იოსებ ივანეს ძე რატილი (ნამდვილი გვარია ნავრატილი)

   

იოსებ ივანეს ძე რატილი (ნამდვილი გვარია ნავრატილი) დაიბადა 1840 წლის 27 თებერვალს ჩეხეთში, დობშიცეში.
ქართული ხორო

ქართული ფოლკლორით მოხიბლული ჩეხი მომღერალი თავდავიწყებით ჩაერთო ქართული ეროვნული საგანძურის შეგროვებისა და ნოტებზე გადატანის საქმეში.
მან პირველმა ჩაწერა და დაამუშავა 30–ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა რითაც გადაარჩინა დაღუპვას, მათ შორის იყო: “დიამბეგო”, “ალილო”, “კახური სუფრული”, “გურული ოდელია”, “ცანგალა და გოგონა” და სხვ.
რამოდენიმე წლის შემდეგ რატილი ჩამოაცილეს მის მიერვე დაარსებულ გუნდს, ეს თავადაზნაურების ინტრიგების შედეგად მომხდარა, რადგანაც არ დაუშვიათ იგი ლოტბარად, როგორც არაქართველი. ამ ამბავმა ასახვა ჰპოვა იმდროინდელ ქართულ პრესაშიც…
მან ჩამოაყალიბა და დააარსა პირველი ქართული პროფესიული ანსამბლი “ქართული ხორო”.
1886 წლის 15 ნოემბერს რატილის მიერ დაარსებული ქართული სიმღერის პირველი პროფესიული ანსამბლი “ქართული ხორო”. ქართული თეატრის (ამჟამად გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი) სცენაზე პირველად წარდგა. კონცერტს ილია ჭავჭავაძეც ესწრებოდა, რომელმაც “ქართულ ხოროს” გაზეთ “ივერიაში” ვრცელი რეცენზია მიუძღვნა.


ანსამბლის წევრებს შორის იყვნენ ძმები ივანე და ზაქარია ფალიაშვილებიც. დიმიტრი არაყიშვილმა კი კომპოზიტორობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რატილის ანსამბლის შესრულებით ქართული სიმღერები მოისმინა.
იოსებ რატილი გარდაიცვალა 1912 წლის 17 თებერვალს. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე, კათოლიკეთა უბანში. ერის სახელით მირთმეულ გვირგვინზე ეწერა: “ქართველი ერის პატიოსან და მოჭირნახულე მეგობრის იოსებ ივანეს ძე რატილის ხსოვნას”.
რატილის “ქართული ხორო”-ს სამართალმემკვიდრეა დღესმოქმედი სახელოვანი ანსამბლი “ერისიონი”. იოსებ რატილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა კინოსტუდია “ქართული ფილმისა” და ჩეხოსლოვაკიის სტუდია “ბარანდოვის” მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი – “გმადლობ, რატილი!”.

ეს არის ფილმი ჩეხურ ენაზე,  : Písně by neměly umírat / ფილმი: გმადლობთ რატილი:          

About diaokh

21 years old
This entry was posted in მისაბაძი გმირები, საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s