სიაუშ გურჯი (სიავუშ ბეგ გურჯი)

საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ სპარსეთში მოღვაწეობდა დიდი ქართველი მხატვარი სიაუშ გურჯი (სიავუშ ბეგ გურჯი), რომელსაც ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სპარსულ მხატვრობა-მინიატურაში.

არადა ჩვენთვის ძალიან საამაყოა ფაქტი, რომ უდიდეს სპარსულ კულტურაში, კერძოდ კი მხატვრობა მინიატურაში ქართველ მხატვარს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

სიაუშის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XVI საუკუნის დასასრულისა და XVII საუკუნის დასაწყისის ირანელი ისტორიკოსის, ისქანდერ მუნშის თხზულება: „ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა“.

სიაუშის ნამუშევრები ინახება მსოფლიოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

სიაუში სავარაუდოდ ბავშვობაში მოიტაცეს, სპასეთში კი თავისი ნიჭიერების გამო დაწინაურდა, იგი მოღვაწეობდა შაჰ-თამაზის კარზე.

XVI საუკუნეში სიაუშმა შექმნა  ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“ ილუსტრაციები.

სამწუხაროდ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ძალიან მწირი ინფორმაციაა ამ დიდ ქართველზე.
ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში არის ასეთი ცნობა:  „სიაუში — XVI საუკუნის ქართველი მხატვარ-მინიატიურისტი. მოღვაწეობდა ირანში, შაჰ-თამაზის კარზე. ჩვენამდე მოაღწია მისმა 2 მინიატიურამ. პირველზე შავარდენია გამოსახული (არშიაზე სპარსული წარწერაა — „სიაუშის ხელობა“, ინახება ლენინგრადის მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში), მეორე ნადირობის სცენას გამოსახავს (დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში). ”

ეს არის ერთ-ერთი ირანისტის ნამუშევარი: http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00…/DISERTACIA.pdf

გთავაზობთ მის ნაწილს:


შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ლიტერატურა:

Antony Welch. Artisans for the Shah, New Haen and London, 1976. გვ. 17-40;

http://www.barnesandnoble.com/w/artists-for-the-shah-anthony-welch/1005132065

ლინკები:
http://en.wikipedia.org/wiki/Siyâvash_(artist)

http://ka.wikipedia.org/wiki/სიაუში

http://en.vionto.com/show/me/Siyâvash+(artist)

http://en.inforapid.org/index.php?search=Siy%C3%A2vash%20(artist)

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, საქართველო, სხვადასხვა ქვეყნები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s