ქართული სისხლი სხვათა სამსახურში

ამ თემაში მე მინდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა ქართულ შრომით, ადამიანურ, გონებრივ–ინტელექტუალურ თუ სხვა რესურსებს სხვა სახელმწიფოები და ზოგადად სხვა ერები.  რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები, ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორები და ა.შ.

საუბარი უნდა დავიწყოთ იმის შესახებ, თუ რა რესურსი გააჩნდა ქართველ ერს ოდითგანვე და როგორ ვითარდებოდა იგი.

ალბათ ყველას გაგიგიათ ძველი ქართული სახელმწიფოები, დიაოხი, კოლხეთი, იბერია და ამასთანავე ის ქართველური ტომები, რომლებიც დრევანდელი საქართველოს სამხრეთით და სამხრეთ დასავლეთით სახლობდნენ, ესენია ტიბარენები, მოსხები, მოსინიკები,  ხალიბები, მაკრონები და სხვა.

ხალიბებს უკავშირდება ლითონის დამუშავება, სწორედ ხალიბები იყვნენ იმ დროინდელ სამყაროში ცნობილი მეტალურგები, მათ შესახებ ცნობებს შეხვდებით ძერძენ და რომაელ ისტორიკოსებთან, ერთ–ერთი ვერსიით ბერძნულ ენაში სიტყვა რკინა სწორედ ხალიბებს უკავშირდება.

ხალიბების რკინასთან ერთად ასევე ცნობილი იყო მოსინიკების თითბერი (შეგიძლიათ გაეცნოთ ივანე ჯავახიშვილს_“ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი“).

ლეგენდარულ მედეას კი უკავშირდება სიტყვა მედიცინის წარმოშობა.

გარდა ამისა საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, ასევე ხორბლის სამშობლოდ. მსოფლიოში სულ 27 სახეობის კულტურული ხორბლის ჯიში არსებობს, აქედან ქართულია 14. ესენია იფქლი, დიკა, თავთუხი, დოლი, ზანდური, მახა და ა.შ.
(ამ საიტზევე შეგიძლიათ ნახოთ სტატია ქარტული ხორბლის ჯიშებზე).

მსოფლიოში გავრცელებული 4000 ჯიშის ვაზიდან 521 ქართული ჯიშია.
(ქართულ ვაზზე შეგიძლიათ აქვე ნახოთ სტატიები, მათ შორის 521 ჯიშის ჩამონათვალი).

მოდით უბრალოდ პატარა შეჯამება გავაკეთოთ, ამ ქვეყანას უკავშირდება მედიცინის, როგორც ასეთის, წარმოშობა, ოქროს მოპოვების საიდუმლო, რკინისა და სხვა ლითონების დამუშავების საიდუმლო ხერხების მიგნება (რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა საუკუნეების განმავლობაში), ასევე პურისა და ღვინის გავრცელება.

საქართველო გამოირჩევა ძალიან მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით. ამერიკის კონტინენტზე ამ მხრივ პირველ ადგილზეა ბრაზილია, ხოლო ევროპაში საქართველო(!)

საქართველოში გვხვდება უდაბნოც, ბარიც, მთაც, ზღვაც. აქ არის დაახლოებით
26 000 დიდი თუ მცირე მდინარე და 800_ზე მეტი ტბა. არის უზარმაზარი რესურსი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (უმდიდრესი ფლორა და ფაუნა, ცალკე განშტოებად შეიძლება განვიხილოთ იქტიოფაუნა), ასევე ვაჭრობისათვის, რისთვისაც შეგვიძლია მრავალი ფაქტორი გამოვიყენოთ,რომელთაგან ერთ–ერთი მთავარია ზღვა, რომელიც წარმოადგენს შესანიშნავ საშუალებას ზოგადად ქვეყნის განვითარებისათვის. საქართველოში შესაძლებელია განვითარდეს ტურიზმი, თანაც მრავალი მიმართულებით, ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმი, რელიგიური ტურიზმი, ღვინის ტურიზმი და ა.შ.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობას, რასაკვირველია ეს ისტორიულადაც ასე იყო, ამიტომ შესაძლებელია ვაჭრობასთან ერთად კარგად გამოვიყენოთ სატრანზიტო ფუნქციაც, ასევე უმაღლეს დონეზე განვითარდეს ავიაცია. შესაძლებელია ჩამოყალიბდეს სრულყოფილი საბანკო სისტემა.

მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, ეს არის მხოლოდ უმარტივესი მონახაზი, იმისა, რისი თქმაც მე მინდა ამ საკითხზე, საქართველო არის უმდიდრესი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი რესურსი, რათა განვითარდეს ნებისმიერი მიმართულებით (ამას ამტკიცებს ისიც, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველმა ერმა შექმნა თვითმყოფადი კულტურა).

მატერიალური რესურსების გარდა ჩვენ გაგვაჩნია სხვა მნიშვნელოვანი რესურსიც, ქართველი ადამიანი ხასიათდება როგორც ერთ–ერთი სრულყოფილი ფიზიკური მონაცემების მქონე, მას გააჩნია სრულყოფილი მუსკულატურა და სხვა მახასიათებლები და ეს ვინმეს ახირება არ არის, ამაზე უამრავი გამოკვლევაა ჩატარებული ცნობილი უცხოელი მეცნიერების თუ მკვლევარების მიერ, შეგიძლიათ გაეცნოთ ფრიდრიხ ბლუმენბახის კვლევას (ამ საიტზევე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ქართულ ენაზე), რომელმაც ქართველური (და ზოგადად კავკასიური) რასა სრულყოფილ რასად აღიარა მსოფლიოში და ეს მეცნიერული კვლევებით დაადასტურა.

ჩვენ გაგვაჩნია ასევე უზომოდ დიდი გონებრივ–ინტელექტუალური რესურსი, რასაც მოწმობს ის უამრავი გენიოსი, რომელიც სამუდამოდ დარჩა მსოფლიო ისტორიაში.

მოკლედ ქართველი ერი ყოველმხრივ დაჯილდოებულია, მას გააჩნია ყველაფერი საუკეთესო და სხვაზე აღმატებული, თუმცა ეს ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება.

ახლა განვიხილოთ თუ როგორ იყენებდა ქართველი ადამიანი ამ კოლოსალურ რესურსებს, ან საერთოდ იყენებდა კი? სამწუხაროა, მაგრამ ვერავინ შემედავება, რომ ხშირ შემთხვევაში ქართველი ადამიანი ამ გასაოცარ რესურსებს ვერ იყენებდა და დღესაც ვერ იყენებს. მაგრამ ეს რესურსი არ ქრება, სადღაც მიდის. ჩნდება კითხვა, მაინც სად? ამაზე პასუხი კი საკმაოდ მარტივია: თუ ქართველი ვერ იყენებდა, იყენებდა სხვა, უცხო, გადამთიელი.

ახლა ვეცადოთ შევაგროვოთ ინფორმაცია იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც თავიანთი უგუნურებითა თუ ბედის უკუღმართობით საკუთარი უზარმაზარი გონებრივ–ინტელექტუალური თუ სხვა რესურსი სხვა ქვეყნებს, სხვა ერებს და მათ კეთილდღეობას, მათ განდიდებას, გაძლიერებას მოახმარეს. ამ საკითხის განხილვისას ჩვენ უნდა ვირტუალურად ვიმოგზაუროთ სხვადასხვა ქვეყნებში: ირანში, ავღანეთში, ერაყში, თურქეთში (ოსმალეთში), ეგვიპტეში, რუსეთში, ევროპაში და შეერთებულ შტატებშიც კი.

მაშ ასე, მოდით ეს მცირე შესავალი შესავლად დავტოვოთ და ცალკე თემებად გამოვყოთ კონკრეტული პიროვნებები. პირველი ალბათ იქნება ალავერდი ხან უნდილაძე. შეიძლება თარიღების მიხედვით ქრონოლოგიურად ვერ დავალაგო ეს მცირე ბიოგრაფიები, მაგრამ ამას პრინციპში არსებითი მნიშვნელობა არც აქვს.

რაც შეეხება სტატიის სათაურს, სისხლი აქ ტყუილად არ მიხსენებია, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და იმედია მომავალში ამაზეც ვისაუბრებთ (ხოლო თუ წაიკითხავთ ინგუში მწერლის, ისა კაძოევის “ეშმაკის მონოლოგს” არ იქნება ზედმეტი).

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, საქართველო, სხვადასხვა ქვეყნები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s