თუბალი

თუბალი „შესაქმის“ წიგნში მოხსენიებულია როგორც იაფეთის, ნოეს ძის, ვაჟი.

ბევრი ავტორი, ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფალვიუსის მიხედვით, ამ სახელს უკავშირებს „იბერს“. თუბალის მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილების შესახებ ფლავიუსი წერს: „თობალმა წარმოშვა თობელი, რომელთაც ეხლა იბერები ეწოდებათ“. ამ ვერსიას ემხრობა პატრიარქი ევსტათიუს ანტიოქიელი, ეპისკოპოსი თეოდორიტე და სხვები.

ამავე დროს, იერონიმე, ისიდორე სევილიელი და უელსელი ისტორიკოსი ნენიუსი აქცენტს აკეთებენ სხვა ტრადიციაზე, რომ თუბალი არამარტო იბერების, არამედ იტალიელების (იტალიური ტომები) და ესპანელების (რომელთაც, ასევე, იბერები, ეწოდებათ) წინაპარი იყო. იპოლიტე რომაელის თქმით (მ ე–3 საუკუნე), თუბალის შთამომავლებად მოიხსენიებენ ჰეტალის (თესალიანელებს), მაშინ, როდესაც “ფუკტირს“ წიგნის მიხედვით, თუბალი იყო ბითვინიელების წინაპარი.

კავკასიელი იბერები არიან თანამედროვე ქართველთა წინაპრები. ქართველებისვე წინაპრად განიხილებიან თუბალის, თოგარმას და მეშექის შთამომავლები. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, თაბალი, თბალი, იაბალი და იუბალი არიან უძველესი ქართველური ტომები.

თაბალი იყო პოსტ–ხეთური ლუვიანთა სახელმწიფო მცირე აზიაში ჩვ. წ.აღ–მდე პირველ ათასწლეულში და მას ხშირად აკავშირებენ თუბალთან (ისევე, როგორც მუშკებს ტრადიციულად აკავშირებენ მეშექთან). ზოგიერთი ისტორიკოსი თაბალს და თუბალს უკავშირებენ შავი ზღვის სანაპიროზე მობინადრე ტომს, რომლებსაც ბერძნები მოგვიანებით ტიბარენებს უწოდებდნენ, მაგრამ ეს იდენტიფიცირება გაურკვეველია. ტიბარენები და სხვა მასთან დაკავშირებული ტომები ხალიბები (ხალიბი/ხალდი) და მოსინიკები, განიხილებიან მეტალურგიის დამფუძნებლებად.

“კატალონური ლეგენდის”თანახმად, იაფეთის ვაჟი თუბალი იაფადან თავის ოჯახთან ერთად ესპანეთში მდინარე ფრანკოლიზე ჩავიდა ჩვ. წ. აღ–მდე 2157 წელს, სადაც მან დააარსა ქალაქი და სახელად თავისი ვაჟის სახელი უწოდა – ტარაჰო, ამჟამად ტარაგომა. შემდეგ ის გადავიდა ებროზე (მსგავსად იბერიისა, რომელიც მისი მეორე ვაჟის იბერის სახელის მიხედვით უწოდა), სადაც მან ააშენა რამდენიმე დასახლება, მათ შორის ამპოსტა. მის მესამე ვაჟს ერქვა სემპტოფაილი. თქმულების თანახმად, ნოე მათთან ჩავიდა დაახლოებით 100 წლის შემდეგ. თუბალმა, თქმულების მიხედვით, 155 წლის განმავლობაში იმეფა, სანამ დაიღუპებოდა, როცა ემზადებოდა მავრიტანიის კოლონიზაციისთვის. მისი მემკვიდრე გახდა იბერი. სხვა ტრადიციის მიხედვით, იაფეტის ვაჟ თუბალმა (რომელსაც ხშირად აიგივებენ თუბალ–კაენთან, ლამექის შვილთან, წარღვნამდე პერიოდი), დააარსა რავენა იტალიაში, სეტუბალი პორტუგალიაში და ტოლედო და მრავალი სხვა ადგილი ესპანეთში.

ბასკი სწავლულები, როგორიცაა პოზა (მე–16 საუკუნე), აცხადებენ, რომ თუბალი არის ბასკების და, ზოგადად, იბერების წინაპარი. მე–19 საუკუნეში საფრანგეთის ბასკმა ავტორმა ავგუსტინ ჩაჰომ განაცხადა თავის “აიტორის ლეგენდაში“, რომ ბასკების პატრიარქი იყო აიტორი, თუბალის შთამომავალი.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, საქართველო. Bookmark the permalink.

One Response to თუბალი

  1. ძალიან საინტერესოა,თუ მივყვებით ბიბლიურ გადმოცემას რომელიც ყველაზე ახლოსაა რეალობასთან და სრული ჭეშმარიტებაა კავკასიაში ძირითადად იაფეთის მოდგმაა დამკვიდრებული – თუბალის,მეშექისა და გომერის(თოგარმა მისი ერთერთი შვილი იყო,აშკენაზისა და რიფათის გარდა) შთამომავლები,,ისტორია სწორედ აქედან უნდა იწყებოდეს და არა ბაბილონის დაარსებიდან ან შუმერებიდან,ფუჭია ისტორიის სწავლა თუ უძველესი და პირველი წინაპრების ისტორია არ ვიცით არ ვიცით ვინ ვართ და ვისგან მოვდივართ კონკრეტულად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s