ქართული სისხლი სხვათა სამსახურში (1) ალავერდი ხან უნდილაძე

                ალავერდი ხან უნდილაძე

ზოგადად “ქართველები ირანში” ეს ძალიან დიდი და უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელსაც ყველა ქართველი კარგად უნდა იცნობდეს.

ქართველები ირანში საკმაოდ დაწინაურდნენ შაჰ–აბასის დროს, მაშინ ისინი იკავებდნენ უმაღლეს თანამდებობებს, მეტიც_ყულარაღასები, ტარუღები, ბეგლარბეგები მეტწილად ქართველები იყვნენ. თვით შაჰ აბასის პირად დაცვას 12 000 გამაჰმადიანებული ქართველი წარმოადგენდა. ქართველებს იყენებდნენ ამბოხებების ჩასახშობად და ურჩების დასამორჩილებლად, ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ყანდაარი (ავღანეთში), რომლის ბეგლარბეგიც იყო გიორგი მეთერთმეტე, თუმცა ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ.
როგორც ვთქვით, საუბარი უნდა დავიწყოთ ალავერდი ხან უნდილაძით, რომელიც შაჰ–აბასის კარზე მოღვაწეობდა და უდიდესი გავლენით სარგებლობდა.


ალავერდი ხანი ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიტაცეს საქართველოდან და ტყვედ წაიყვანეს ირანში. მისი გვარი იყო უნდილაძე. ალავერდი ხანი იყო ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იმდროინდელ ირანში, იგი იყო სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ირანის ჯარის პირველი ყულარ-აღასი, რომელმაც მრავალჯერ გამოიჩინა თავი, როგორც ძლიერმა მხედართმთავარმა (განსაკუთრებით ოსმალეთთან ომში). შაჰ აბასმა მას ფარსის ბეგლარბეგობა უბოძა.


ფარსის პროვინცია დღეს ირანში.

ალავერდი ხანმა დიდი წვლილი შეიტანა ირანის აღმშენებლობის საქმეში. უნდა აღინიშნოს მის მიერ აშენებული ცნობილი ოცდაცამეტ თაღიანი ხიდი ისფაჰანში


ალავერდი ხან უნდილაძის ხიდი.

ალავერდი ხან უნდილაძის უზარმაზარ როლზე და გავლენაზე ირანში მეტყველებს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: შაჰ აბასი მას, არც მეტი არ ნაკლები, მამას ეძახდა. ცნობილია შაჰის სიტყვები: მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილებიო.

როდესაც ალავერდი ხანი გარდაიცვალა, ის დიდი პატივით დაკრძალა შაჰ–აბასმა.

ერთ–ერთი ვერსიით უნდილაძე სწორედ შაჰმა გამოასალმა სიცოცხლეს, რადგან ხანის გავლენა ლამის შაჰის გავლენას აღემატა.

P.S. თუ მეტის გაგებას მოინდომებთ ალავერდი ხანზე ან ზოგადად ირანში მოღვაწე ქართველებზე, შეგიძლიათ გაეცნოთ თამაზ ნატროშვილის წიგნს “მაშრიყით მაღრიბამდე”.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, საქართველო, სხვადასხვა ქვეყნები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s