მოცხარი

მოცხარი_მცენარეთა გვარი ხუნწისებრთა ოჯახისა. ლათინური დასახელებაა Ribes. 1-3 მ სიმაღლის ბუჩქებია. სხვადასხვა ფერის (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მოშავო) კენკრა ნაყოფი აქვთ. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 3 სახეობა: კლდის მოცხარი (Ribes biebersteinii), აღმოსავლური მოცხარი (Ribes orientale) და მთის მოცხარი (Ribes alpinum), რომელთაგან პირველი კავკასია-ანატოლიის სახეობაა, მეორე გავრცელებულია კავკასიაში, ანატოლიასა და ირანში, მესამე კი — ჩრდილოეთ და შუა ევროპაში, კავკასიასა და ანატოლიაში.

შავი მოცხარის მურაბა: კენკრას დაასხით ცხელი წყალი, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. 2 წუთის შემდეგ კენკრა გადაიტანეთ ფლავსაწურზე. შაქარს დაასხით ის წყალი, რომელშიც წამოადუღეთ ნაყოფები – 1კგ ნაყოფზე 1,3კგ შაქარი და 2 ჩაის ჭიქა წყალი, მიიყვანეთ სიროფი დუღილის ტემპერატურამდე, ჩაყარეთ მასში კენკრა და ადუღეთ მოხარშვამდე. დანარჩენი ისე, როგორც სხვა შემთხვევაში.

შავი მოცხარი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ამერიკაში. იზრდება ნესტიან ტყეებში, ველობებზე, მდინარეთა და ტბების პირას, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე, ქმნის პატარა ნაზარდებს. მრავალ ქვეყანაში იგი კულტურაშია შეტანილი. საქართველოში ველურად არ გვხვდება.

About diaokh

21 years old
This entry was posted in მცენარეები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s