იან (ივან) პრიბილი

იან (ივანე) ანტონინის ძე პრიბილი (Přibyl) იყო   XIX საუკუნის გამოჩენილი მოღვაწე და ცნობილი ექიმი, მედიცინის დოქტორი, ქირურგი.

იან პრიბილი დაიბადა 1782 წლის 14 სექტემბერს ქალაქ იიჩინ-ში (Jičín) ანა შტერბოვასა და ანტონინ ბრიბილის ოჯახში. მამა _ ანტონინი იყო ტანსაცმლის მკერავი.

მან განათლება ჯერ პრაღაში (1799 – 1802 წლებში სწავლობდა კარლ-ფერდინანდის პრაღის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე (შემოკლებით Universitas Carolina Pragensis) 1802 – 1804 წლებში სწავლობდა იმავე უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე) და შემდეგ ვენაში მიიღო, აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

ქ. ვენაში, რუსეთის საელჩოში გააფორმა კონტრაქტი  რუსეთში სამხედრო ექიმად მუშაობაზე, ამის შემდეგ  სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა. რუსეთში სამხედრო ექიმად მსახურობდა, შემდეგ კი, პირველ პოლკთან ერთად, საქართველოში მოავლინეს. თბილისში 1808 წელს ჩამოვიდა და საბოლოოდ აქ დარჩა – თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის ერთ-ერთ დამაარსებლადაც იქცა.

ივან პრიბილის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს ბალნეო-კლიმატურ (ახტალა, ბორჯომი, აბასთუმანი) სიმდიდრეთა ათვისება. მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ კურორტოლოგიას. მანვე დააარსა თბილისში პირველი სამხედრო ჰოსპიტალი, რომლის მთავარი ექიმიც თავად იყო, იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისა და პეტერბურგის ექიმთა საზოგადოების საპატიო წევრი, შავი ჭირისა და ქოლერის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე. ი. პრიბილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალ. ჭავჭავაძის ოჯახთან, მკურნალობდა გრიბოედოვს, კარგად იცოდა ქარ-თული ენა. საქართველოში მან 50-წელზე მეტი გაატარა და აქვე გარდაიცვალა 85 წლის ასაკში.

პრიბილი „ქართული მედიცინის ისტორიის“ წიგნშიცაა შესული. ივანე ანტონის ძე ფართო პროფილის ექიმი იყო, ისევე, როგორც ბევრი სხვა იმ წლებში.

P.S.  პრიბილმა მაღალი საზოგადოებრივი იერარქიის ,თავად-აზნაურობის ფენის ქალიშვილი ეკატერინე ყარაშვილი შეირთო ცოლად რომელიც საექიმო ოჯახს ეკუთვნოდა და კათოლიკე იყო.. მათი უფროსი ქალიშვილი კი პოლონელ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვზე დაქორწინდა.

შეგიძლიათ გაეცნოთ: “ქართული მედიცინის ისტორია”_მ. შენგელია; თბილისი, 1970.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=15759

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s