რუმინეთი


რუმინეთის შესახებ საქართველოში მაინც ნაკლებად იციან (შეიძლება ვცდები), არადა ეს არის დიდი კულტურის ქვეყანა და ძალიან საინტერესო, განსაკუთრებით საინტერესო კი ქართველებისათვის, რადგან რუმინეთში მოღვაწეობდა დიდი ქართველი – ანთიმოზ ივერიელი, რომელმაც სამუდამოდ დატოვა თავისი კვალი რუმინეთის ისტორიაში და დიდი ღვაწლი მიუძღვის მას ამ ერის წინაშე. უნდა აღინოშნოს მისი სასტამბო მოღვაწეობა, ასევე მისი დიდი ამაგი რუმინული სალიტერატურო ენის განვითარების საქმეში. ანთიმოზი იბრძოდა ღვთისმსახურების რუმინულ ენაზე ჩატარებისათვის, ანთიმოზი ასევე იყო პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც იბრძოდა რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის, რასაც შესწირა კიდეც თავისი სიცოცხლე, სინას მთაზე მიმავალი იგი გზაში მოკლეს. რუმინულმა ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა.


სწორედ ამიტომაც რუმინელებს განსაკუთრებით უყვართ ქართველი ერი და ბევრიც იციან ჩვენს შესახებ.  მე კი მინდა რომ ქართველებმაც და რუმინელებმაც უფრო მეტი გაიგონ ერთმანეთზე და ჩვენს შორის იყოს ძალიან ახლო კავშირები.


ვლად ცეპეშის სასახლე.

აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ აგვისტოს ომის დროს რუმინეთის მთავრობამ საქართველოს გადასცა 45 ტანკი, რაც უდავოდ უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის იმ მძიმე დღეებში.

რუმინული არქიტექტურის ნიმუშები:


XIV საუკუნის ეკლესია.


ანთიმოზის მონასტერი, რომელიც აუგია წმინდა ანთიმოზ ივერიელს. მონასტერი მდებარეობს ბუქარესტში მიტროპოლიტ ანთიმოზ ივერიელის ქუჩაზე.


ანთიმოზის მონასტრის სვეტის დეტალი.


ერთ-ერთი მონასტრის სამრეკლო (XV საუკუნე).


ეს არის ძალიან საინტერესო ნიმუში რუმინული არქიტექტურისა, რომელიც არის ყველასგან განსხვავებული და უნიკალური. მონასტერი არის XVI საუკუნის და მას ქვია Curtea de Argeș.


ტიმიშოარას საკათედრო ტაძარი, რომელიც ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ეკლესიაა რუმინეთში.  ასევე მერვე ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე მაღალ მართლმადიდებლურ ტაძრებს შორის.


ქალაქ ბრაშოვის ცენტრალური ნაწილი.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ეკლესია-მონასტრები, რელიგია, საქართველო, სხვადასხვა ქვეყნები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s