ჰაინალკა ბაბირაქი


ამ პოსტში შევეხებით ერთ მეტად საინტერესო პიროვნებას, საქართველოს ჭეშმარიტ პატრიოტს და დიდ გულშემატკივარს, რომელიც მთელ თავის ცხოვრებას საქართველოს და ქართულ კულტურას უძღვნის. ეს გახლავთ უნგრელი ქართველოლოგი ქალბატონი ჰაინალკა ბაბირაქი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე, ამიტომაც აუცილებელია მის შესახებ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. ქალბატონი ჰაინალკა ბაბირაქი უდიდეს სამუშაოს ეწევა ქართული კულტურის წარმოსაჩენად უნგრეთის სინამდვილეში და უნგრელი ხალხის ცნობიერებაში. ამიტომაც მას ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ერის წინაშე.

აი რას წერს იგი იმაზე, თუ როგორ აღმოაჩინა საქართველო:

“1985 წელს, როცა პირველად, ორიოდე დღით ჩამოვედი საქართველოში, ჭეშმარიტად შემიყვარდა დედამიწის ეს მშვენიერი მხარე. მერე რამდენიმე ხნით, საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებულმა მთავარმა სარედაქციო კოლეგიამ მომიწვია თბილისში. შემდეგ კი, უნგრეთის კულტურის სამინისტროს სტაჟიორად ჩამოვედი საქართველოში. ამჟამად, როგორც უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი, ვმუშაობ სადისერტაციო თემაზე უნგრეთ-საქართველოს ლიტერატურული ურთიერთკავშირები მეოცე საუკუნეში. საქართველო თანდათან ჩემი მეორე სამშობლო გახდა და ასე დარჩება ბოლომდე. მადლობელი ვარ ყველა ჩემი პროფესორ-მასწავლებლის, რომლებიც მომეხმარნენ ქართული კულტურისა და ლიტერატურის ღრმად შეცნობაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო გამომცემლობა “მერანის” კოლექტივს, რომელმაც შესაძლებლობა მომცა ქართველ მკითხველს გაეცნო ჩემი ლექსები, მათ შორის საქართველოში დაწერილი. მინდა მადლობა გადავუხადო ამ კრებულის მთარგმნელებს-პოეტებს: ვახტანგ ხარჩილავას, ვაჟა ხორნაულს, ბაღათურ არაბულს და ჩემს უახლოეს მეგობარს, მარინა ჩადუნელს, რომელმაც უნგრულიდან ამ ლექსების ქართული პწკარედი მოამზადა. მადლობელი ვარ ქართული მიწის, ქართველი ხალხის იმ დიდი საჩუქრისათვის, რომელსაც უსასრულო აღფრთოვანება ჰქვია.”

 “ცხოვრებიდან ცხოვრებამდე”_ჰაინალკა ბაბირაქი.   გამომცემლობა მერანი,   თბილისი, 1990.

ქალბატონ ჰაინალკას გამოქვეყნებული აქვს (და დღემდე აქვეყნებს) უამრავი მეცნიერული ნაშრომი საქართველოს, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის შესახებ, ასევე მას დიდი წვლილი შეაქვს უნგრულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებაში. 1997 წელს ბუდაპეშტში გამოსცა წიგნი: “უნგრეთ-საქართველოს ლიტერატურული ურთიერთკავშირები”

ეს ადამიანი აგრეთვე გახლავთ პოეტი, რომელსაც მთელი ციკლი აქვს ლექსებისა საქართველოზე.  აი ერთ-ერთი მისი ლექსი 1990 წელს თბილისში გამოცემული წიგნიდან “ცხოვრებიდან ცხოვრებამდე”:

საქართველოში წავიდოდი

საქართველოში წავიდოდი, საქართველოში,
ველურ მთებზე რომ გადამეფრინა.
მახსოვს თვალები: შიგ გიზგიზა ცეცხლი
გეფინა,
მე იმ თვალების შესახედად,
იმ ველურ მთებთან შესახვედრად,
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში.

ვესტუმრებოდი კვლავაც თელავს
და შენს ტალავერს,
ვაზის ფოთლებში დასამალავად.
გავუსინჯავდი გემოს შენს ყურძენს,
დაგილოცავდი კერას და ფუძეს.
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში,
შენი ჭიდან წყლის ამოსაღებად,
დოქიდან ჩამოსასხმელად,
მცხუნვარე მზის ქვეშ დასადგომად,
“მრავალჟამიერის” გასაგონად,
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში.

ჩემს კოცნას სიტკბო რომ ჰქონოდა
იქაურ ლეღვის,
ჩემს ტანს მიმოხვრა რომ ჰქონოდა
ლერწმის და ვერხვის.
ცის ხელისგულზე,
სადაც თეთრი დგას ალავერდი,
მეთქვა, რაც მქონდა შესახვეწი და შესავედრი.
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში,
რომ მიმეტანა თმის ღერივით წვრილი სანთელი
წმინდა გიორგის საკურთხეველთან.

საქართველოში წავიდოდი,
სადაც რეკს გრემის
 ზარი, რომელიც ბოხხმიანი ძმა არის ჩემი. 
ის შემისრულებს ყველა თხოვნას და ყველა
სურვილს:
თავის შენს მხარზე დაყრდნობას,
 შენი ხელი ხელის ხელში აღებას,
შენთან ერთად სიმღერას.
ჭირშიც და ლხინშიც ერთად ყოფნას, ერთად წვალებას.
ერთად სიცოცხლეს, მერე ერთად გარდაცვალებას.

საქართველოში წავიდოდი, საქართველოში,
მოვილოცავდი ქართლის მთა-ველს, ნათლით შემოსილს.
შენი გიტარის ასაჟღერებლად,
შენი გიტარის ასაღელვებლად
და შენი ზამთრის გასაფურჩქნად
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში.
ანთია გულში თმის ღერივით წვრილი სანთლების
ალი, გვიღიმის წმინდა გიორგი.
შენ ხარ საუნჯე, ჩემი განძი, მანდ შენახული,
შენ ხარ ტაძარი, მე მორჩილი შენი მსახური:
და ყველა წმინდანს შევთხოვ, ყველა ლექსსა და
სტრიქონს,

მიშველეთ რამე, წამიყვანეთ საქართველოში
და დამეხმარეთ სიყვარული ვიწამო ღმერთად,
მე ვიყო მასში, სამუდამოდ ის იყოს ჩემთან.

საქართველოში წავიდოდი, საქართველოში,
ველურ მთებზე რომ გადამეფრინა.
მახსოვს თვალები: შიგ გიზგიზა ცეცხლი გეფინა,
მე იმ თვალების შესახედად,
იმ ველურ მთებთან შესახვედრად
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში…
 

“ცხოვრებიდან ცხოვრებამდე”_ჰაინალკა ბაბირაქი. გამომცემლობა მერანი, თბილისი, 1990.

საქართველოსადმი მიძღვნილი კიდევ ბევრი უაღრესად საინტერესო ნაშრომი ელოდება გამოცემას.
2011 წლის 13 დეკემბერს, უნგრეთში, საქართველოს საელჩოში, ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის (ვეფხისტყაოსნის დღემდე საუკეთესო ილუსტრატორად აღიარებულ უნგრელი მხატვრის) ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე საქართველოს ელჩმა ზვიად ჭუმბურიძემ საელჩოს მედალი „საქართველოს მეგობარი“ დამსახურებულად გადასცა ქალბატონ ჰაინალკა ბაბირაქს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში.


რუსიფიკაციის ზეგავლენით 1945 წლის შემდეგ უნგრულად საქართველოს “გრუზია” ეწოდებოდა, სწორედ ამ ქალბატონის თავგამოდების (სხვადასხვა ინსტანციებში სიარულის და შემეცნებითი სტატიების გამოქვეყნების) შედეგია რომ წელიწად ნახევარზე მეტია საქართველო უნგრულად “გეორგია”-დ მოიხსენიება.

ქალბატონ ჰაინალკას მიერ გამოცემული წიგნი საქართველოზე:

მიგვაჩნია, რომ საქართველოს სამეცნიერო წრეებისგან და ოფიციალური სტრუქტურებისგან მეცნიერი ქალბატონი იმსახურებს სათანადო ყურადღებას, ღირსეულ პატივისცემას. მინიმუმ  22 წლის არყოფნის შემდეგ ჩვენს განახლებულ ქვეყანაში მოწვევას და საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭებას.

About diaokh

21 years old
This entry was posted in მისაბაძი გმირები, საქართველო, სხვადასხვა ქვეყნები, უცხოეთი. Bookmark the permalink.

26 Responses to ჰაინალკა ბაბირაქი

  1. Rati says:

    chven aucilebald satanadod unda davafasot da poativi mivagot aset gvaclmosil adamianebs rogrociaa es ungreli kalbatoni Hainalka Babiraki, misi chveni kveknisadmi aseti didi sikvarulistvis da gaceuli shromistavis. madloba tkven !

  2. diaokh says:

    დიახ, მართალი ბრძანდებით, დიდი მადლობა კომენტარისთვის, როგორც შეგვიძლია, უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია ჰაილანკა ბაბირაქის შესახებ. ბლოგებით, “ფეისბუქით” და ა.შ. ასევე შეგიძლიათ ფეისბუქზე იხილოთ გვერდი “დიაოხი”

  3. ნანა says:

    ქალბატონ ჰაინალკა ბაბირაქს დიდი მადლობა ყველაფრისათვის ! მე მომხრე ვარ საქართველოს მოქალაქეობა მიეცეს, საქართველოში რომ მოვიპატიჟოთ , პატივი ვცეთ და ფულადი პრემიაც მიეცეს !

  4. diaokh says:

    დიდი მადლობა კომენტარისთვის, დიახ, გეთანხმებით, ასეთი ადამიანები დღეს სანთლით უნდა ვეძებოთ, მათ ბევრის გაკეთება შეუძლიათ საქართველოსთვის. ბევრსაც აკეთებენ და ჩვენც უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს ვისაც ევალება, ამას ნაკლებად აკეთებს, ამიტომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, თუნდაც საიტების, ბლოგების, “ფეისბუქის” სახით, უნდა გამოვიყენოთ. აღსანიშნავია, რომ არამარტო ქალბატონი ჰაინალკა, არამედ სხვებიც არიან უნგრეთში და ჩეხეთში, ვინც მსგავსი საქმიანობით არის დაკავებული (მაგალითად ვაცლავ ჩერნი და სხვები), რომელთა შესახებ უახლოეს მომავალში დავწერ.

  5. საქართველოსა და ქართველი ხალხის უსაზღვრო სიყვარულით შეპყრობილი ქალბატონი ჰაინალკა ბაბირაქის დამსახურება საქართველოს წინაშე ფასდაუდებელია. საქართველოსადმი მიძღვნილი უამრავი შრომის, საჟურნალო და საგაზეთო წერილის ავტორია.
    თამამად ვაცხადებ, რომ დღესდღეობით ქართული კულტურის ერთადერთი დიდი მოამაგეც და მისი დაუღალავი პროპაგანდისტი უნგრეთში.
    თავდაუზოგავად და ენერგიულად იღწვის რათა უფრო მტკიცე და ბურჯგამდგარი იყოს მეგობრული ხიდი ჩვენს ერებს შორის.
    ქართული “ხიდი” ხომ უნგრულადაც (Hid ) ასევე ითქმის და ხიდს ნიშნავს…
    მართლა მსურს, რომ ქართველებმაც დაინახონ და სათანადოდ დაუფასონ ეს დიდი შრომა.

    • diaokh says:

      დიდი მადლობა სოსო კომენტარისთვის, “ხიდის” ამბავი არ ვიცოდი ნამდვილად, მართლაც საინტერესოა. იმედი მაქვს უფრო მეტს გავიგებთ და უფრო მეტსაც გავაკეთებთ ამ კუთხით, ეს ხომ ეროვნული საქმეა.

  6. ქალბატონო ჰაინალკა ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. აღფრთოვანებული ვარ თქვენით, თქვენი უანგრო ღვაწლით საქართველოს წინაშე. წარმოუდგენელია უცხო ქვეყნის ადამიანს ასე უყვარდეს საქართელო. დიდი მადლობა უფალს, რომ თქვენნაირი ადამიანები არსებობენ..

  7. ქალბატონო ჰაინალკა ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. აღფრთოვანებული ვარ თქვენით. თქვენი უანგრო ღვაწლით საქართველოს წინაშე. წარმოუდგენელია უცხო ქვეყნის ადამიანს ასე უყვარდეს საქართელო. დიდი მადლობა უფალს, რომ თქვენნაირი ადამიანები არსებობენ..

    • diaokh says:

      ეკა, საიტზე აირია რაღაც და თქვენს კომენტარს იმიტომ შეექმნა პრობლემა, წესით მეტი პრობლემა აღარ უნდა გქონდეთ. მადლობა კომენტარისთვის.

  8. diaokh says:

    უახლოეს მომავალში დაიწერება პოსტი სხვ ქართველოლოგებზეც.

  9. Eka says:

    ქალბატონო ჰაინალკა ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. აღფრთოვანებული ვარ თქვენით. თქვენი უანგრო ღვაწლით საქართველოს წინაშე. წარმოუდგენელია უცხო ქვეყნის ადამიანს ასე უყვარდეს საქართელო. დიდი მადლობა უფალს, რომ თქვენნაირი ადამიანები არსებობენ.

    • diaokh says:

      ეკა, მადლობა კომენტარისთვის, მოხარული ვარ რომ ამ პოსტმა ასე თუ ისე, გარკვეული გამოხმაურება ჰპოვა, იმედია მოვახერხებთ და სათანადოდ დავაფასებთ ასეთ შესანიშნავ ადამიანებს, მადლობა კიდევ ერთხელ.

  10. Irakli/Irakli says:

    ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ.

  11. ხალიბი says:

    საქართველო და ქართული კულტურა მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ. ასეთი ადამიანები კი დღეს ძალიან გვჭირდება ამ საქმისათვის. ღმერთმა გააძლიეროს ქალბატონი ჰაინალკა.

  12. manana says:

    ძალიან მიხარია, რომ ბატონი სოსოს საშუალებით ჩემს ქვეყანაზე მოამაგე კიდევ ერთი ადამიანი გავიცანი დაუსწრებლად. ასეთი ქალბატონები გმირები არიან. ერთმა ჩვენმა კლასიკოსმა მწერალმა ასეთებს ,,ჩუმად კარგი” ადამიანი უწოდა. იმედის ტელევიზიას ,,იმედის გმირების” გადაცემაში ბრწყინვალე მასალა ექნება ჰაინალკა ბაბირაქის შესახებ, თუ დაინტერესდებიან, რასაკვირველია. თქვენნაირი ,,ჩუმად კარგები” უმრავლოს საქართველოს ღმერთმა, ქალბატონო ჰაინალკა. ძალიან ცოტა ვიცი თქვენზე და უკვე მიყვარხართ. მიიღეთ რიგითი ქართველი ქალის ეს სიყვარული, როგორც გულწრფელი მადლობა თქვენი საქმიანობისათვის.

    • diaokh says:

      დიდი მადლობა კომენტარისთვის და თბილი სიტყვებისათვის, დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ჰაინალკა ძალიან ბედნიერი იქნება, თუ ბევრი ქართველი გაიგებს მის შესახებ და დავაფასებთ მის ღვაწლს. რაც შეეხება “იმედის გმირებს”, ეს აზრი აქამდე არ მოგვსვლია და მინდა ვთქვა, რომ შესანიშნავი აზრია და იმედია გამოხმაურებას ჰპოვებს. მართლაც, სრულიად შესაფერისია ეს ადამიანი “იმედის გმირებისათვის”.

  13. diaokh says:

    ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ სოსო მატკავას იმისათვის, რასაც იგი აკეთებს ჩეხეთში და უნგრეთში საქართველოსათვის. იგი დიდი ხანია საქართველოში აღარ ცხოვრობს, თუმცა საქართველოში მცხოვრებ ბევრ ქართველზე მეტად შესტკივა გული თავისი სამშობლოსათვის. მადლობა მას ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისათვის.

  14. ჰალანკა მე გამაოცა თქვენმა ბრწყინვალე რითმებმა და ქართული ენის თქვენეულმა შეგრძნებამ. მოვიხიბლე თქვენი პოეტური სინტაქსით,რომელიც სამუდამოდ ჩაიძირა ჩემს მეხსიერებაში. ალბათ ძლიერ უნდა გიყვარდეს,მთელი არსითადა შეგრძნებით,თორემ სხვა ქვეყნის სიყვარულსა და მონატრებას ყალბად ვერ შექმნი.მე გამაოცა თქვენმა გულწრფელობამ,გამოხატვის იმ ფორმამ,რომელშიც ყველაფერი ბუნებრივია და სასიამოვნო.აუცილებლად გაგიცნობდით და მოგეფერებოდით… “ჩემი მიწის სიყვარული გულში ელვად ჩაგეკლაკნა, თითქოს შენი ლოცვა მესმის შორეთიდან ჰაილანკა.ბედნიერი ვარ თქვენი აღმოჩენით, შემიძლია გიწოდოთ მსოფლიო პოეზიის ქურუმი…………საზღვრებისა და ლოდების მცვეთი –ბორგავს დუნაი –სიგიჟის წვეთი

  15. თემურ ჯულაყიძე–მწერალი,საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი says:

    ქალბატონო ჰაილანკა უთუოდ დიდი ადამიანი ბრძანდებით,როცა ასე ძალუმად გრძნობთ უცხო ქვეყანას,რომელიც ამავე დროს თქვენიც ხდება.თქვენი პოეტური ხედვა ჩვენი წარსულის შესახებ იმდენად მიმზიდველია,იმდენად ბობოქარია,რომ შემიძლია ვთქვა ჰაილანკა ბაბირაქი არა მარტო უნგრელია,არამედ ქართველიცაა. საოცრად გამორჩეული და გულწრფელი ბრძანდებით.

  16. diaokh says:

    ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო და ბატონო თემურ ასეთი თბილი და გულწრფელი კომენტარებისათვის, ქალბატონი ჰაინალკა აუცილებლად ნახავს ამ პოსტსაც და თქვენს თბილ სიტყვებსაც და დარწმუნებული ვარ, გული სიხარულით აევსება.

  17. diaokh says:

    ასევე იხილეთ პოსტი ჩეხ ქართველოლოგზე ვაცლავ ჩერნზე (პოსტს ასე ქვია: ვაცლავ ჩერნი (ჩეხი ქართველოლოგი))

  18. ფაზისის მეცნიერებათა აკადეემის აკადემიკოსი ფრანკოფონი გულიკო გოგიტიძე says:

    მადლობა უფალს, რომ კვლავაც ევლინებიან მსოფლიოს თქვენნაირი ზეგარდმო ნიჭით ცხებული ადამიანები, როგორიც თქვენ ბრძანდებით ქალბატონო ჰაილანკა. არ შემიძლია მადლობა არ გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის,რაც თქვენ ჩვენი საყვარელი სამშობლოს მიმართ გაგაჩნიათ.იშვიათია თქვენნაირი მეხოტბე ადამიანი, რომელსაც უცხო ქვეყანა საკუთარივით შეჰყვარებოდეს.მინდა გაგაცნოთ ჩემი ვაჟი ,რომელიც დღეს საფრანგეთში მოღვაწეობს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში .არის პოეტი, მთარგმნელი მრავალი პრემიის ლაურეატი , ფილოსოფოსი და მოჭადრაკე. ბაჩანა ჩაბრაძე

  19. Kedves Hajnalka, mi Georgiaiak tudatosítjuk, milyen kiváló tudományos és kulturális munkát végzel számunkra Magyarországon és minduntalan hálásak vagyunk Neked ezért.
    Nagyon megtisztelö minden Georgiai számára megismerkedni Veled, nemzetünk egy régi és igazi barátjával, müvelt szellemi követünkkel, Szakartvelo kultúrájának és hŕnevének fáradhatatlan terjesztöjével.
    Köszönök mindent, amit honfitársaimért és hazánkért eddig tettél és amit csinálsz…
    Igazán büszke vagyok rád, hogy igazi és közeli barátok vagyunk…

  20. finikis palma says:

    გამეხარდა, რომ მივაგენი ამ ბლოგს. ქალბატონი ჰაინალკას შესახებ ძველი, 80/იანი წლების გაზეთებიდან მახსოვდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ღვაწლმოსილი ქალბატონი ისევ მხნედ აგრძელებს თავის მოღვაწეობას. ღმერთმა კარგად ამყოფოს და ხელი მოუმართოს🙂 ჩემი დიდი პატივისცემა მას!

  21. marika says:

    თუ შეგიძლიათ დამატებით ინფორმაცია მომაწოდოთ ამ ქალბატონის შესახებ ?
    დაინტერესებული ვარ მისი საქმიანობით, უახლოეს ხანში ვაპირებ ბუდაპეშტში გამგზავრებას და მინდა დავეკონტაქტო. პატივისცემით, მარიკა ბაკურაძე, ჟურნალისტი. სტატიის ავტორმა, ან სხვა ნებისმიერმა ადამიანმა, ვინსაც შეგიძლიათ დახმარება იქნებ მომწეროთ marika.bakuradze@yahoo.com = ზე ან დამირეკოთ 593 902 908. მადლობა წინასწარ.

    • diaokh says:

      სამწუხაროდ ძალიან დაგვიანებით ვნახე თქვენი კომენტარი. ამის შემდეგ თუ რამე დახმარების გაწევა შემეძლება თქვენთვის, შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s