ქართული ხორბალი

ამ სტატიას დავიწყებ იმით, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ ხორბლის სამშობლოცაა. მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალი არსებობს, ამათგან 23 არის კულტურული სახეობა, დანარჩენი ველურია. ამ 23_დან 14 არის ქართული ხორბლის ჯიში. ესენია დიკა, ასლი, თავთუხი, დოლისპური, იფქლი და სხვა.

რით გამოირჩევა ქართული ხორბალი და რით განსხვავდება იგი სხვა, უცხოური ჯიშებისაგან?

ხორბლის ქართულ ჯიშებს (”მახა”, ”ზანდური”, ”თავთუხი”, ”დიკა”, ”დოლისპური”, ”ასლი” და სხვ.) გააჩნია ის უნიკალური თვისებები, რაც ძალზე ბევრ უცხოურ და განსაკუთრებით, თანამედროვე ჯიშებს არ გააჩნია.
ეს თვისებებია ყინვის მიმართ გამძლეობა, გვალვის მიმართ გამძლეობა, მავნებლების მიმართ გამძლეობა, სტაბილურმოსავლიანობა, მაღალი გემური თვისებები და ა.შ (აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული პური დიდი ხანი ინახება და საერთოდ არ ობდება).

რა მნიშვნელობა აქვს ქართულ პურს და ღვინოს ქართველი კაცის ცხოვრებაში?

ქართული პურ-ღვინო ის პროდუქტებია, ურომლისოდაც ქართველი კაცი არ არის სრულფასოვანი ქართველი.

თავის დროზე, საქართველოში რუსმა თუ ევროპელმა ეგრეთწოდებულმა სპეციალისტებმა, ჩვენი ვაიქართველების დიდი გვერდშიდგომით, ვითომდა ქართული ღარიბი ბიომრავალფეროვნების გასამდიდრებლად ჩვენში შემოიტანეს ვაზისა და ხეხილის უცხოური ჯიშები. რასაც წარმოადგენდა ამ ყველაფრის მოტივი, ძალზე მარტივი მისახვედრია.

ამ ყოველივეს მოჰყვა ის, რომ საქართველოში თითქმის გაქრა ქართული ხილის ჯიშები, ხოლო უცხოური ვაზის ჯიშებს (იქნებ არცთუ შემთხვევით) საქართველოში შემოჰყვა სოკოვანი თუ სხვა დაავადებები, რასაც ქართულ მევენახეობაში ნამდვილი კატასტროფა მოჰყვა.

ამგვარივე რამ გამოიწვია თავის დროზე საქართველოში სიმინდის კულტურის გავრცელებამაც, რომელმაც ერთი მხრივ, გამოიწვია ნიადაგების მასიური გამოფიტვა და გაღარიბება, ხოლო მეორე მხრივ მოჰყვა ის, რომ სიმინდმა განდევნა ისეთი კულტურები, როგორებიცაა ღომი და ფეტვი, რომლისგანაც უწინ მზადდებოდა მჭადი.

საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 800 000 ტონა ხორბალს მოიხმარს. 2009 წლის მონაცემებით 650 000 ტონა უცხოეთიდან შემოგვქონდა და ჩვენ მხოლოდ 150 000 ტონას ვაწარმოებდით. დღეისათვის კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 54 000 ტონამდე ჩამოვიდა.

ასეთი შედეგი მოგვცა ქართული უნიკალური ხორბლის ჯიშების უარყოფამ და გენმოდიფიცირებული თესლის მასიურმა გავრცელებამ.  საყოველთაოდ ცნობილია, რომ გენმოდიფიცირებული თესლი ფიტავს ნიადაგს და გამოირჩევა დაბალი ხარისხით, ასევე აღსანიშნავია რომ იგი არარეპროდუქტიულია, ანუ სათესლედ არ გამოდგება.

ეს ყველაფერი მაშინ, როცა ჩვენ იმდენი ხორბლის წარმოების საშუალება გვაქვს, რომ არათუ საკუთარ მოთხოვნილებას დავიკმაყოფილებთ, შეგვიძლია ექსპორტზეც გაიტანოთ, თუმცა სრულიად მიზანშეუწონელი, დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგად ქართული ხორბლის ჯიშები დღეს გაქრობის პირასაა.

ამაზეა ნათქვამი ”თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო”.

მადლობა ღმერთს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ქართული ხორბლის ჯიშების გადარჩენაზე.

აქვე პატარა ლინკი ქართული ხორბლის შესახებ, გადაცემა მიწათმოქმედი.
http://www.myvideo.ge/?video_id=1040445

About diaokh

21 years old
This entry was posted in მცენარეები, საქართველო. Bookmark the permalink.

10 Responses to ქართული ხორბალი

  1. kaki says:

    sainteresoa

  2. ... says:

    სად შეიძლება ქართული ჯიშის სათესლე ხორბლის ყოდვა?

    • diaokh says:

      სამწუხაროდ მე არ ვიცი, თუმცა არსებობს ხალხი, რომელიც ზრუნავს ქართული ჯიშების პოპულარიზაციაზე და მათთან თუ შეძლებთ დაკავშირებას, სიამოვნებით დაგეხმარებიან.

      • luka says:

        skola IB mtiebis damamtavrebeli klasis moswavleebi aketeben biznes proekts qartul xorbaltan dakavshirebit da xom ar shegidzliat raime saxis rekomendaciit daxmareba? madloba winaswar

  3. ნუცა says:

    საინტერესოა😉

  4. bachi says:

    საშინაო დავალებად მქონდა. მაგრად დამეხმარეთ

  5. mari123 says:

    didi madloba istoriashi mkonda da tkven damexmaret

  6. nini says:

    რომელ საქართველოს კუთხეშია ხორბალი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s