ყურანი აფხაზურად

იური სიხარულიძე – პროფესორი. 21.10.2012

ყურანი წმიდა წიგნია და სხვა ენებზე თარგმნა კულტურის შენაძენად აღიქმება. მაგრამ ეს განწყობა არსს ჰკარგავს, როდესაც ამას აფხაზი ვაჰაბიტები პოლიტიკის სამსახურში ჩაყენების მიზნით აკეთებენ.

თარგმნის პროცესი კარგა ხანია მიმდინარეობს თურქეთში და ვინ იცის, ახლა იქნებ დამთავრებულიც არის.

ვაჰაბიტები იმედოვნებენ, რომ აფხაზურ ენაზე თარგმნილი ყურანი ძალიან დიდ როლს შეასრულებს მთელ აფხაზეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის არა მარტო გავრცელებაში, არამედ – განმტკიცებაშიც.

თუ როგორ წარმოუდგენიათ აფხაზ ვაჰაბიტებს იმიერკავკასიის ხვალინდელი სახე, ეს ნათლად ჩანს იმ რუკაზე, რომელიც მათ ამ ორიოდე წლის წინათ შეადგინეს.
qu

About diaokh

21 years old
This entry was posted in მხარეები, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი