ჟოლო

ჟოლო არის მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ლათინური დასახელებაა Rubus. ფოთოლმცვივანი ბუჩქბალახია, მისი სიმაღლე 1-3 მ აღწევს. მიწისქვეშა ნაწილი მრავალწლოვანი ფესურაა, მიწისზედა — ერთ და ორწლოვანი მწვანე, წითელი ან იისფერი ყლორტი, რომელიც დაფარულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ქაცვებით. ფოთოლი სამყურა ან ფრთისებრ რთულია, ყვავილი — ორსქესიანი, თეთრი, ნაყოფი — კენკრა, ფერად ყვითელი, წითელი ან მუქი მეწამული. მრავლდება თესლით  და ვეგეტატიურად. ცნობილია ჟოლოს 120-ზე მეტი სახეობა. ფართოდაა გავრცელებული ყველგან. იყენებენ საჭმელად — ნედლად და გადამუშავებულს. მედიცინაში გამხმარი ნაყოფის ნახარში ოფლმდენი საშუალებაა.

ფესურა გრძელია, მხოხავი; სიცოცხლის პირველ წელს ღეროები ბალახოვანია, მწვანე, ეკლებიანი. ზამთრის წინ ისინი მერქნიანდება და ეკლები ქრება. მე-2 წელს ყლორტები წარმოქმნიან ყვავილედს, ნაყოფს ისხამენ, ხმებიან და ამთავრებენ ვეგეტაციას.

ჟოლო იზრდება ნათელ ტყეებსა და ბუჩქოვნებში, მეჩხერ ადგილებში, მისი გავრცელების ეკოლოგიური დიაპაზონი ზღვის დონიდან 2500 მ-სიმაღლემდეა. ბუნებაში გვხვდება როგორც ჯგუფებად, ასევე გაბნეული ფორმითაც. საქართველოში გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, სვანეთში, იმერეთში, გურიაში, კახეთში, ჯავახეთში, ქართლში. ხშირია კულტურაში: აშენებენ ბაღებში.

About diaokh

21 years old
This entry was posted in მცენარეები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s