კვრინჩხი

კვრინჩხი (ხალხ:მურაკი, ღოღნაშო, ღორტყემალა) 2-4მ-მდე სიმაღლეს ბუჩქია. ვრცელდება ტყის ქვედა ჭალის პირობებში, ბუჩქნარში. აქვს შავი, მომჟავო მწკლარტე ნაყოფი, ჭამენ მწიფეს. ამზადებენ საწებელს. ზამთარში ეტანება ხოხობი, ჩხართვი და შაშვი. მკურნალობენ დიაბეტს, ღრძილებს, კუჭისა და ყელის ტკივილს. ლათინური დასახელებაა Prunus spinoza.

ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ველურად იზრდება დასავლეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. მთაში 1200-1600 -მდე ადის. საქართველოში მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. კვრინჩხი სინათლის მოყვარულია, სიცხესაც უძლებს და სიცივესაც. კვრინჩხის ფესვს უხვი ნაბარტყი აქვს. თაფლოვანია. ნაყოფს ახმობენ კერკად შეჭამანდისთვის. მისგანვე ამზადებენ ღვინოს, მურაბას, მარმელადს, ძმარს, ხდიან არაყს. იყენებენ ცოცხალ ღობედ, დეკორატიულ ბაღთმშენებლობაში.

შედგენილობა:

ნაყოფი შეიცავს :ვაშლისა და სხვა მჟავეებს ( 3%_მდე), ვიტამინ C_ს; მთრიმლავ ნივთიერებებს (1,5%),
შაქრებს, ლევულეზსა და საქაროზას (10%-მდე შეიცავს), პექტინებს (1%).კურკა შეიცავს შხამიან გლიკოზიდ ამიგდალინს, რის გამოც საჭმელად იგი უვარგისია. ფოთლები შეიცავს ვიტამინ C-ს.

დანიშნულება:

1) არის თაფლოვანი მცენარე
2)იყენებენ დეკორატიულ
გამწვანებაში
3) ნაყოფს ახმობენ და საკვებად
ხმარობენ
4) ამზადებენ ღვინოს და ძმარს. არსებობს სამეცნიერო პუბლიკაციები ძმრის სამკურნალო თვისებების შესახებ.
5) ხდიან არაყს, დაახლოებით ქლიავის არყის გემოსა და ხარისხისაა.
6) ამზადებენ მურაბას
7) ამწნილებენ. პოპულარული იყო ესპანეთსა და საფრანგეთში. ჩამოგავს ზეთისხილს.
8 ) გამოიყენება ცოცხალ ღობედ
9)გამოიყენება ეროზიის საწინააღმდეგოდ. პერსპექტიულია თბილისის შემოგარენისთვისაც.
10) შეიძლება წვენსა და ფესვების გამოყენება ( ნაცარწმენდილში მოხარშული) ქსოვილების წითლად
მწვანედ, ყვითლად, ყავისფრად და ნაცრისფრად შეღებვა.შესასწავლია მისი საკვებ-სარებრად გამოყენების საკითხი.


გამოყენებული საიტები:  mygarden.ge, wikipedia.org  და  ecopharm.sangu.ge

About diaokh

21 years old
This entry was posted in მცენარეები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s