იაპონური ბაღი


კლასიკური იაპონური ბაღის ესთეტიკა სათავეს იღებს მე-9-მე-12 საუკუნეების ჩინური საბაღო ხელოვნებიდან, რომელზეც ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან კლასიკური ჩინური პეიზაჟისტების სურათები.
ბაღის სილამაზეს ქმნიდა ოთხი ელემენტი: წყალი, ადგილის რელიეფი, მწვანე მცენარეები, ხუროთმოძღვრული გაფორმება. წყალს აგუბებდნენ წელში გამოყვანილ ოვალურ ტბებში (ასეთი იყო მათი კლასიკური ფორმა). ტბის წყალი უნდა ყოილიყო ისეთი გამჭვირვალე, რომ მასში არეკლილიყო პატარა კუნძული, კუზიანი ხიდი კუნძულს რომ აერთებდა ნაპირთან, ასევე ფანჩატური და ნაპირებზე დარგული ტირიფები. წყალი ჩანჩქერებად მსწრაფლ მოთქრიალებდა მთებიდან. ბაღი განსაკუთრებით ფასობდა თუ იგი გაშენებული იყო მთების ფონზე, საიდანაც მოედინებოდნენ ეს ბუნებრივი თუ ხელოვნური ჩანჩქერები. კუნძულის მოსაწყობად დაზვინავდნენ ხოლმე მიწას, რომელსაც აგვირგვინებდა ფიჭვი, ანდა ზედ საგულდაგულოდ დაყორავდნენ ქვებს. ხელოვნურ მთებს აღმართავდნენ ტბის ნაპირებზეც. კლასიკური შუასაუკუნეობრივი ბაღის მცენარეული უნდა ყოფილიყო ბუჩქები და მარადმწვანე ხეები, კერძოდ, უცნაურად მოგრეხილი იაპონური ფიჭვი, ყვავილებს ბაღში ადგილი არ ეთმობოდა. ფერადი გამა ამიტომაც მკაცრი გახლდათ და ძუნწი.

კუნძულზე, თუ კი ის საკმაოდ დიდი იყო, ანდა მის ნაპირზე, აუცილებლად იდგა ფანჩატური, საიდანაც შეიძლებოდა მზერის დატკბობა მჭვირვალ წყალში საგანთა ანარეკლითა და მთიდან ჩამომდინარე თეთრად აქაფებული ნაკადებით. ფანჩატური აგებული იყო ჩინურ ყაიდაზე და, ჩვეულებრივ, იწოდებოდა ჩინური კლასიკური პოეზიიდან ნასესხები სახელით. თანიანთი სახელი ერქვათ ქვის ფარნებსაც, რაც ხშირად მომდინარეობდა ამ ფარანის გამო საგანგებოდ დაწერილი ტანკადან.
ასეთი ბაღის სილამაზე მიიღწეოდა უმთავრესად ხაზთა ნატიფი და ზოგჯერ სიმბოლური ჰარმონიითაც, ნაწილთა მკაცრად გათვლილი შეფარდებით, ხეთა რიგებით, ფიჭვების გრეხილი შტოებით, უცნაური ქვებით, ტბის მჭვირვალე ზედაპირით. რა თქმა უნდა ასეთი ბაღები საჭიროებდნენ მუდმუვ მოვლას, რადგაცან არა გამიზნულ ალაგას ამოსულ ბუჩქს, გვერდზე გაწეულ ქვას ან სხვა ვითარებას ძალუძდა დაერღვია ხაზთა ეს პირობითი ჰარმონია.

ტოკუგავას ეპოქის დასასრულს, განსაკუთრებით კი გადატრიალების შემდეგ, შეიცვალა ბაღის კლასიკური მკაცრი სისადავე სხვა ტიპის ესთეტიკურობის სიჭარბით. პირველად ბაღში შემოიჭრა ყვავილოვანი ხეები. ცნობილია თუ როგორ უყვართ იაპონელებს ყვავილები, ალუბლის აყვავება იქ ლამის სახალხო დღესასწაულად არის აღიარებული (იხილეთ თემა “ალუბლის ყვავილობა იაპონიაში”).                           იაპონელები საგანგებოდ დაიარებიან პარკებში და უმზერენ ალუბლებს, გლიცინიებს, ქრიზანთემებს. ამ რიტუალმა მიიღო საგანგებო სახელწოდება_”ხანამი”_ყვავილებით ტკბობა. არსებობს აგრეთვე “ცუკიმი”_მთვარით ტკბობა და “იუკიმი”_თოვლით ტკბობა.

გირჩევთ წაიკითხოთ ცნობილი იაპონელი მწერლის, რიუნოსკე აკუტაგავას “ბაღი”.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ბუნების სურათები, მცენარეები, სხვადასხვა ქვეყნები, უცხოეთი. Bookmark the permalink.

6 Responses to იაპონური ბაღი

  1. zorg says:

    zalian lamazia da saitereso statiaa 😉

  2. kaki says:

    zebunebrivi silamazea

  3. Beqa says:

    amaze mqonda xelvonebashi davaleba madloba didi🙂

    • diaokh says:

      მიხარია რომ დაგეხმარათ ჩემი ბლოგი, წარმატებებს გისურვებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s