კარნისხევი (“კარნიფორი”) _ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო

კარნიფორი ძველი ქართული ხევის სახელია, როდის წარმოიშვა ეს ხევი, შესწავლილი არ არის, მაგრამ შუა ფეოდალურ ხანაში მისი არსებობა სავარაუდებელია.
ეს ხევი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა ქალაქ კარნიდან (ახლანდელი არზრუმი) ციხე-ქალაქ კარის (ყარსის) ქვეყნამდე ვრცელდებოდა.

ადრე ის კარნისხევად იწოდებოდა ქართულად, მოგვიანებით, როდესაც მას სომხებიც გაუშინაურდნენ, კომპოზიტის მეორე სიტყვა (ხევი) ამავე მნიშვნელობის სომხური სიტყვით (ფორი) შეიცვალა. მაგრამ შემდეგ ამით არ დაკმაყოფილებულა და პირველი სიტყვის თავისებური  გააზრება უცდიათ და ქართული „კარის“ ნაცვლად იქ თითქოს სომხური „კარმირი“ („სისხლი“) ამოუცვნიათ. მაგრამ ეს აშკარად ხელოვნური ჩანს (ხალხური ნამოქმედარი) და სინამდვილეს არ შეესაბამება.

მთავარი ისაა, რომ ერთ დროს ეს ხევი ფეოდალური საქართველოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო. ამას მოწმობს ოსმალო ისტორიკოსი ჩელები, კარის (ყარსის) ქვეყანას „ქართველთა მხარეს“ უწოდებს.

კარნიფორი დიდი ხანია დაკარგულია, როგორც „აბოცი“ და სხვა ქართული ქვეყნები.

მათ გამოხსნას პერსპექტივები არ უჩანს, მაგრამ ახლები რომ არ მიემატოს ამათ, დიდი სიფრთხილეა აუცილებელი.

იური სიხარულიძე. პროფესორი.
   22.2.2013

About diaokh

21 years old
This entry was posted in დიაოხი, ისტორია, მხარეები, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s