭული ღვთისგან ბოძებული ამ მადლიანი მიწისა, გულდასმით შევისწავლოთ და მოვუფრთხილდეთ.

მაშ ასე, თორი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სახელწოდება წარმოდგება დაბა თორისგან. შუა ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის რაიონის ტერიტორიას.

ისტორიკოსი ლეონტი მროველი, როდესაც მეფე ფარნაოზის მიერ (III საუკუნის ძვ. წ.) ქართველთა სამეფოში ერისთავთა განწესების შესახებ მოგვითხრობს, აღნიშნავს: ”ფარნაოზმა მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ აწ არს სამცხე და აჭარა“. ისტორიკოსის ამ ცნობიდან ნათელია, რომ ოძრხის საერისთაოს აღმოსავლეთ ნაწილი – სამცხე ტაშისკარიდან იწყებოდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართველთა ჯარის მოწინავე ნაწილს სწორედ თორელები შეადგენდნენ, ეს ფაქტი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რომ თორელები მეწინავე მესხთა რაზმშიც კი, რომელთაც იერიში უნდა მიეტანათ მტერზე პირველებს, წინმდგომები იყვნენ!

ამიტომ მეფენი სიყვარულით თორელებს ლაშქრის “შუბის წვერად” მოიხსენიებდნენ.

ისტორიაში არის ასეთი ფაქტი: როცა რაღაც მიზეზის თუ სტრატეგიული მანევრის გამო თორელებს მეწინავე ადგილი შეუცვალეს – მათ ბრძოლის ველი ბრძოლის წინ შეურაცხყოფილებმა მიატოვეს!

და მხოლოდ მაშინ დაბრუნდნენ ბრძოლის ველზე, როცა ძველი ადგილი და “მამულისთვის პირველად სიკვდილის” უფლება დაუბრუნეს !!!

About diaokh

21 years old
This entry was posted in მხარეები, საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s