რუსი დესპანის, ვოლინსკის სიტყვები ქართველებზე. 1716-1717 წწ.

ცნობილი რუსი სახელმწიფო მოღვაწის ა. ვოლინსკის სიტყვები, რომელიც 1716-1717 წლებში ირანში დესპანად იმყოფებოდა და კარგად შეისწავლა ქვეყნის მდგომარეობა: ” მთელ ირანში საუკეთესო სამხედრო ძალად ქართველთა ჯარი მიმაჩნია. ქართველები ნამდვილი მეომრებია. მე გამიგია, რომ საქართველოში ლაშქრის შეკრება 15-20 ათას კაცამდე შეიძლება. ირანში, როგორც წესი, სპასალარებად ქართველი პრინცები ინიშნებიან. ასევე მეტწილად ქართველებს ნიშნავენ ირანის ჯარში სხვადასხვა თანამდებობებზე. ადრე, ჯერ კიდევ დიდი შაჰ-აბასის დროს და აგრეთვე ახლანდელი შაჰის სხვა წინაპრების დროსაც, ირანელებს თურქებთან, ინდოელებთან და სხვა ხალხებთან ომებში ყველა გამარჯვება ძირითადად ქართველთა მეშვეობით აქვთ მოპოვებული. მე შემიძლია ნაძლევი დავდო, რომ თუ ქართველი პრინცები და მათი დიდებულები და აზნაურები ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწევენ, ჭეშმარიტად შეძლებენ არა მხოლოდ სპარსეთის უღლისაგან განთავისუფლებას, არამედ თვით სპარსეთის ტერიტორიების დაკავებასაც…
ირანელების კავალერია ქართველებს ვერასოდეს ვერ გაუმკლავდება, სამჯერაც რომ სჭარბობდეს რიცხობრივად, ხოლო თუ ჩვენ ქართველთა ჯარს 20 რეგულარულ ესკადრონს მივუმატებთ, ქართველებთან ერთად მთელს სპარსეთსაც ადვილად დავლაშქრავთ”.

გ. პაიჭაძე _ “ვახტანგ მეექვსე”. თბილისი, 1975; გვ 7-8.

სურათზე – ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტე, ლეგენდარული გურგინ ხანი (1651-1709 წწ.)

გურგინ ხანის სურათი აღებულია ვიკიპედიიდან:  http://en.wikipedia.org/wiki/George_XI_of_Kartli

About diaokh

21 years old
This entry was posted in საქართველო, სხვადასხვა ქვეყნები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s