ვაცლავ ჩერნი (ჩეხი ქართველოლოგი)

  

ეს პოსტი შეეხება კიდევ ერთ უაღრესად საინტერესო, ღვაწლმოსილ მეცნიერს, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე. ეს გახლავთ ჩეხი ქართველოლოგი ბატონი ვაცლავ ჩერნი.

იგი საქართველოს პირველად 1958 წელს ეწვია. მაშინ მისი მეგზური მისივე მასწავლებელი, დოქტორი იარომირ იედლიჩკა  (“ვეფხისტყაოსნის” ჩეხურად მთარგმნელი”)  გახლდათ .

ჩეხი ქართველოლოგი, კითხვაზე, თუ როდის და როგორ დაინტერესდა ქართული ენით, იგონებს, რომ სკოლაში მასთან სწავლობდა  იარომირ იედლიჩკას შვილი, რომელსაც მოჰქონდა სხვადასხვა დამწერლობით დაბეჭდილი წიგნები და 14  წლის ბიჭი გაიტაცა ამ წიგნებმა, შედმგომ კი ისე მოხდა, რომ ესაუბრა თვით დოქტორ ი. იედლიჩკას: “მხცოვანმა მეცნიერმა მოკლედ გამაცნო ქართული ლიტერატურის ისტორია, მელაპარაკა ქართველი ხალხის უძველეს კულტურაზე, დიდხანს შეჩერდა შოთა რუსთაველის გენიალურ “ვეფხისტყაოსანზე”.”

თავდაპირველად ბატონი ვაცლავი სომხურ ენას სწავლობდა, ქართული ენის შესწავლას კი უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე შესდგომია.  ქართული ენითა და კულტურით ვაცლავ ჩერნი განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესებულა, რაც მუშაობა დაუწყია იმ გამომცემლობაში, რომელიც გამოსაცემად ამზადებდა სსრ კავშირის ხალხთა ენებიდან ჩეხურად თარგმნილ ნაწარმოებებს, აქ მან საბოლოოდ განსაზღვრა თავისი მეცნიერული მოღვაწეობის პროფილი – იბერიულ-კავკასიური ენების სპეციალისტი.  როგორც სინტაქსის სპეციალისტი, იგი აქტიურად მუშაობდა ჩრდილოეთ კავკასიის ენებზე.  საკანდიდატო დისერტაციაც ამ ენების, სახელდობრ, ადიღეურის შესახებ დაიწყო.

50_იანი წლებიდან ბატონი ვაცლავი აქტიურად ჩამოდიოდა საქართველოს ყველა კუთხეში და მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ქართველ მწერალთა ელიტასთან, პოეტებთან და საზოგადო მოღვაწეებთან: თამაზ და ოთარ ჭილაძეებთან, ჯემალ ქარჩხაძესთან, ოტია იოსელიანთან, არჩილ სულაკაურთან, ჭაბუა ამირეჯიბთან, ნოდარ დუმბაძესთან, გურამ ფანჯიკიძესთან, რეზო ჭეიშვილთან და ა.შ.  თითოეული მათგანის ნაწარმოებები მან გადათარგმნა ჩეხურ ენაზე (35_მდე წიგნი!). ასევე მან ჩეხურ ენაზე გადათარგმნა მიხეილ ჯავახიშვილის “თეთრი საყელო”, ვაჟა-ფშაველას “გველისმჭამელი”, ნიკო ლორთქიფანიძის თხზულებათა  კრებული (დანგრეული ბუდეები)!, “ქართული ენის საფუძვლები” ჩეხურად (სახელმძღვანელო ჩეხებისათვის)!

ბატონი ვაცლავ ჩერნი არის მრავალი მონოგრაფიის,  საჟურნალო და საგაზეთო სტატიის ავტორი.

აღსანიშნავია, რომ   ბოლო პერიოდამდე , მხცოვანი მეცნიერი მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში და როგორც ჩეხეთში მოღვაწე ერთადერთი კავკასიოლოგი , საუბრობდა კავკასიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.

ბატონი ვაცლავ ჩერნი ფლობს ქართულ, სომხურ, ჩერქეზულ, ავარიულ, სპარსულ, არაბულ, თურქულ, ლათინურ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ, იტალიურ და აგრეთვე მალტიურ ენებს.

ფაქტიურად ვაცლავ ჩერნი ჩეხეთის ისტორიაში არის მესამე ქართველოლოგი, რომელმაც თავის წინამორბედ ქართველოლოგებს ქართულიდან ჩეხურად გადათარგმნილი ნაშრომების რაოდენობით ბევრად  გადააჭარბა. მისი წინამორბედები იყვნენ: 1) ალოის კოუდელკა, რომელიც იყო მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე სასულიერო პირი,  ლინგვისტი, რომელმაც  1911 წელს ქართულიდან ჩეხურ ენაზე  გადათარგმნა და გამოცსა “ბაში აჩუკი”, რომელიც პირველი ქართული წიგნი იყო ჩეხეთში.   
(O.S. VETTI ალოის კოუდელკას ფსევდონიმი იყო).
2) იარომირ იედლიჩკა, რომელმაც ჩეხურ ენაზე გადათარგმნა და გამოსცა “ვეფხისტყაოსანი” და ქართული ხალხური ზღაპრები, ასევე დავით გურამიშვილის, გიორგი ლეონიძის, დანიელ ჭონქაძის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ლეო ქიაჩელის (“გვადი ბიგვა”) ნაწარმოებები. იარომირ იედლიჩკამ თბილისში ასევე გამოსცა ჩეხური ენის სახელმძღვანელო ქართველთათვის (თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1972).


თუმცა, ამ მცირე წერილით რასაკვირველია ჩვენ სრულყოფილად ვერ წარმოვაჩენთ ბატონი ვაცლავის დიდ ღვაწლს, მას კიდევ ბევრი ნაშრომი აქვს საქართველოს შესახებ (მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან გამოქვეყნებას). ეს არის ჩვენი მოკრძალებული მცდელობა, რათა ქართული საზოგადოებრიობის ყურადღება მივაპყროთ ისეთ ღვაწლმოსილ ადამიანებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით უცხოეთში საქართველოსა და ქართული კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ღვაწლმოსილ მეცნიერს, როგორც საქართველოს და ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, რომელსაც შარშან მაისში 80 წელი შეუსრულდა,  ვუსურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.

About diaokh

21 years old
This entry was posted in საქართველო, სხვადასხვა ქვეყნები, უცხოეთი. Bookmark the permalink.

7 Responses to ვაცლავ ჩერნი (ჩეხი ქართველოლოგი)

  1. rati says:

    ქართველებს რო გვაფასებენ ეს პირველი შემთხვევა არაა, მაგრამ ამ ადამიანი პატივისცემის და მისი ღვაწლის დაფასების შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან.

  2. Vážený pane doktore,
    dovolte mi, abych ještě jednou poděkoval za všechno co jste pro moji vlast a můj národ udělal. Ti všichni, ale zejména my Gruzíni si plně uvědomujeme, jak skvělé vědecké a kulturní dílo pro nás konáte a nepřestáváme Vám být za ně vděčni. Nelze jen říci, že kráčíte po cestě patera Koudelky nebo toliko, že jste následovníkem Jaromíra Jedličky. Oba jste je překonal, a to zdaleka ne jen rozsahem svého opusu.
    Díky Vám a Vaší péči o zdatné následovníky se nemusíme obávat, že by v České kotlině vymizela živá tradice vztahů s tisíce let starým a tisíce kilometrů vzdáleným lidem sv. Nino. Díky Vám jsou tu tři desítky přeložených knih a základy gruzínštiny pro Čechy. Vaší zásluhou jezdí i nové generace poznávat starobylou kulturu pod Kavkazem, Vaší zásluhou není prostor někdejší Kolchidy v českých hlavách jen neznámou plochou na mapě někde daleko na jihovýchod od Brna.
    Je proto velkou ctí každému Gruzínovi moci poznat Vás, dávného přítele jeho národa, erudovaného duchovního vyslance a neúnavného šiřitele kultury a slávy Sakartvelo. Děkuji, pane doktore, že jste mi to umožnil, děkuji za vše, co jste pro mé krajany učinil.
    Navždy v dokonalé úctě
    Soso Matkava

  3. diaokh says:

    მშვენიერია, მადლობა კომენტარებისათვის.

  4. KAKI says:

    საჭიროა ესეთი სტატიები რომ , არ დაიკარგოს ამ ხალხის ღვაწლი ! !

    • diaokh says:

      ნამდვილად, უფლება არ გვაქვს არ დავუფასოთ, მადლობა კომენტარისთვის.

  5. berda says:

    სოსო მადლობა.ცხოვრობთ ჩეხეთში?

  6. ამ საინტერესო ადამინს ჩეხეთში სწავლის პერიოდში არაერთხელ შევხვდი, ყველაზე მეტად კი ის მომენტი დამამახსოვრდა, როცა ბატონი ვაცლავი ერთ-ერთ კინო დარბაზში ქართულენოვან ფილმს თარგმნიდა; მთავარი არა თარგმნის სიზუსტე, არამედ იმ ქართული სულისა და გულის გადმოცემა იყო, რომელიც ბატონი ვაცლავის ხმასა და ინტონაციაში იგრძნობოდა და მიდიოდა მსმენელამდე. მეამაყება ასეთი ადამიენები!!! ჯანმრთელობა და სულიერი სიმხნევე დიდებულ ადამიანს!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s