გრაფინია თამარ ამილახვარი-კინსკა

დიმიტრი ამილახვარი ალბათ ყველას გაგიგიათ, ის იყო საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის ეროვნული გმირი.

ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანია როგორც საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიის, ასევე ამ ქვეყნების ურთიერთობების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ქალბატონ თამარ ამილახვარს, იგი გახლავთ დიმიტრი ამილახვრის  და ირინა დადიანის ქალიშვილი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ჩეხეთში.

ქალბატონი თამარ ამილახვარი -კინსკა დაიბადა პარიზში 1935 წლის 29 ივლისს, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. 1942 წელს მამამისი, დიმიტრი ამილახვარი ლიბიაში დაიღუპა, ხოლო 1944 წელს დედამისი, ირინა დადიანი, ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. ემიგრაციაში ობლად  დარჩენილი 9 წლის ბავშვის აღზრდაზე, როგორც საფრანგეთის ეროვნული გმირის შვილზე, მზრუნველობა აიღო საფრანგეთის მთავრობამ.

გრაფინიას წოდება და გვარი კინსკა პარიზში გაცნობილ ჩეხ გრაფ რადოსლავ კინსკიზე გათხოვების შემდეგ მიიღო. დაქორწინდნენ 1958 წლის 12 ნოემბერს პარიზში.  ეს ქორწინება განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ ქალბატონი თამარ ამილახვარი დედით დადიანი იყო (როგორც ქვემოთ აღვნიშნავთ, გრაფ რადისლავ კინსკის დიდი ბებია, გახლავდათ იფიგენია დადიანი).


90 იანი წლების შემდეგ ცოლქმარი საფრანგეთიდან ჩეხეთში გადმოვიდა საცხოვრებლად ქმრის წინაპრების გრაფ კინსკების მამულში და სასახლეში ქალაქ ჟდიარ ნად საზავოუ -ში (Žďár nad Sázavou), ეს მორავიაშია.  სამწუხაროდ მეუღლე გრაფი რადოსლავი 2008 წელს გარდაეცვალა ქალბატონ თამარს…ჰყავს ორი ვაჟი…

ამ ლინკზე სასახლის , მამულის და მათი კუთვნილი შემოგარენის ვებგვერდი :

http://www.zamekzdar.cz/123-bazilika-naneb….aspx?sid=&lid=

ამ ლინკზე 70 წელს გადაცილებული გრაფინია თამარ ამილახვარი-კინსკას სურათები:
http://zdarsky.denik.cz/zpravy_region/hrab…ky20100425.html

http://www.sdhzdar2.eu/index.php?page=clan…sky_vyznamenani

75 წელს გადაცილებული გრაფინია თამარ ამილახვარი-კინსკა თავის ასაკთან კარგად გამოიყურება და თვითონ ათვალიერებინებს მსურველებს.

კარგია საქართველოს ტელევიზიები თუ დაინტერესდებიან ამ ბრწყინვალე გვარის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენლით

ასევე საინტერესო ფაქტია ისიც, რომ თამარ ამილახვრის მეუღლის რადისლავ კინსკის ბებია იფიგენია დადიანი იყო.


იფიგენია დადიანი პირდაპირი შთამომავალი იყო ლევან დადიანის.
იფიგენიას ბაბუა ნაუმ დადიანი უნგრეთში დასახლდა 19-ე საუკუნის დასაწყისში. შეიძინა მამული Gyülvész -ში.
უნგრელებმა დადიანების გვარს მისცეს დიდგვაროვნებისადმი მიართვის უნგრული ფორმა – დადანიი (Dadányi).
ავსტრო უნგრეთის იმპერატორმა ფრანც I-მა გრაფის წოდება მიანიჭა 12.8.1808 წელს . ამ წლიდან მოყოლებული დადიანების უნგრული შტო მოიხსენებიან როგორც Dadányi de Gyülvész !
დღეს უნგრეთის ტერიტორიაზე ბევრი დადიანი Dadányi ცხოვრობს . იციან თავისი წარმომავლობა . სამწუხაროდ საქართველოში არცერთი მათგანი არ არის ნამყოფი. ქართულ ენასაც არ ფლობენ.
მართლამადიდებლობა შეინარჩუნეს !  ნაუმ დადიანის შთამომავლების დამსახურებით რამოდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია აშენდა მთელს უნგრეთში, ბუდაპეშტის და ქალაქ მიშკოლცის ჩათვლით.


დადიანების მიერ აშენებული მართლმადიდებლური ეკლესია ბუდაპეშტში, შანდორ პეტეფის მოედანზე (აღსანიშნავია ფაქტი, რომ 1945 წლიდან საბჭოთა ჯარის შესვლის შემდეგ, ეს ეკლესია ექვემდებარება რუსეთის საპატრიარქოს).

ბუდაპეშტის მართლმადდებლურ ეკლესიაში მსახურობს დიაკონი მიკლოშ დადიანი (Miklós Dadányi) იმავე ეკლესიაში რომლის მშენებლობაში დიდი წვლილი მის დიდ ბაბუას მიკლოშ დადიანს მიუძღვის მეცხრამეტე საუკუნეში (ამ მისამართზე ქალაქის ცენტრში: 1052 Budapest Petőfi tér 2).


მიკლოშ დადიანი

http://www.owl.hu/owl/3gallery/gownpic2011/2011_27_01q2.htm

ლინკი მართლმადიდებლური ეკლესიის რამოდენიმე სურათით მე-19 საუკუნიდან დღემდე სხვადასხვა დროს გადაღებული:

http://budapestcity.uw.hu/03-muemlekek/05/…ox/index-hu.htm

უნგრელი დადიანების (Dadányi de Gyülvész) შტოს გენეალოგია იხილეთ ამ ლინკზე :

http://genealogy.euweb.cz/hung/dadanyi.html

http://www.royalark.net/Georgia/dadan.htm

p.s.     ინფორმაცია და უნიკალური ფოტომასალა მომაწოდა პრაღაში მცხოვრებმა ქართველმა, სოსო მატკავამ, რომელიც ბევრს აკეთებს იქ ქართული კულტურის წარმოსაჩენად.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, საქართველო, სხვადასხვა ქვეყნები, უცხოეთი. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s