მცირე შენიშვნები რაჭის მევენახეობა-მეღვინეობაში არსებულ პრობლემებზე ერთი სოფლის მაგალითზე

ბუნებრივია, ჩვენი მიზანი არ არის და ვერც იქნება მევენახეობასთან თუ მეღვინეობასთან დაკავშირებული საკითხების სრული ანალიზი, თუმცა ორიოდე სიტყვით გვინდა მიმოვიხილოთ რაჭის მევენახეობის დღევანდელი მდგომარეობა  ერთი სოფლის – ქვიშარის მაგალითზე, კონკრეტულად კი ადგილობრივი მკვიდრების კერძო საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებული ვენახების ირგვლივ არსებული სიტუაცია.

Continue reading

Posted in გალერეა, მხარეები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

იპეი ფუკურო – ვეფხისტყაოსნის პირველი იაპონელი მთარგმნელი

იპეი ფუკურო – ვეფხისტყაოსნის პირველი იაპონელი მთარგმნელი. 5 წლის განმავლობაში თარგმნიდა (პროზაულად) ვეფხისტყაოსანს, რომელიც 1955 წელს ტოკიოში გამოიცა 70 000-იანი ტირაჟით. გამოცემას ილუსტრაციები დაურთო იაპონელმა მხატვარმა ტადაჩი ჰაიაშიმ. „როცა იაპონიაში ფეოდალური ომები წარმოებდა, ხოლო ევროპაში ინკვიზიცია მძვინვარებდა, საქართველოში შოთა რუსთველი მშვიდობისა და კაცთმოყვარეობის დიად იდეებს ქადაგებდა“, – წერს ფუკურო. 1972 წლის მარტში (ფუკუროს გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში) გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი პოეტური თარგმანი. მასში მოცემულია მიხაი ზიჩის, მოსე თოიძის, სერგო ქობულაძისა და ნათელა იანქოშვილის მიერ შესრულებული ილუსტრაციები. ამ გამოცემამ იაპონიაში კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურისადმი.

წყარო: სტუდენტური სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი “აღმოსავლეთი”, N2 (12), 2018, თებერვალი; გვ 67.

Posted in სხვადასხვა ქვეყნები, Georgia | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

პასუხი ვ. პუტინის ანტიქართულ განცხადებაზე – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ბატონო პრეზიდენტო, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მინდა პასუხი გაგცეთ თქვენს დღევნდელ განცხადებაზე: სამწუხაროდ, ძალიან ცუდად იცით ისტორია, ან განზრახ ცრუობთ: 1774 წელს რუსეთის იმპერიას შეუერთდა ოსეთი, მაგრამ ეს იყო დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა. იმ პერიოდში არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებულა, იმ ტერიტორიას, რასაც თქვენ, კოლონიზატორმა რუსებმა “სამხრეთ ოსეთი” უწოდეთ, საქართველოს გულის გული “შიდა ქართლი” გახლავთ, ქართული კულტურის უძველესი კერა. არავითარი ორი ოსეთი არ არსებულა ბუნებაში, ოსური დიასპორა მე-17 საუკუნეში გადმოლახავს კავკასიონის წყალგამყოფ ქედს და სახლდება ქართველთა სამეფოს მიწაზე, ჯავაში. ხოლო ცხინვალში მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი, ერთი ოსური ოჯახიც არ იყო, იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველები, ასევე სომხები და ებრაელები. ცხინვალის გაოსება ბოლშევიკური რუსეთის დამსახურებაა. მოკლედ, რომ გითხრათ: ცხინვალის რეგიონი 1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყობის დროს, ქართლ-კახეთის სამეფოს ისეთივე ნაწილი იყო, როგორც თბილისი, გორი, მცხეთა და თელავი.

რაც შეეხება აფხაზეთს: დიახ, 1810 წელს, როდესაც რუსეთის იმპერიამ აფხაზეთი შეიერთა, ის იყო თვითმმართველი სამთავრო, ოსმალეთის იმპერიის ვასალი. თუმცა ეს საქართველოს პროვინციულ სამეფო-სამთავროებად დაშლილობის და დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში ოსმალური ოკუპაციის შედეგი იყო და არა იმის, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის. განა რუსეთი არ იყო წვრილ-წვრილ დამოუკიდებელ სამთავროებად დაშლილი მე-15 საუკუნემდე? ეს განა გასაკვირია თქვენი ისტორიის მქონე ერისათვის?! აფხაზეთი ქართული კულტურის აკვანი და სახელმწიფოებრიობის აკვანია. აფხაზეთის მეფის წოდებით იწყებოდა წმ. დავით აღმაშენებლის და წმ. თამარ მეფის ოფიციალური ტიტულატურა.

თქვენი პოლიტიკურ-იმპერიალისტური ამბიცია და გაუნათლებლობა ისტორიის საკითხებში საცნაურია ჩვენთვის, ხოლო თქვენთვის საცნაური უნდა გახდეს ის, რომ
ქართველი ერი არასოდეს გაპატიებთ მისი ტერიტორიული საზღვრების ხელყოფას, ქართული მიწების ოკუპაციას. დაიმახსოვრეთ: თქვენ ვერ გაგიწევენ სათანადო დახმარებას თქვენი მონა-მსახური კოლაბორაციონისტი და გამყიდველი ქართველები, ისინი ერის დამპალი, მორალურად გაკოტრებული უმცირესობაა, რომელთა მდგომარეობა ძალიან მყიფეა! საქართველომ თავისი მრავალ ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი მტერი მოინელა, მათ შორის მსოფლიო ტირანები მურვან ყრუ, ალაფარსლანი, ჯალალ ედ-დინი, თემურ-ლენგი, შაჰ-აბას I, და თქვენც მოგინელებთ!

ღმერთი დაიფარავს ჩაგრულ საქართველოს და მჩაგვრელი იქნება დამხობილი!

დეკანოზი ილია ჭიღლაძე
9.07.2019

Posted in ისტორია, რელიგია, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Ответ В. Путину на его антигрузинские заявления

Господин президент, Владимир Владимирович, я хотел бы ответить на ваше заявление. K сожалению вы очень плохо знаете историю или лжёте осознанно. В 1774 Осетия вошла в состав российской империи но это была сегодняшняя республика северной Осетии. В то время никакой южной Осетии не существовало. Та территория, Шида Картли (Самачабло), которую российские колонизаторы назвали южной Осетией, испокон веков является сердцем Грузии, историческим, культурным центром и составной частью нашей родины. Географически и исторически существовала только одна Осетия а не две. Осетинская диаспора с северной Осетии в 17ом веке перешла через кавказский хребет и обосновалась на земле Грузинского царства Джава. В начале 20 века в Цхинвали не проживала ни одна осетинская семья. В основном там проживали грузины, армяне и евреи. Заселение Цхинвали осетинами произошло благодаря большевистской России. Во время аннексии Kартлийско-Kахетитинского ца́рство Pоссийской империей в 1801 году, Цхинвали была такая же часть Грузии как и Тбилиси, Гори, Мцхета, Телави.

Что касается Абхазии да, когда Российская империя анексировала Абхазию в 1810 году, В то время Абхазское княжество являлась васалом Oсманской империи, так же как и другие грузинские княжества, которые в то время были оккупированны Oсманской империей. Расчленение Грузии на отдельные княжества было результатом османской оккупации и это не может стать аргументом вашего заявления и пропаганды что Абхазия не являлась частью Грузии. А разве Россия не состояла из маленьких независимых княжеств до 15го века?

Абхазия является колыбелью Грузинской культуры и государственности. Официальные титулы наших величайших царей Давида Агмашенебели и царицы Тамар были «Царь абхазов, картвелов, ранов, кахов “.

Ваши империалистические амбиции и не образованность в вопросах истории знакомо нам, но и вам должно быть знакомо, что грузинский народ никогда не смирится и не простит вам оккупацию наших земель. Запомните, вам не окажут должную помощь ваши грузинские колаборационисты, которые составляют меньшинство в нашей стране и являются морально деградированными. Грузия на протяжении своей многовековой истории преодолела многих врагов и тиpанов, таких как Марван Глухой, Алп-Арсланa, Джелал ад-Дин Мангуберди, Тамерла́нa, Шах-Аббас. И вас мы преодолеем! Да пусть хранит Господь нашу многострадальную родину и дай бог мы сможем выстоять перед угнетателем и выстоим перед злом!

Протоиерей Илья Чигладзе 
Июль 9, 2019

Posted in ისტორია, რელიგია, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები | Tagged , , , , , , | 1 კომენტარი

ჩვენი დროის ათი მცნება – მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ ჯავახიშვილის მიერ საკუთარი ქალიშვილისათვის ანდერძად დატოვებული სიტყვები:

ჩვენი დროის ათი მცნება

  1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
  2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
  3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
  4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
  5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
  6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.
  7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
  8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
  9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.
  10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე– შრომა და მესამე – შრომა.

შენი მოსიყვარულე მამა მიხეილ ჯავახიშვილი

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

მ. ძნელაძე – II არქეოლოგიური საანგარიშო სესია

ინტერნეტ ტელევიზია “მარტივი”_ს (MarTV) მიერ მომზადებული ვიდეო მასალა.

მერაბ ძნელაძე

1) ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N38-ში მდებარე ნაეკლესიარის ტერიტორიაზე 2018 წელს განხორციელებეული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში.

2) კალაურის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე 2018 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში. II არქეოლოგიური საანგარიშო სესია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისი, 19-21/XII, 2018 წელი. MarTV

“მარტივი”_ს იუთუბ არხი: https://www.youtube.com/channel/UCkYq3d0MhkI0cpNawWvYCrw/videos

Posted in ისტორია, რელიგია | Tagged , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

1714 წლის სამეგრელოს რუკა. Map of Mingrelia/Apkhazeti (Abkhazia).

ფოტოს მოწოდებისათვის დიდი მადლობა ბატონ სოსო მატკავას.

MINGRELIE

1714 წელს პიტერ ვან დერ აას მიერ გამოცემული დასავლეთ საქართველოს რუკა.

Map of Western Georgia (Megrelia/Mingrelia, Imereti), by Pieter van der Aa, 1714.

Mingrelie autrefois Colchis, Pays baigné au Couchant par la Mer Noire. AA, Pieter van der, 1714. 

დეტალები:

Posted in გალერეა, ისტორია, მხარეები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

სლავთა პირველი ახალშენები საქართველოში

იუ

საქართველოს და სომხეთის ჯალათმა, არაბთა სარდალმა მურვან იბნ მუჰამედმა, რომელსა ჩვენში „მურვან ყრუ“ უწოდეს, კავკასიონის გადაღმა მცხოვრებ ხალხებსაც (ხაზარები, სლავები და სხვა) უწია. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ლაშქრობის დროს ჩრდილოეთ კავკასიასა და ხაზართა ქვეყანაში მურვანს დიდძალი სლავიც უგდია ხელთ და საქართველოში წამოუსხამს. არაბი ისტორიკოსი, რომელიც ამას გვამცნობს, ტყვე სლავთა რაოდენობას 20 ათასი კომლით განსაზღვრავს. არაა შეუძლებელი აქ ერთგვარი გაზვიადებაც ვიგულისხმოთ, მაგრამ ამას ახლა ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. საქმე ისაა, რომ ტყვე სლავებს მურვანი საქართველოში ასახლებს.  ეს ხდება მე-8  საუკუნის 40-იან წლებში.

Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ძველი ქვევრების გასაჭირი

თამთა2

2017 წლის 19 ნოემბერს ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას მიწის ქვეშ მუშებმა შემთხვევით ძველი ქვევრი აღმოაჩინეს. რაც შემდეგ მოხდა, იმას ქართულ საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მუშებმა ქვევრი ჯერ ქვით, შემდეგ კი მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაამტვრიეს იმ იმედით, რომ შიგ „განძს“ იპოვიდნენ. ვანდალებს ლანძღავდნენ სოციალურ ქსელებში, მათი ქმედებები დაგმეს ისტორიკოსებმა, არქეოლოგებმა, ოფიციალურმა პირებმა და სხვებმა. მაგალითად არქეოლოგმა ამირან კახიძემ ამას ბარბაროსობა უწოდა, არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ კი ვანდალიზმი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ (რომელმაც ასევე ვანდალიზმად შეაფასა მომხდარი) განაცხადა, რომ შესაძლოა რამდენიმე ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. სპეციალისტების წინასწარი დაკვირვებით ქვევრი სავარაუდოდ XI საუკუნეს განეკუთვნება.

Continue reading

Posted in გალერეა, ისტორია, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ოსკარ შმერლინგის ნახატები

2uhh9
გერმანული წარმოშობის ქართველი მხატვრის, ოსკარ შმერლინგის ნახატები, რომლებიც აღწერენ იმდროინდელი ტფილისის ყოველდღიურ ყოფას.

Continue reading

Posted in გალერეა, ისტორია, Georgia | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი