თბილისში ნოე ჟორდანიას მემორიალური დაფა გაიხსნა

სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში მოხდა სამარცხვინო ფაქტი, თბილისში გაიხსნა ნოე ჟორდანიას მემორიალური დაფა.

“თბილისში ნოე ჟორდანიას სახელობის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

მემორიალური ფირნიში საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ გახსნეს.

გახსნის ცერემონიალს საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს პირველი მთავრობის ხელმძღვანელთა შთამომავლები და მათ შორის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ნიკოლ ჟორდანია ესწრებოდნენ.

,,მიხარია, რომ თბილისში ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპირო და მემორიალური დაფა გაიხსნა. ვფიქრობ, ქვეყნის წარსული ყველამ უნდა იცოდეს, რათა აწმყოც სათანადოდ იქნას შეფასებული. ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირა თავი და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა შესაბამისად დააფასა მისი ღვაწლი”, –აღნიშნა ნიკოლ ჟორდანიამ.

სოციალ-დემოკრატის, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერისა და პუბლიცისტის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სახელი მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ჯერ კიდევ, შარშან მიენიჭა.

,,ეს ცერემონიალი, რომელიც პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სახელის უკვდავყოფას ეძღვნება, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში იმართება და ერთ მიზანს ისახავს: ჩვენ ამ ცერემონიალით ვიხსენებთ, ვაფასებთ და პატივს მივაგებთ წარსულს. ამით კი ხელს ვუწყობთ უკეთესად, უფრო მიუკერძოებლად გავაანალიზოთ აწმყო და, ასევე, უკეთესად განვჭვრიტოთ და შეცდომებისგან დავაზღვიოთ მომავალი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არცერთი მამულიშვილი არ დაჩება პატივის მიგების გარეშე და ყველა ასეთი ადამიანის სახელი იქნება უკვდავყოფილი”, – განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.

ნოე ჟორდანიასა და მისი მთავრობის დამსახურებებზე პაპუნა დავითაიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ლომის წილი, სწორედ მაშინდელ რესპუბლიკას მიუძღვის.

,,ჩვენთვის, დღევანდელი სახელმწიფოსთვის და ქართველი ხალხისთვის, მართლაც, საამაყოა ის ისტორიული მემკვიდრეობა, რაც პირველი რესპუბლიკის სახით გვაქვს. პირველი რესპუბლიკა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ ისტორიაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში მაშინ, როცა ბევრ დასავლეთ-ევროპულ ერს არ გააჩნდა იმ სახისა და იმ რანგის დემოკრატია, მთვარობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით მოახერხა, აეშენებინა მოწინავე დემოკრატიული ქვეყანა თავისი მოწინავე კონსტიტუციითა და კანონმდებლობით’’, –აღნიშნა პაპუნა დავითაიამ.”

აი ეს არის ქართველი ერის სირცხვილი, როდესაც მემორიალურ დაფას უხსნიან კაცს, რომელიც იყო ერთ-ერთი დიდი გამყიდველი საქართველოს ისტორიაში, კაცი, რომელსაც “დედა რუსეთის” გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა, კაცი, რომელსაც გულზე ლახვრად მოხვდა საქართველოს დამოუკიდებლობა, კაცი, რომელსაც ილიას სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი (ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი ვერსიით, ილია სწორედ სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს), “კაცი გულჩუკენი” (როგორც ლევან სანიკიძე აღნიშნავს), კაცი, რომელსაც გამართულად წერა-კითხვაც არ შეეძლო.

ცოტა რამ ნოე ჟორდანიას შესახებ:

ნოე ჟორდანია დაიბადა 1869 წლის 9 მარტს, ღარიბი გლეხის ოჯახში, გურიის სოფელ ლანჩხუთში (ლევან სანიკიძე მას “ლანჩხუთელ პილატეს” უწოდებს, შეგიძლიათ გაეცნოთ სანიკიძის 309 სირცხვილს, სადაც ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქად სავსებით სამართლიანად ჰყავს წარმოდგენილი მას ნოე ჟორდანია) იმდროისთვის ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში.

11 წლის ასაკში გაეცნო იაკობ გოგებაშვილის “ბუნების კარს”, რამაც გადატრიალება მოახდინა მის გონებაში (ბუნების კარმა!!!), იქ “აღმოაჩინა”, რომ თურმე წვიმა ღმერთის ცრემლები არ არის და არც ჭექა-ქუხილია წმინდა გიორგის ცხენის ჭენება. და დაასკვნა, რომ ღმერთი არ არსებობს, დაიწყო საჯაროდ ყვირილი, რომ ღმერთი და რელიგია სისულელეა და უსინდისოდ იტყუებიან ისინი, ვინც ამას ქადაგებს.  ჟორდანიას “ნიჭს, განათლებისა და კულტურის დონეს, მის გონებრივ-ინტელექტუალურ შესაძლებლობებს” ჰარმონიულად შეერწყა მარქსისტული იდეოლოგია. ამ ყველაფერმა წარმართა სწორედ მისი ცხოვრება…

ჟორდანიამ თბილისი გამოაცხადა ინტერნაციონალურ ცენტრად და თქვა, რომ ეს ქალაქი მარტო ქართველებს კი არა, სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც თანაბრად ეკუთვნოდა. ამიტომაც გაყო თბილისი სამ ნაწილად და ერთი ნაწილი სომხებს მიაკუთვნა, მეორე_აზერბაიჯანელებს და მოიღო მოწყალება და მესამე ნაწილი მაინც დაგვიტოვა ქართველებს.

სწორედ ჟორდანია იყო კაცი, რომელმაც გამარჯვებულ გიორგი მაზნიაშვილს 1921 წელს უკან დახევა უბრძანა და თვითონ კი სამარცხვინოდ დატოვა ქვეყანა და თან წაიღო ეროვნული საგანძური, კერძოდ  თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი!!! (რომ არა ექვთიმე თაყაიშვილი, ვინ იცის რა ბედი ეწეოდა ამ საგანძურს).

რაც შეეხება მის შთამომავალს, ნიკოლ ჟორდანიას, ის მართლაც ღირსეული შთამომავალია ნოე ჟორდანიასი, ერთი წვეთი ქართული არ იცის. მისი შემხედვარე არ შეიძლება ფერეიდნელები არ გაგახსენდეს, 4 საუკუნის განმავლობაში დედა სამშობლოსგან მოწყვეტილმა ქართველებმა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა ხალხმა მაინც შეინარჩუნა ქართული ენა და საერთოდ ქართველობა!!! სწორედ ისინი არიან ნამდვილი ქართველები!!!

About diaokh

21 years old
This entry was posted in საქართველო. Bookmark the permalink.

3 Responses to თბილისში ნოე ჟორდანიას მემორიალური დაფა გაიხსნა

  1. zorg says:

    sainteresoa… samwuxaro isaa, rom vinc dasafasebelia, imas ver vafasebt!!

  2. HellRider says:

    ჟორდანიას დედაც მ….ან და იმის შთამომავლობისაც

  3. diaokh says:

    ჟორდანია სამარცხვინო ადამიანი იყო და ქართველებმა საკუთარი ისტორია უნდა ვისწავლოთ!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s