სლავთა პირველი ახალშენები საქართველოში

იუ

საქართველოს და სომხეთის ჯალათმა, არაბთა სარდალმა მურვან იბნ მუჰამედმა, რომელსა ჩვენში „მურვან ყრუ“ უწოდეს, კავკასიონის გადაღმა მცხოვრებ ხალხებსაც (ხაზარები, სლავები და სხვა) უწია. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ლაშქრობის დროს ჩრდილოეთ კავკასიასა და ხაზართა ქვეყანაში მურვანს დიდძალი სლავიც უგდია ხელთ და საქართველოში წამოუსხამს. არაბი ისტორიკოსი, რომელიც ამას გვამცნობს, ტყვე სლავთა რაოდენობას 20 ათასი კომლით განსაზღვრავს. არაა შეუძლებელი აქ ერთგვარი გაზვიადებაც ვიგულისხმოთ, მაგრამ ამას ახლა ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. საქმე ისაა, რომ ტყვე სლავებს მურვანი საქართველოში ასახლებს.  ეს ხდება მე_8  საუკუნის 40_იან წლებში.

Continue reading

Advertisements
Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ძველი ქვევრების გასაჭირი

თამთა2
2017 წლის 19 ნოემბერს ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას მიწის ქვეშ მუშებმა შემთხვევით ძველი ქვევრი აღმოაჩინეს. რაც შემდეგ მოხდა, იმას ქართულ საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მუშებმა ქვევრი ჯერ ქვით, შემდეგ კი მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაამტვრიეს იმ იმედით, რომ შიგ „განძს“ იპოვიდნენ. ვანდალებს ლანძღავდნენ სოციალურ ქსელებში, მათი ქმედებები დაგმეს ისტორიკოსებმა, არქეოლოგებმა, ოფიციალურმა პირებმა და სხვებმა. მაგალითად არქეოლოგმა ამირან კახიძემ ამას ბარბაროსობა უწოდა, არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ კი ვანდალიზმი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ (რომელმაც ასევე ვანდალიზმად შეაფასა მომხდარი) განაცხადა, რომ შესაძლოა რამდენიმე ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. სპეციალისტების წინასწარი დაკვირვებით ქვევრი სავარაუდოდ XI საუკუნეს განეკუთვნება.
Continue reading

Posted in გალერეა, ისტორია, Uncategorized | Tagged | დატოვე კომენტარი

უნდა დამთავრდეს ანტიქართული სისულელე ქართულ მედიაში – არავითარი “დე ფაქტო ოსეთი”, “დე ფაქტო აფხაზეთი”, ან “დე ფაქტო პრეზიდენტი” არ არსებობს. 

თირის მონასტერი ცხინვალთან. დენის ბელეცკის ფოტო
დენის ბელეცკის ფოტო. თირის მონასტერი ცხინვალთან. Photo by Denis Beletsky. 2001. Medieval Georgian Tiri monastery near Tskhinvali. Shida Kartli region of Georgia (so-called “South Ossetia”).

უნდა დამთავრდეს ანტიქართული სისულელე ქართულ მედიაში – არავითარი “დე ფაქტო ოსეთი”, “დე ფაქტო აფხაზეთი”, ან “დე ფაქტო პრეზიდენტი” არ არსებობს. 

სამეფო კლუბის სპიკერის განცხადება ანტიქართული და არაადეკვატური ტერმინების შესახებ.

 უკვე შეუძლებელია ამის ატანა!

ქართულ მედიაში ხშირად გაისმის ტერმინი „დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი”. რა გამოდის, ფაქტიურად ანუ ნამდვილად ეს ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი არის სამხრეთ ოსეთი? „დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაც“ არანაკლები სისულელეა.

უფრო მეტიც, იდეოლოგიური არაადეკვატურობა უფრო წინ წავიდა და გაჩნდა ტერმინი „დე-ფაქტო ოსეთი“.

ტერმინი – დე ფაქტო პოლიტიკური ტერმინია და ოკუპირებულ ტეროტორიებს არაფრით არ მიესადაგება, არაფრით!

ქართულ მედიას უყვარს ტერმინი „დე-ფაქტო პრეზიდენტი“ და მერე სახელდება ხოლმე ოსი ან აფსუა-აფხაზი სეპარატისტ-ტერორისტი, მარიონეტული რეჟიმის ბელადი. ტერმინი – „დე-ფაქტო პრეზიდენტიც“ ვერ არის მთლად ჯანსაღად მოაზროვნის გამოგონილი ან გამოყენებული (ისე, რომ ვიცოდეთ რუსეთის შემოგდებულია).

„პრეზიდენტი“ არის კანონიერად არჩეული სახელმწიფოს მეთაურის ტიტული. ხოლო სოხუმისა და ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტები“ არიან უკანონო, სეპარატისტულ-ტერორისტული ბანდების მეთაურები, საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელები, რუსეთის იმპერიის მარიონეტები. ამიტომ მათ შესახებ უნდა ითქვას: “თვითმარქვია პრეზიდენტი”, ან ე. წ. პრეზიდენტი, ან “უკანონო პრეზიდენტი“, ან „სეპარატისტულ-ტერორისტული სახელმწიფოს  ე. წ. პრეზიდენტი“, ან ე. წ. პრეზიდენტი, „მარიონეტული რეჟიმის “პრეზიდენტი”, „საოკუპაციო რეჟიმის მარიონეტ-პრეზიდენტი“ და სხვა.

დანაშაულია რუსების მიერ შემოგდებული კიდევ ერთი ტერმინის, „თვითგამოცხადებული რესპუბლიკის“ გამოყენებაც.
თვითგამოცხადებული ნიშნავს, რომ არ არის აღიარებული, მაგრამ კანონიერი საფუძვლები (იურიდიული, ისტორიული და სხვა) აქვს ამ „თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას“ და მომავალში მოხდება სხვათა მიერ მისი აღიარებაც.

საერთოდ, ყველა სახელმწიფო თვითგამოცხადების საფუძველზეა შექმნილი, საკუთარი თავის მიერ (თვით) გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე.

დანაშაულია ტერმინ „არაღიარებულის“ გამოყენება ტერორისტულ-სეპარატისტული რეჟიმების მიმართ. არაღიარებული, ანუ ჯერ არაღიარებული, კანონიერი?

მეგობრებო, მიმდინარეობს გააფთრებული ომი, მათ შორის, ტერმინოლოგიურ-პროპაგანდისტული ომიც ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. ამ ომში დიდი მნიშვნელობა აქვს იდეოლოგიურ მომზადებასა და ადეკვატურობას. ჩვენ არ გვაქვს შეცდომისა და დაუკვირვებლობის უფლება!

იმედია, ყველა გაითვალისწინებს ზემოთ ნათქვამს და დასრულდება პოლიტიკურად არაადკვატური და დანაშაულებრივი ტერმინების გამოყენება ქართულ მედიაში!

პატივისცემით,

სამეფო კლუბის სპიკერი

გაიოზ მამალაძე

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ოსკარ შმერლინგის ნახატები

2uhh9
გერმანული წარმოშობის ქართველი მხატვრის, ოსკარ შმერლინგის ნახატები, რომლებიც აღწერენ იმდროინდელი ტფილისის ყოველდღიურ ყოფას.

Continue reading

სურათი | Posted on by | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

“აფხაზები და ქართველები”

Europa, ad magnae Europae Gerardi Mercator
Europa, ad magnae Europae Gerardi Mercator / Rumoldi Mercatoris f.Mercator, Rumold 1623

ქართველ ერს და ახლადაღდგენილ ქართულ სახელმწიფოს, მის ინტერესებს, უამრავი გამოწვევა თუ წინაღობა აქვს თანამედროვე რეალობაში. ხშირია მსჯელობა იმის შესახებ, თუ „რა გვჭირდება, რა გადაგვარჩენს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი“. თუმცა ეს მსჯელობანი უმეტეს შემთხვევებში ან მეტად პრიმიტიულია, ან დემაგოგიური. ფუნდამენტური კონცეფციები ასეთ მნიშნელოვან საკითხებზე ჯერ არ შემუშავებულა.  სინამდვილეში, ჩვენი აზრით, ძირეული პრობლემები სწორედ თვით ქართველი ერის მსოფლაღქმასა და თვითინდეთიფიკაციაშია. მაგალითად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შევეხებით საკითხს, თუ რამდენად მართებულია ფრაზა “აფხაზი და ქართველი”, ან “აფხაზური მხარე”, ან “შერიგება ქართველებსა და აფხაზებს შორის” და ა.შ. გასაგებია, რომ ჩვენ არ გვაქვს ის ფუნდამენტური ცოდნა ასეთ სიღრმისეულ და საკმაოდ რთულ საკითხზე, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენდა (მხოლოდ იმიტომ, რომ სათანადო სიღრმით ეს ყველაფერი შესწავლილი არ არის),  მაგრამ მცირე, ელემენტარულ ლოგიკაზე და აქსიომატურ ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა მაინც შეგვიძლია. Continue reading

Posted in მხარეები, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები | Tagged | დატოვე კომენტარი

ქართული ვაზის იშვიათი ჯიშები (ნაწილი II)

Posted in მცენარეები, Uncategorized | Tagged | დატოვე კომენტარი

ქართული ვაზის იშვიათი ჯიშები

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი