რუმინელი მეგობრები

ამ პოსტში მინდა მოგითხროთ ჩვენი რუმინელი მეგობრების შესახებ, რუმინეთში არის ხალხი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო (ანთიმოზ ივერიელის შესახებ ალბათ ყველამ იცით, სწორედ ამ დიდი ქართველის დამსახურებაა რუმინელი ხალხის ესოდენ დიდი სიყვარული ჩვენს მიმართ). მათ შორის კი არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს საქართველოს პატრიოტი, საქართველო მათთვის მეორე სამშობლოა და ფანატიურად არიან შეყვარებული ამ ქვეყანაზე.

ეს ადამიანები საქართველოსთვის აკეთებენ იმდენს, რამდენსაც ქართველთა უმეტესობაც კი არ აკეთებს! ყველანაირად ცდილობენ რაღაც კარგი გაგვიკეთონ, ამისათვის იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, ძირითადად კი ინტერნეტს. ისინი აკეთებენ შემეცნებით ვიდეოებს საქართველოზე და ავრცელებენ ინტერნეტ სივრცეში, აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეოები ყოველთვის არის მაღალი ხარისხის და გამოირჩევა საკმაოდ დიდი პოიპულარობით, ასე რომ ჩვენი რუმინელი მეგობრები ცდილობენ საქართველო, ქართული კულტურა (რომლითაც დიდად აღფრთოვანებულები არიან) დადებითად წარმოაჩინონ მთელი ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით.

ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ვიდეოს, რომელიც გააკეთა ჩვენმა რუმინელმა მეგობარმა:

ამ შესანიშნავმა ადამიანმა გააკეთა ვიდეოების მთელი ციკლი, სადაც სხვადასხვა ისტორიული წყაროების მოხმობით აჩვენებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ისტორიულად საქართველოს  განუყოფელი ნაწილებია.

გარდა ამისა, იგი აკეთებს ისეთ ვიდეოებს, სადაც წარმოაჩენს საქართველოს და ქართულ კულტურას:

ჩვენმა რუმინელმა მეგობრებმა ბევრი იციან საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების შესახებ და ცდილობენ უფრო და უფრო მეტი გაიგონ, ხოლო რაც მეტს იგებენ, უფრო აღფრთოვანებულები არიან და უფრო მეტი სიყვარული უჩნდებათ ქართველებისა და საქართველოს მიმართ.

ისინი ამ საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებენ, ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ამ ხალხთან კონტაქტი უნდა გვქონდეს და ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ. პირველ რიგში კი უნდა დავუფასოთ ის დიდი სიკეთე და მონდომება, რომელსაც ჩვენს მიმართ იჩენენ.  ამ სიტუაციაში გულგრილობა დანაშაულის ტოლფასია. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ მათ დავუკავშირდეთ და ახლო კონტაქტები გვქონდეს, თანაც ამ ვიდეოების ავტორი უკვე რამდენჯერმე არის ნამყოფი საქართველოში და უახლოეს მომავალშიც აპირებს ჩამოსვლას.

About diaokh

21 years old
This entry was posted in მისაბაძი გმირები, საქართველო, სხვადასხვა ქვეყნები, უცხოეთი, Georgia. Bookmark the permalink.

14 Responses to რუმინელი მეგობრები

  1. I am honored to see such site, and yes we can, only united we can defeat our enemyes

  2. First of all let me salute all georgians out there: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. This is the salute of christians ! as a romanian i was in many countries now that we are in the E.U., such as Germany, France, Hungary, Italy, Moldova, Bulgaria, Liechtenstein, Mount Athos, Greece, Turkey, Slovenia, Austria, Switzerland, but now of them impressed by like this land called by romanians IVIRIA – Georgia ! and why is that ? well just because non of these countries have such ancient roots, people that are really conected with true values, values that are lost in E.U., people that live their culture, love their tradittion, and yes patriotic. Dont Forget who you are, you are UNIQUE, DIVERSE, BEAUTY, COURAGE, INTELIGENCE, LOVE, CARE, in one word, everything what is beautiful in this World, and for that i thank God for giving this GIFT for humanity wich is the georgian nations. Say that praier each day, and you shall get back Abkhazia, Samachablo, Suano-Colchis, Dvaleti, Egrisi, Saingilo, Lore, Lazona, Tao-Klargeti.

  3. khatiacat says:

    First of all thanks Romania🙂 you do really good job for Georgia. I know many foreigners who are interested in our country, some knows even Georgian, some wants to study mingrelian (i don’t know why :))) So i think we are not alone🙂 and finally thanks author for that greatest article🙂

    • diaokh says:

      wow wow I’m glad to see your comment here, thank you very much. and Yes, our friend Criss, wants to learn Georgian and he will do that, because he often visits Georgia. And I want to learn Megrelian/Lazish because it is very important.

  4. ნინო ურუშაძე says:

    🙂 რა თავშეყრა მოაწყვე ირაკლი ჰა ?🙂
    რუმინეთი და საქართველო აერთიანებს …

  5. Georgiankaa says:

    Criss ძალიან კარგი ადამიანია🙂 რამდენი ვიდეო აქვს საქართველოზე და ყველა საჭირო:)მონოფიზიტებსაც გემოზე უცაცხანებს ;))

    • diaokh says:

      კი, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ეგ აკეთებს!

  6. zuka says:

    gaixaros am kacma.giertdebit tu ramit shevdzleb dagexmarebit ogond chven qveyanas vushvelot rame.

    • diaokh says:

      მადლობა, ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, ვაქტიურობთ ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში, ვაკეთებთ ვიდეოებს ინგლისურ ენაზე და ა.შ. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვიდეოები საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე, აქაც დევს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s