მუხრანი…


*** 

ტა,ტა,ტა,ტა,
რა ნაირად ბრდღვინავს არაგვი,
ხო,ხო,ხო,ხო…
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა,
არა სხვისი მისაბაძი რა გვჭირს თვარა კი,
სხვა როცა მე შემომნატრის ,
მე მივბაძო სხვას?
მე პატრონმა, მე პატრონმა ამისთანა ცის,
მე პატრონმა , მე პატრონმა ამისთანა ზღვის,
თუ ღმერთი გწამს, თუ კაცი ხარ,
სხვას მივბაძო? ვის?
რა გინდა რომ აქ არ იყოს,
ენა იტყვის რას,
სიტყვა გინდა? მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.
მე შენ გეტყვი არ გეყოფა სიტყვის მარაგი,
არა , სხვისი მისაბაძი ,რა გვჭირს თვარა კი. 

***

ქართული მარტო ენაა?-
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა,-
იმოდენაა!

***

ჩემი დუმილი ვისაც უხარის

ჩემი დუმილი ვისაც უხარის,
ვინც ფიქრობს:
– ჩაქრა შენი მუხრანი!
წადი და იმას ასე უთხარი;
ნაოცნებარით იგი ნუ ხარობს;
ორმო, რომელიც მე გამითხარა,-
თვითონ ჩაითრევს მას სამწუხაროდ.

***

რომ არ ამეღო ხელში წიგნი, თოხი მჭეროდა.

რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან.

რომ მეთოხნა და შემესარა მხოლოდ ვენახი.

დიდი ქალაქი რომ არ მენახა!

მეყოლებოდა ახლა ხარები.

შემოდგომაზე მთიდან შეშას ჩამოვიტანდი.

არ ვიქნებოდი აღარც ღარიბი, აღარც მდიდარი.

ცოლი ყოველდღე თიხის კეცებს გაახურებდა,

ცივ სოხანეზე გადმოდგამდა ლობიოს ქოთნით.

მეყვარებოდა როგორც მიყვარს მინდვრის ყურება –

აიზლაზნება მინდვრებიდან როდესაც ორთქლი.

პარასკევობით საჩხერეში გავყიდდი სიმინდს;

მეუღლეს ჩემსას ჩითის კაბას ვუყიდდი იმით.

სოფლის სკოლაში ორი ბავშვი ჩემიც ივლიდა;

ბიჭს ალბათ ვანო ერქმეოდა, გოგოს ივლიტა.

რომ არ ამეღო ხელში წიგნი, თოხი მჭეროდა.

რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან.

About diaokh

21 years old
This entry was posted in მისაბაძი გმირები, საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s