სიმინდის ქართული ჯიშები ამერიკულზე მოსავლიანია

კომერსანტი. გაზეთ რეზონანსის მასალები.

რამდენად აუცილებელი იყო საქართველოსთვის ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემოტანა? ქვეყანაში ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი, დაახლოებით 15 ჯიშის სიმინდი არსებობს, რომელიც მოსავლიანობით ამერიკულს არ ჩამოუვარდება. ამის გათვალისწინებით, სპეციალისტების განცხადებით, შესაძლებელი იყო ამერიკული თესლისთვის დახარჯული 30 მილიონიდან უფრო მეტი შედეგის მიღება. მაგალითად, ქართული კრუგი (ყვითელი სიმინდი) ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 1 ჰექტარზე 10-12 ტონა მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობებში კი – 12-14 ტონას. გეგუთის ყვითელი, ასევე ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 1 ჰექტარზე 7-8 ტონა სიმინდის მოსავალს იძლევა, აბაშის ყვითელი – 7-8 ტონას, აჯამეთის თეთრი -7-8 ტონას, პაპალაშვილის თეთრი (თეთრი და ყვითელი) – 12-14 ტონას და ა,შ. ყველა ამ ჯიშს სასურსათო დანიშნულება აქვს და მაღალი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. რაც შეეხება ქართულ ჰიბრიდებს, რომელზედაც სელექციონერი ზურაბ ჯინჯიხაძე მუშაობდა, ის ასევე რამდენიმე სახისაა და საკმაოდ მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. მაგალითად, ქართული ჰიბრიდებია წეროვანი-1. იგი ნორმალური აგროტექნიკის პირობებში 12-14 ტონა მოსავალს იძლევა, წეროვანი-2-იც ასევე 12-14-ტონიანია. ამასთან, ქართული სათესლე სიმინდი 1 კილოგრამი 3 ლარი ღირს, ამერიკული – 17 ლარი. გარდა ამისა, 1 ჰექტარზე ჩვენი ჯიში რომ დათესო, 18 კილოგრამია საჭირო, ამერიკული – 22 კილოგრამი. `ჰიბრიდული სიმინდის თესლს დადებითი თვისება ის აქვს, რომ მაღალმოსავლიანია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მისი თესლად გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ ფერმერი თუ გლეხი ყოველ წელს, როდესაც სიმინდის დათესვას გადაწყვეტს, თესლი ისევ იმპორტიორიკომპანიისგან უნდა შეიძინოს,~, – ამბობს ექსპერტი თამაზ კუნჭულია.

About diaokh

21 years old
This entry was posted in მცენარეები, საქართველო. Bookmark the permalink.

2 Responses to სიმინდის ქართული ჯიშები ამერიკულზე მოსავლიანია

  1. khatiacat says:

    ბატონმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თქვა, აბაშლები გაუნატლებლები არიანო, ისიც კი არ იციან, რომ სიმინდი ამერიკულიაო, არავინ ასწავლა თავის დროზეო, ასე თქვეს არ გინდა ჩვენ ამერიკული, ჩვენი სიმინდი დაგვიბრუნეთო😀 აღშფოთებული იყო😀

  2. diaokh says:

    აი ეგ ამერიკული “ჰიბრიდული” სიმინდი სინამდვილეში გენმოდიფიცირებულია!!! ჯერ ერთი მას გენმოდიფიცირებული სიმინდის ყველა თვისება აქვს, მაღალმოსავლიანობა, ნიადაგის გამოფიტვა, არარეპროდუქტიულობა, და მეორე და მთავარი_მას აწარმოებს კომპანია “პიონერი”, რომელიც გენმოდიფიცირებული თესლის ცნობილი მწარმოებელია მსოფლიოში!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s