ესენინის ცრემლები

საქართველოში ჩამოსული რუსი პოეტი ესენინი, ქართველმა პოეტებმა რესტორან “სამადლოში” დაპატიჟეს. ესენინმა სთხოვა მწვანე ბალახზე გაეშალათ სუფრა. ამ დროს რესტორანთან რამდენიმე მეურმემ გაიარა. ესენინმა სთხოვა დაგვლოცეთო. ერთმა მეურმემ ყანწი გამოართვა და უთხრა: ცოტა გვერდზე მიდექ, თამარ მეფის ოქროს ქოშის ნაკვალევი არ წაშალო, თუ ვერ ხედავ, დაიჩოქე, მიწას შეუბერე და გამოჩნდება. ასეა, ჩემო “ძმისწულო”, ქართველები ჩვენს წმინდა მიწაზე ვდგევართ. ხშირად ვიჩოქებით და ვკოცნით წინაპრის ნაფეხურს. ძალაც იქიდან გვეძლევა. ამიტომ არის, რომ მტერი და დუშმანი ვერ გვერევა, ეს იმათი დიდებისა იყოს, ვისაც აქ გაუვლია, კვალი დაუტოვებია, ხატი და სანთელი უდიდებია, თვითონ თავი გაუწირია და ჩვენი მიწაწყალი დაუცავს, ჩვენი ჯილაგი დღემდე მოუტანია.
და უცებ ესენინი ცხარე ცრემლით ატირდა. როცა ჰკითხეს რა გატირებსო, უპასუხია: რა მატირებს და ჩემი უძლურება-მე, რუსეთის დიდ პოეტს, რომ არ შემიძლია სადღეგრძელოს ასე ლამაზად თქმა, ეს უსწავლელი გლეხი რომ ამბობსო.

სოლომონ თეზელიშვილი –  “სუფრის კოდექსი, სადღეგრძელოები, ტრადიციები და თამადის ინსტიტუტი საქართველოში”. 2000 წ.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, საქართველო, სხვადასხვა ქვეყნები. Bookmark the permalink.

4 Responses to ესენინის ცრემლები

  1. ნინო ურუშაძე says:

    გაიხარე ირაკლი !

  2. diaokh says:

    მადლობა ნინო, წინა ორი პოსტიც გადაათვალიერე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გავავრცელოთ.

  3. Georgiankaa says:

    მშვენიერი რამ გავიგე🙂
    ქართველი სადღეგრძელოს ან მართლა ამბობს ან უბრალოდ ”ურახუნებს” სიტყვებს ვითომადა ნახეთ რეების თქმა შემიძლიაო (უმრავლესობა ასეა დღეს)….

    • diaokh says:

      მიხარია რომ მოგეწონა, მართალი ხარ, ბევრი ტყუილად ურახუნებს სიტყვებს და ღრეობს, თუმცა ქართული სუფრა ასეთი არასდროს ყოფილა, იქ არ თვრებოდნენ, არ ღრეობდნენ, პირიქით, სუფრას რელიგიური დატვირთვაც კი ჰქონდა.

      ქართული სუფრა ძალიან მოწესრიგებული იყო და ყველამ იცოდა თავისი ადგილი და როლი იქ. ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა, ერთ-ერთი ევროპელი მოგზაური აღწერს ამას და ამბობს: ჩვენ, სამი ევროპელი, უფრო მეტს ვხმაურობდით ქართულ სუფრაზე, ვირე ასორმოცდაათი ქართველიო.

      მადლობა კომენტარისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s