თბილისის ათეშგა (ცეცხლის ტაძარი)

aaaaa

ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში გავრცელებული ზოროასტრიზმი, ირანთან მჭიდრო კავშირების გამო, აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ.წ VI – ახ.წ. III სს), მშვიდობიანი ურთიერთობის გზით საქართველოშიც ვრცელდებოდა. ამის საბუთია დედოფლის მინდორზე (ქარელის რ-ნი) აღმოჩენილი ძვ.წ. II-I-სს სატაძრო კომპლექსის არსებობა

(თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი დედოფლის მინდორზე შეგიძლიათ იხილოთ აქვე   და ამ ლინკზევე შეგიძლიათ იხილოთ “ნეკრესი”, სადაც არის მცირე ინფორმაცია ამ ათეშგაზეც           https://diaokh.wordpress.com/2011/04/26/თომა-ჩაგელიშვილის-დოკუმე/   დააკოპირეთ ზუსტად ასე, ან უბრალოდ ჩაწერეთ ძებნაში დედოფლის მინდორი).

აღმოსავლეთ საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელების მეორე ტალღა ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის (III-VII სს) ხანაში ძალდატანებითი იყო. ქრისტიანობის ბრძოლა ამ მოვლენასთან ჰაგიოგრაფიულ ძეგლებშიც აისახა (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები). ათეშგები საქართველოში სხვადასხვა ადგილებზე აუგიათ (ნიქოზში, ნეკრესში, მცხეთაში, თბილისში და სხვა), რომელთაგან ის დღემდე მხოლოდ თბილისში შემორჩა.

მატიანეს ცნობით ეს სარწმუნოება საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო ქალაქებში ვახტანგ გორგასლის ხანაში (V ს-ის II ნახ) და იგი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, იძულებული იყო ანგარიში გაეწია ცეცხლთაყვანისმცემლობის არსებობისთვის ქართულ ქვეყნებში. “ქართლში ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მეფის კარზე მოგვთა მეთაურიც იმყოფებოდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყარო სპარსთა ეპისკოპოსს უწოდებს. სპარსელ მოგვებს ოფიციალურად ჰქონდათ ქართლში თავისი რწმენის პროპაგანდის უფლება.

მდიდარი ისტორიული ფოტომასალა ადასტურებს, რომ ათეშგას გუმბათი თითქმის XX ს.-ის დასაწყისამდე ჰქონია. ადგილზე შემორჩენილია გარკვეული ფიზიკური მასალა. სასურველია ჩატარდეს კომპლექსური კვლევა, ადგილობრივი და რეგიონალური მაგალითების შესწავლის ჩათვლით, რათა გაირკვეს გუმბათის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა.

ათეშგა, ცეცხლის საგზებელი, კლდისუბანში (გომის ქ. N3) მდებარეობს. ნაგებობაში მოხვედრა გომის I ჩიხიდან, საცხოვრებელი სახლის ეზოდან არის შესაძლებელი.

სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“, რაც ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე ამ ადგილას უძველესი დროიდან მდგარა.

2007-2009 წწ. ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა მისასვლელ კიბეს, შიგნიდან გაიწმინდა, გაითხარა და მცირე რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელ ნაწილს. მთელი შენობა, ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით გადაიხურა დროებითი სახურავით.

აი ასე გამოიყურებოდა ადრე:


ასე გამოიყურება იგი დღეს.

dredreee

როგორც ზემოთ არის აღნიშნული, შესვლა მხოლოდ ერთ–ერთი ეზოდანაა შესაძლებელი, სადაც ამ კარიდან შედიხართ

drrrrrrrrrrr

About diaokh

21 years old
This entry was posted in რელიგია, ფილოსოფია. Bookmark the permalink.

4 Responses to თბილისის ათეშგა (ცეცხლის ტაძარი)

  1. მარიამ ამბობს:

    გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით ამ გომის პირველ ჩიხში როგორ უნდა მოვხვდე?

    • diaokh ამბობს:

      ეს ათეშგა არის ძალიან ახლოს ბეთლემის ეკლესიასთან, ნარიყალადან რომ ბილიკი მიდის, მანდედანაც შეგიძლიათ მოხვდეთ, გზაზე საინფორმაციო დაფებიც შეგხვდებათ, სადაც მოცემულია რუკა და იქ არის აღნიშნული ისტორიული ძეგლები.

  2. diaokh ამბობს:

    სამწუხაროდ შიგნით შესვლა შეუძლებელია თუ ვიღაცის ეზოში არ შეხვედი (როგორც ჩანს კომუნისტების დროს დაასახლეს მანდ ხალხი არასწორად) და იმედია მოაგვარებენ მაგ პრობლემას, ასე არ უნდა დარჩეს.

  3. beka ამბობს:

    dzaan magaria, martlac unikaluri istoriuli dzeglia 🙂 🙂 😉

Leave a reply to beka კომენტარის გაუქმება