თბილისის ათეშგა (ცეცხლის ტაძარი)

ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში გავრცელებული ზოროასტრიზმი, ირანთან მჭიდრო კავშირების გამო, აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ.წ VI – ახ.წ. III სს), მშვიდობიანი ურთიერთობის გზით საქართველოშიც ვრცელდებოდა. ამის საბუთია დედოფლის მინდორზე (ქარელის რ-ნი) აღმოჩენილი ძვ.წ. II-I-სს სატაძრო კომპლექსის არსებობა (თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი დედოფლის მინდორზე შეგიძლიათ იხილოთ აქვე   და ამ ლინკზევე შეგიძლიათ იხილოთ “ნეკრესი”, სადაც არის მცირე ინფორმაცია ამ ათეშგაზეც           https://diaokh.wordpress.com/2011/04/26/თომა-ჩაგელიშვილის-დოკუმე/   დააკოპირეთ ზუსტად ასე, ან უბრალოდ ჩაწერეთ ძებნაში დედოფლის მინდორი).

აღმოსავლეთ საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელების მეორე ტალღა ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის (III-VII სს) ხანაში ძალდატანებითი იყო. ქრისტიანობის ბრძოლა ამ მოვლენასთან აგიოგრაფიულ ძეგლებშიც აისახა (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები). ათეშგები საქართველოში აუგიათ (ნიქოზში, ნეკრესში, მცხეთაში, თბილისში და სხვა), რომელთაგან ის დღემდე მხოლოდ თბილისში შემორჩა.

მატიანეს ცნობით ეს სარწმუნოება საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო ქალაქებში ვახტანგ გორგასლის ხანაში (V ს-ის II ნახ) და იგი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, იძულებული იყო ანგარიში გაეწია ცეცხლთაყვანისმცემლობის არსებობისთვის ქართულ ქვეყნებში. “ქართლში ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მეფის კარზე მოგვთა მეთაურიც იმყოფებოდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყარო სპარსთა ეპისკოპოსს უწოდებს. სპარსელ მოგვებს ოფიციალურად ჰქონდათ ქართლში თავისი რწმენის პროპაგანდის უფლება.

ამ ცნობათა და მოსაზრებათა გათვალისწინებით ათეშგის აშენება დასაშვებია ვახტანგ გორგასლის დროს მომხდარიყო. ირაკლი კეისრის მიერ VII ს-ში, ცეცხლთაყვანისმცემელთა ლიკვიდაციის შემდეგ ეს შეუძლებლად უნდა ჩაითვალოს.

ამ ნაგებობამ საუკუნეების შემდეგ დღემდე შეინარჩუნა სახელწოდების სისწორე. ათეშ (სპარსულად ცეცხლი) გაჰ-ადგილი, იგივე “ცეცხლის საგზებელი”, რაც შეეხება მის ფიზიკურ ავთენტურობას, ნაგებობამ რა თქმა უნდა სახე იცვალა საუკუნეთა მანძილზე. არსებული მოსაზრების თანახმად ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ გადაკეთდა მეჩეთად, ან მის ფუძეზე იქნა აშენებული მეჩეთი და რომ 1735 წელს თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთერთად ეს ნაგებობა უნდა ვიგულისხმოთ /58/.

მოგვიანებით შენობა გამოყენებული ყოფილა საწყობად, ხოლო XIX ს-ში – საცხოვრებლად.

შარდენის 1673 წლის თბილისის გეგმაზე ათეშგა დაბალყელიანი სფერული გუმბათით დასრულებულ კუბს წააგავს, რომელსაც ირგვლივ შემოზღუდული თავისუფალი ფართობი აქვს. ტურნეფორის 1700 წლის გეგმაზეც იგი დაახლოებით ასევე გამოიყურება; დღევანდელი ნაგებობის საერთო სახეც ასეთია, ანუ შენობის სავარაუდო გადაკეთებამდელი და შემდგომი სახის შედარება არსებით სხვაობას არ გვაძლევს. ან უნდა ვიფიქროთ, რომ შენობის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა მნიშვნელოვანი გადაკეთების გარეშე მომხდარა და იმდენად მცირე ხანს გაგრძელებულა,რომ თავდაპირველი სახელწოდების დაკარგვა ან შეცვლაც არ გამოუწვევია.

ათეშგა თბილისის ისტორიისა და კულტურის უნიკალური ძეგლია და დაუშვებელია მისი მიჩქმალვა და იზოლაცია ქალაქის სტრუქტურიდან. გასააზრებელია მისი სათანადოდ წარმოჩენა როგორც უბანში ისე თბილისის ისტორიული ნაწილისთვის.

აუცილებელია ათეშგა მისაწვდომი გახდეს ქალაქის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის. ამისთვის საჭიროა აღდგეს ათეშგასთან მისასვლელი კიბე და რესტავრაცია ჩაუტარდეს მის შესასვლელთან არსებულ ბაქანს.

აღებულ უნდა იქნს ძეგლის ეზოში მოწყობილი ბაღჩა, მოიხსნას მიწის ფენა და აღდგეს ავთენტური იატაკის დონე.

მდიდარი ისტორიული ფოტომასალა ადასტურებს, რომ ათეშგას გუმბათი თითქმის XX ს.-ის დასაწყისამდე ჰქონია. ადგილზე შემორჩენილია გარკვეული ფიზიკური მასალა. სასურველია ჩატარდეს კომპლექსური კვლევა, ადგილობრივი და რეგიონალური მაგალითების შესწავლის ჩათვლით, რათა გაირკვეს გუმბათის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა.

ათეშგა, ანუ ცეცხლის ტაძარი, ძალიან  საინტერესო ისტორიული ძეგლია. თბილისის ათეშგა V–VII საუკუნეებით თარიღდება. XVII საუკუნეში ცეცხლის ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს.

ათეშგა, ცეცხლის საგზებელი, კლდისუბანში (გომის ქ. N3) მდებარეობს. ნაგებობაში მოხვედრა გომის I ჩიხიდან, საცხოვრებელი სახლის ეზოდან არის შესაძლებელი.

სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“, რაც ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე ამ ადგილას უძველესი დროიდან მდგარა.

2007-2009 წწ. ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა მისასვლელ კიბეს, შიგნიდან გაიწმინდა, გაითხარა და მცირე რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელ ნაწილს. მთელი შენობა, ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით გადაიხურა დროებითი სახურავით.

ძველი სურათები

აი ასე გამოიყურებოდა ადრე


ასე გამოიყურება იგი დღეს.

როგორც ზემოთ არის აღნიშნული, შესვლა მხოლოდ ერთ–ერთი ეზოდანაა შესაძლებელი, სადაც ამ კარიდან შედიხართ

About diaokh

21 years old
This entry was posted in რელიგია, საქართველო, ფილოსოფია. Bookmark the permalink.

4 Responses to თბილისის ათეშგა (ცეცხლის ტაძარი)

  1. beka says:

    dzaan magaria, martlac unikaluri istoriuli dzeglia🙂🙂😉

  2. diaokh says:

    სამწუხაროდ შიგნით შესვლა შეუძლებელია თუ ვიღაცის ეზოში არ შეხვედი (როგორც ჩანს კომუნისტების დროს დაასახლეს მანდ ხალხი არასწორად) და იმედია მოაგვარებენ მაგ პრობლემას, ასე არ უნდა დარჩეს.

  3. მარიამ says:

    გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით ამ გომის პირველ ჩიხში როგორ უნდა მოვხვდე?

    • diaokh says:

      ეს ათეშგა არის ძალიან ახლოს ბეთლემის ეკლესიასთან, ნარიყალადან რომ ბილიკი მიდის, მანდედანაც შეგიძლიათ მოხვდეთ, გზაზე საინფორმაციო დაფებიც შეგხვდებათ, სადაც მოცემულია რუკა და იქ არის აღნიშნული ისტორიული ძეგლები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s